"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანთან" დამატებით დროში ბათუმის "დინამოს" მარცხს (1:2) სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.

"ბათუმის" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ.

მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება - გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი.

ეგ
შედეგია. მეკარე რომ სადღაც არასწორ ადგილზე იდგა და მცველი ძელთან არ ეყენა, მთავარი შეცდომის გაგრძელება და ერთი კონკრეტული დეტალია.

თავის დამშვიდება და "აუ, შემთხვევით წავაგეთ" ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.

PS შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს", - წერს სანაია.

altვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

altგეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

altბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს. 69 ნომრიანი მაისური ქონდა. ნამდვილი პროფესიონალი
შმოლა
14 ივლისი 2022 22:29
3
მაგარი სლეა ეს არაკაცი, ხანდახან რომ გამოხდება კაი ექსპერტივით...წადი ბიძია თავი დამალე ჩირგვში.
ტარიელი
14 ივლისი 2022 22:16
3
საქართველოში, რომ ფეხბურთი განვითარდებაო, მერე დავიწყებ ჟურნალისტიკის სწავლასო. ყოველ შემთხვევაშიო, როგორც ფეხბურთში, ისე ჟურნალისტიკაში, ძალიან მაგარი ვარო.
.
14 ივლისი 2022 21:34
3
ბატონო ვახტანგ! მიშველეთ, გადამარჩინეთ, მიხსენით!
მაქვს ბაკის იპოთეკური ვალი, გადახდისუუნრობის გამო მრავალგზის რესტრუქტურიზებული და პროცენტგზარდილი, ქონება აღსრუებაშია და აუქციონზე არის გატანილი. ხვალ ვალის დაფარვის ბოლო დღა მაქვს ერთადერთი წყარო - დღეს აღებული ბოლო პენსია. ვალის გასტუმრების და ქონების გამოხსნი ერტადერთი გზა არის ამ პენსიის ტოტალიზატორში ჩადება.

შემეწიეთ თქვენი გონიერებით და წინხედვით - გამანდეღ ღუ რამდენ გოლს გიტანს დინამო, ვინ მოიგებს, კუთხური რამდები იქნება, პენალტს თუ დადებს მსაჯი, რამდენ წუთს დამატებს და ა.შ. - იმის ჩათვლით სათადარიგოთა სკამზე თუ ვის უჩვენებს კამათისთვის ყვითელ ბარათს და ა.შ.

ეს ჩემი ბოლო იმედია, ბატონო ვახტანგ - მიწყალობეთ მე თქვენი რჩევა ძვირფასი

ლუდომანი
14 ივლისი 2022 19:01
6
მე დაგამᲨვიდებᲗ Ჩემო უფროსო Თანამემამულე, აᲦსრულების პოლიცია გაუქმებულია და კუტუს ვერ მოგᲭამენ, იცხოვრეᲗ უსასრულოდ
მაᲨველი
14 ივლისი 2022 22:09
1
დედააა! რაღა გვეშველება, შენ თუ არ უყურებ ქართულ ფეხბურთს, რა?
ვახო! შენ დაუკარ!
14 ივლისი 2022 19:00
8
ამის ციტირებას რატო მოუხშირეთ? საფეხბურთო ექსპერტია? ხალხს უყვარს? მიზეზი რა არი?
ავტორს
14 ივლისი 2022 18:31
3
ბათუმის,, დინამო. ძლიერი გუნდია. წინ კიდევ მრავალი საინტერესო თამაშია სანახავი. ნუ აყვებით ღორის ფხანია ჭორიკანა ,,პატრიოტებს,,
,,ფეოლა,,
14 ივლისი 2022 18:19
5
ქართულ ფეხბურთს არ ვუყურებო და ... ეს თუ ინტრიგანი არ არის, მაშინ საიდან იცის რომ ქართული გუნდები ხშირად აგებენ ბოლო წუთებზე.
ქუთაისი
14 ივლისი 2022 17:35
7
რამდნჯერ უნდა ვხსნა კაცო@ არ ვუყურებო, რომ თქვა ე.ი არ უყურებს! არ უყურებს და ისე ხედვას, შიგანი ხედვა აქვს, არსობრივი, იმანენტური. როდესაც თვალი სხვაგამ იმზირება, მაგრამ გონება მაინც ჭვრეტს.

ეს ხომ ასე მარტივია - არ გარეგნულად უყურებ დაშინაგანად ჭვრეტ! როგორც ადამს ედემში ხშინაგანი წყვდომა ყოველისა სულიერისა და უსულოსი! ასეა ეს კაციც და რა გახდა აქ სადავო?
შალვა
14 ივლისი 2022 18:22
1
ამას პატივს არ ვცემ, მაგრასმ მართლაც ტელევიზორშიც კი ხიშრად შერშინებული ქართველი ფეხბურთელებისაგნ საზიზღარი მყრალი სუნი მცემს. კაცები აღარ მოდიან ქართულ ფეხბურთში, განსხვავებით რაგბისა და კალათბურძთისა.
გიორგი
14 ივლისი 2022 16:44
18
ძალიან კარგი ნათქვამია - თავთავი რაც უფრო ფშუტეა, მით უფრო მაღლა აქვს თავი აღერილიო. ჩემგან დავამატებდი - მით უმეტეს, როცა თავი ჟურნალისტიც ჰგონია, პოლიტტექნოლოგიების მცოდნეც და სპორტის ყველა სახეობის ექსპერტიც
ზურა
14 ივლისი 2022 16:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული