არჩილ ბერიძემ მატჩის დასრულების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 13 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და "სლოვანს" შორის გაიმართა.

ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. 104-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე რეიდი გოლად აქცია და ქართული კლუბი დააწინაურა. 115-ე წუთზე ტიგრან ბარსეგიანმა წონასწორობა აღადგინა, 120+2 წუთზე კი ვლადიმირ ვაის-უმცროსმა კუთხურიდან გაგვიტანა და სლოვაკური გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ფეისბუქგვერდ" Geo Team-მა ბათუმის მოედნიდან ერთი მძიმე და ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც არჩილ ბერიძე (გუნდის პრეზიდენტი) საფინალო სასტვენის შემდეგ ემოციებს ვერ იკავებს და ტირის...

რა თქმა უნდა, დასანანია
ასეთი მარცხი, მით უმეტეს, როდესაც გუნდი მეტოქეს უმეტესად ჯობნის, რიგ ეპიზოდებში კი არ ჩამოუვარდება, მაგრამ დიდი გამარჯვებები დიდი გამოცდილების მიღების შემდეგ მოდის...

მოგეხსენებათ, ბათუმელები კონფერენს ლიგაზე გადაერთნენ, სადაც "ლეხს" შეხვდებიან. შეგახსენებთ, პოლონურ გუნდში გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი გამოდიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
აი როგორი კაცი უნდა ედგას გუნდს სათავეში და არა ფიფია
რეზო
00:22 16-07-2022
1
ამ კაცს ვინც იცნობთ გადაეცით - დიდი მადლობა და არ დანებდეს თუ ფინანსურად შეუძლია წარმატება აუცილენლად მოვა, სწორ გზაზეა!!!
გიორგი
19:13 14-07-2022
1

სიახლეები პოპულარული