"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანთან" დამატებით დროში ბათუმის "დინამოს" მარცხს (1:2) სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.

"ბათუმის" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ.

მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება - გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი.

ეგ
შედეგია. მეკარე რომ სადღაც არასწორ ადგილზე იდგა და მცველი ძელთან არ ეყენა, მთავარი შეცდომის გაგრძელება და ერთი კონკრეტული დეტალია.

თავის დამშვიდება და "აუ, შემთხვევით წავაგეთ" ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.

PS შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს", - წერს სანაია.

altვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

altგეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

altბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
გეწერა სპორტზე. რას ეჩრები პოლიტიკაში... :)
ჯუმბერ ქირია
18 ივლისი 2022 14:16
0
ამ ტიპის ოჯახის წევრები ხომ არ ხართ, ყველა მის სულელურ სტატუსს რომ აჭენებთ, თუ გამოგელიათ ამბები? რა ვახო სანაია, ამისი აზრი ვის რაში აინტერესებს?
123
18 ივლისი 2022 11:02
0
მიზეზი ისაა, რომ თუ მაგდენი გესმით ბატონო, კარის უკნიდან მაინც უნდა დაუძახოთ ვინმემ ,,მცველი ძელთან''-ო და იქნებ პენლებამდე ბედს მიენდოს გამარჯვება
გიორგი ყარაშვილი
16 ივლისი 2022 01:08
0
გუნდში რომ იური მამიდაშვილი ყოფილიყო მეკარეების მწვრთნელად,ეს საშინელება არ მოხდებოდა.ერთი კაცი ავტორიტეტებს ვერ იტანს.მარტო თვითონ უნდა იყოს ავტორიტეტი.შედეგიც სახეზეა.ვიცი რასაც ვლაპარაკობ.
გოგი
16 ივლისი 2022 00:26
0
katami akriaxda:)))
სანდრო
15 ივლისი 2022 22:24
0
მოკლე სკამი და ალთუნაშვილის მაგივრად ჯიღაური, ხოლო აზაროვის ნაცვლად ნავალოვსკი იყო წაგების მიზეზი. ეს ორი დაღლილი მერჩივნა ყოფილიყვნენ მინდორზე. არც ძელთან დაავიწყდებოდა ვინმეს დადგომა და ვერც ბერგასიანი გავიდოდა დასარტყმელ პოზიციაზე. გეგუჩაძის შეცდომებმა განაპირობა წაგება.
ჰიონესი
15 ივლისი 2022 17:15
0
მთლიანობაში ვეთანხმები ავტორის აზრს რომ გატანილი გოლის შემდეგ ვერ დავიჭირეთ ბურთი.თუმცა უიღბლობაც იყო.კატეგორიულად არ ვეთანხმები ავტორს იმ გამონათქვამში რომ ქვეყანაში არაფერი კეთდება ფეხბურთისათვის!!!ხო არ შევახსენოთ სად და რა პირობებში იყო ბათუმის დინამო? და ზოგადად სპორტი...
გიორგი
15 ივლისი 2022 16:22
2
ისიც გეცოდინებათ რა პირობებშია ბათუმის დინამოს ბავშვთა სკოლა
გოგი
16 ივლისი 2022 00:49
0
მიუხედავათ ამ პიროვნებისადმი ჩემი
ძალიან უარყოფითი დამოკიდებულებისა,ამ შემთხვევაში სუფთა საფეხბურთო ჭრილში მართალია,ბათუმმა ძალიან მაგარი თამაში გვანახე,მაგრამ გატანილი გოლის შემდეგ მეტი პროფესიონალიზმი იყო საჭირო,გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად,თუმცა მე მჯერა ბათუმელთა უფრო მეტი განვითარების. პ.ს.რაც შეეხება იმას,რომ დღეს ფეხბურთის განვითარებისთვის არაფერი არ კეთდება,არასწორია,სიმართლე იქნებოდა გეთქვა,არასაკმარისი კეთდება.აი,ფეხბურთისთვის თითქმის არაფერი კეთდებოდა თქვენი საყვარელი ხელისუფლების დროს.
Sake
15 ივლისი 2022 14:04
2
აქ და დენი კომენტარი იქნება დაბლოკილი? ეს ვახო, იკარდის ცოლი , თინა კანდელაკი, ბაია პატარაია , აი ეს ადამიანები სერიოზულად ავსბენ ამ საიტის ინფორმაციას.//. ყ წითელი პრესაა, ყველა რო დედას აგინებს და მაგით რო არიან ექსტაზსში
Vasili
15 ივლისი 2022 09:42
0
100% ხარ და ამ საიტის ადმინსტრაციაც რომ სიამოვნებით კთხულობს ჩვენს კომენტარებს.
გეგი
15 ივლისი 2022 13:21
0
ე ბიჭო ამის ახლობელი ხარ?გაიტანეთ ეს არსება აქედან რას აღიზიანებთ ხალხს ვერ გავიგე კიდევ გაღიზიანება გვინდა ჩვენ?არამცოდნე მოაბესავით რომ გამოაჭენებთ ხოლმე წესიერი ექსპერტი მაინც გააშუქეთ რა უბედურებაში ხართ ეს რა არის.
გეგი
14 ივლისი 2022 22:53
8
შენ და შენისთანები ამას ვერ გაიგებთ მე რაც დავწერე და გყავდეთ ეგ სანაია ისედაც ერთნაირები ხართ გატყობთ,ყველაფერჩიკები.
ავთო-ს
15 ივლისი 2022 14:11
0
ვერ გავიგე, რა თქვა არასწორი, თუ ძაან მაღალ დონეზეა საქართველოში ფეხბურთი, ერთადერთი გუნდია ბათუმში, ცოტა რომ გამოაფხიზლა გულშემატკივარი, სხვაგან რა ხდება, 500 კაცი არ დადის თამაშზე, იმიტომ რომ თუ ფანატიკოსი არ ხარ, არაფერია სანახავი.
ავთო
15 ივლისი 2022 01:31
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული