"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანთან" დამატებით დროში ბათუმის "დინამოს" მარცხს (1:2) სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.

"ბათუმის" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ.

მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება - გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი.

ეგ
შედეგია. მეკარე რომ სადღაც არასწორ ადგილზე იდგა და მცველი ძელთან არ ეყენა, მთავარი შეცდომის გაგრძელება და ერთი კონკრეტული დეტალია.

თავის დამშვიდება და "აუ, შემთხვევით წავაგეთ" ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.

PS შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს", - წერს სანაია.

altვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

altგეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

altბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
ა ძმაო ექსპერტი! პირუთვნელი და საქმისმქნელი, ბეწვის მხედველიც და დირეს მწეველიც. მე აღარ მაქვს კითხვები. თქვენ გაქვთ? თუ გაქვთ, მერე დაუსვით და უმალ მიიღებთ ამომწურავ პასუხებს, კვალიფიციურს და ობიექტურს. ყველაფერი ესმის, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის - ჟურნალისტიკაც, ლინგვისტიკაც, ეკონომიკაც, პოლიტიკაც, ხელოვნებაც და სპორტიც. აგერ კიდევ ერთხელ ხომ დარწმუნდით?
მე არაფერი მიკვირს, გარდა ერთიას - როგორ ასრებს და ათავსებს ამდენს ერთად? არ გიკვირთ თქვენ?
შალვა
14 ივლისი 2022 16:28
1
100%
დავითი
15 ივლისი 2022 14:56
0
რა თქმა უნდა, მაგის გვჯერა, თანაც გვიკვირს, ასეთი ჭკვიანი როგორ არის. აფსუს, გიორგი?
ტიტე
14 ივლისი 2022 21:29
0
neta shentvis icode rame
giorgi
14 ივლისი 2022 16:05
4
თქვე წუნკლიანო ტროლებო ოცნებაზე და ბიძინაზე ხომ არაფერი უთქვია რას იხევით ერთ ადგილზე, ნებისმიერს შეუძლია ესეთი კომენტარის გაკეთება,თქვენი პატრონის დდდდდ
პაპა
14 ივლისი 2022 15:59
30
მართალია
las
14 ივლისი 2022 15:26
7
davitashvili rom wava mere naxet tqven acharuli egret wodebuli batumis dinamosgan ra darchreba kobaxidze bexburteli rom goniat da geguchadze mwvrtneli kupatadze kidev erovnulis shemcvlel mekared es aris sircxvili da geguchadze erovnulis mwvrtnelad moiazreboda warmogidgeniat ra primitiuli azrovnebis xalxi vart qartvelebi loria mekared ar miachniat nemsadze da qecbaia mwvrtnelad namdvilad evropelebi vart wodebit mainc.
aleqsi
14 ივლისი 2022 15:16
11
სწორი ანალიზი ბრაო ბევრი ვრრ მიხვდა
o o n
14 ივლისი 2022 15:04
12
გამიკვირდა ასე კარგად რომ ერკვევი,ყოჩაღ!თორემ მეგონა პოლიტიკას ჩართავდი
ლუკა
14 ივლისი 2022 15:01
8
სატაურის წაკითხვის შემდეგ, მეგონა იტყოდა ივანიშვილის ბრალიაო
ქართველი
14 ივლისი 2022 14:46
2
შენ ის ვახტანგი არ ხარ ამასწინათ სახელმწიფოს, დამთავრებით რომ ემუქრებოდი?
და იმაზე რას იტყვი სადაც შენი საქმე არ არის იქ ცხვირს რომ ყოფ? თუ ჟურნალისტებს ყველაფერი ეთქმით და ეპატიებათ, იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე ხართ. ჟურნალისტიკაში რომ სიბინძურეა ნეტა მაგაზე როდის ამოიღებ ხმას?
ეხ ვახინხულა, ნეტავ როდის უნდა გაიგოთ რომ თქვენი პატრონი დიდი ხანია რაც მარილზე გავიდა?
ირაკლი
14 ივლისი 2022 14:42
6
ვაი თქვენს პატრონს, ვინც ფიქრობთ, რომ ვინმეს არ აქვს უფლება თამაშზე შეფასებები და კომენტარები გააკეთოს. ის დაწერეთ, ერთი რაში არ ეთანხმებით, მხოლოდ ლაNძღვაზე , რომ ხართ გადასული. აშკარაა ტროლების შემოსევაა.
irakli81
14 ივლისი 2022 14:32
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული