ქართულ გუნდს საშინაო ასპარეზზე 2:3 აქვს წაგებული და დღეს აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "დინამოს" მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა თქვა:
"ფეხბურთია... თამაში 90 წუთი გრძელდება და ჩვენ პირველ თამაშში გვქონდა კარგი შანსები, რომ ეს თამაში მინიმუმ არ წაგვეგო, მაგრამ რაღაც ეტაპზე დავკარგეთ კონცენტრაცია და საბოლოო ჯამში უხეში შეცდომებით დავმარცხდით... ასეა, როდესაც 90 წუთი არ ხარ კონცენტრირებული, ასე შეიძლება მოხდეს...
პირველ მატჩში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. დიდი
მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთული არ იყო და მათზე ყველაფერი ვიცოდით. ერთია, როდესაც ითამაშებს და უშუალოდ შეეხები ამას და მეორეა, როდესაც გააანალიზებ ტელევიზორიდან.
წნეხი აღარ გვაქვს... მთავარი იყო ჩვენი გულშემატკივრისთვის, რომ სახლში გაგვემარჯვა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, მაგრამ არ ვიძახი, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო... ჩვენ ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ... ჩვენ წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი ასპარეზობდა და ვერ გავიმარჯვეთ...
"დინამოს" თამაშებს ყოველთვის წნეხი ახლავს და ამას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, ავტომატურად წნეხია... ამას მიჩვეულები ვართ, აქ არ იქნება დამატებითი საფიქრალი და აქ უშუალოდ მატჩზე ვიქნებით კონცენტრირებულნი და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებთ", - თქვა ჭიაბრიშვილმა.