ასეთი წაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია?! - ბათუმელთა მარცხის მიზეზები, რომლებიც ერთ შეცდომაზე ძვირად ფასობს...

AutoSharing Option
"შესაძლოა, ორი მატჩის ჯამში დამარცხდე, მაგრამ ეს გულისწყვეტას უნდა იმსახურებდეს და არა ბრაზს" - ესაა ამონარიდი ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავის "სლოვანის" პირველი მატჩის შემდგომი წერილიდან. ქართული კლუბის შესრულებით დასამახსოვრებელი ეპიზოდები, ემოცია და შეტევა ვნახეთ, მაგრამ ყველაფერი ისე დასრულდა, თითქოს იშვიათად რომ ხდება, არადა, დეჟა-ვუს (უკვე ნანახი) განცდას ტოვებს. ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ასეთ გადამწყვეტ მომენტებში მიუტევებელი შეცდომები და მისგან გამოწვეული მარცხი გვინახავს. მხოლოდ ფეხბურთელები? მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწერა, ბათუმელებმა "გენო პეტრიაშვილი" გაიმეორესო. მოჭიდავე ხომ ოლიმპიადის
ფინალის უკანასკნელ წამებზე, დრამატულად დამარცხდა.

მარტივი და რთული

ძალიან მარტივია, წაგება და კონკრეტული ეპიზოდი რომელიმე მოთამაშეს დააბრალო და მარცხი ასე ახსნა, მაგრამ ეს თავის მოტყუება იქნება, პრობლემა ყოველთვის უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს. მაგალითად, მატჩის შემდეგ გურამ კაშიამ თქვა, რაც მეტ კუთხურს მოვაწვდიდით, ვიცოდით, ერთხელაც გავიტანდითო. ჩვენი ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვაისმა და ქართველმა ფეხბურთელებმა კი არა, ყველამ იცის, რომ სტანდარტული მდგომარეობები ჩვენი სუსტი წერტილია. ამ დროს კი თამაშის დამთავრებას ბევრი არაფერი რომ არ აკლდა, ბურთი კარის ხაზზე უმიზეზოდ გადავაგდეთ, რადგან ამის საჭიროება არ იდგა, შემდეგ კი რაღაც საოცარი განლაგება გვქონდა, რაც უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა მაშინვე იგრძნო. და მაინც, ზემოაღწერილი ეპიზოდის ყველა დეტალში მთავარი პასუხისმგებლობა მეკარეზე მოდის. შეცდომა ბევრ კიპერს დაუშვია. მთავარია, ლაზარე კუპატაძეს მასზე როგორი რეაგირება ექნება. ახლა ის რთული მდგომარეობაშია, თუმცა საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს და სტაბილურობას მიაღწიოს.

Sportall.Ge

რატომ არ გვეყო რესურსი?

გია გეგუჩაძემ მარცხის მიზეზად ძალებისა და რესურსების გამოცლა დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებმა საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები დაიმატეს, ბოლო პერიოდში გუნდის სათადარიგოთა სკამი მხოლოდ მცირდებოდა. დაცვის ხაზზე მივუთითებდით და აღმოჩნდა, რომ შეტევაში ზურიკო დავითაშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელი არ აღმოგვაჩნდა, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ გუნდი სათანადოდ ვერ გაძლიერდა.

მატჩის წინა დღეს ბათუმელთა თავკაცმა გაფრინდაშვილის წასვლის მაგალითზე თქვა, უფრო ძლიერი ჩემპიონატისთვის ფეხბურთელების მიმწოდებლები ვართო. ეს კიდევ ერთი დილემა და რეალობაა, რომელიც ქართულ კლუბებს უდგათ. ბათუმის "დინამო" ევროტურნირებზე გამოსვლას აგრძელებს, მაგრამ ყველამ ვიცით, იგივე დავითაშვილისა თუ აზაროვის მიმართ სატრანსფერო ინტერესები რომ არსებობს და გუნდიდან წამყვანი მოთამაშეების წასვლას ისევ ვნახავთ. რესურსი უფრო დიდი გვექნებოდა, ქართულ კლუბებში კაშიასა თუ კანკავას დონის ფეხბურთელების სტაბილურად დაინტერესებას რომ ვახერხებდეთ, რომელთაც ბათუმში მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს.

მწვრთნელთა დუელი

ვლადიმირ ვაისს (რომელიც მართლაც კარგი ადამიანია, რაც პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა) გარკვეული ცოდნა საქართველოს ნაკრებშიც გაუღრმავებია, მათ შორის, სწორი ცვლილებები და თამაშის სცენარის შეცვლა. ყველანაირი ლოგიკით, სომეხ ბარსეგიანს სასტარტოში უნდა ეთამაშა, სლოვაკმა სპეციალისტმა კი მის კარგ ფიზიკურ მომზადებასა და ენერგიაზე აქცენტი იმ დროისთვის შემოინახა, როცა ქართველი ფეხბურთელები უკვე დაღლილები იქნებოდნენ, სასტარტოში თამაშის შანსი კი ჩაკვეტაძეს მისცა. ამან შედეგი გამოიღო. მაინც აუხსნელია ირაკლი აზაროვის მოედნიდან გაყვანა. რა თქმა უნდა, ის დაღლილი იყო, თუმცა ზემოხსენებულ ბარსეგიანს ამოსუნთქვის საშუალებას მაინც არ აძლევდა. ამას სანდრო ალთუნაშვილის ცვლილებაც დაერთო, ბათუმელებმა კი ბურთი დაკარგეს და მეტოქეს ინიციატივა დაუთმეს. გუნდს დაღლილობა ძალიან დაეტყო და მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა.

Sportall.Ge
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჩვენს სუსტ წერტილებსა და ძლიერ მხარეებს კარგად აკონტროლებდა. ვაისმა ტაიმების  დასაწყისში აქტიური პრესინგი შემოგვთავაზა. ზემოთ კაშიას კუთხურზე ნათქვამი დავწერეთ. ისიც, რომ ბათუმელებს მეტოქის კართან ახლოს ჯარიმის დარტყმის უფლება არ მოუპოვებიათ, რისი შესრულებაც მამუჩაშვილს მშვენივრად გამოდის, ესეც სლოვაკთა ერთგვარი ტაქტიკის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა იყო ერთი ეპიზოდი - სტადიონიდან ნაკლებად, ვიდეოგამეორებაზე კი კარგად გამოჩნდა, შეხვედრის პორტუგალიელ არბიტრს სლოვაკთა კარში პენალტის დანიშვნა რომ შეეძლო.

რა თქმა უნდა, გამართლებაზეც ვისაუბრებთ, მსაჯის შეცდომებზეც, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს გარკვეულ ლოგიკურ წერტილამდე მივყავართ.

შემდეგი ნაბიჯი

ფაქტია, ახლა მთელი ყურადღება კონფერენს ლიგაზე უნდა გადავიტანოთ, სადაც სერიოზული მეტოქე, პოლონეთის ჩემპიონი "ლეხი" გველის. იქ ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან. ბათუმელებს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება სჭირდებათ. შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად, საკადრო რესურსი უნდა გაიზარდოს. გუნდი განაცხადის სრულფასოვნად შევსებას ვერ ახერხებს, პრობლემური ადგილები კი არის, რაზეც მანამდეც აქტიურად მივუთითებდით. პირველ მატჩს 21 ივლისს, სტუმრად გავმართავთ, განმეორებითს კი - 28 ივლისს, ბათუმში.

altბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]

altგეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

altვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

მკითხველის კომენტარები / 27 /
სომხეთის და აზერბაიჯანის ჩემპიონები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, კიდევ ისეთი ქვეყნის ჩემპიონები გავიდნენ ნამდვილად მრცხვენია მათი ჩამოთვლა. არ მოგბეზრდათ ასეთი უსუსური შედეგების ჩვენება (ბათუმს ეს კიდევ ნაკლებად ეხება). მე მგონი ჯობია აზერბაიჯანის ჩემპიონატთან გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ დონე, თორემ ასეთი ფიზიკური მომზადებით ჩვენ ევროპაში არაფერი გამოგვივა.
გია
14 ივლისი 2022 13:42
2
სივასპორთან რაც მოხდა შარშან ბათუმში, ახლაც ზუსტად იგივე მოხდა! რატომ გავიწყდებათ??? როგორც სჩანს, საფეხბურთო მაფიის მიერ ბინძური ფულის შოვნის აპრობირებული მეთოდია!
....
14 ივლისი 2022 13:40
5
აბა, დსცხეთ ბიჭებო, ჩემი კომენტარები დიზლაიკებით აავსეთ – ტოტალიზატორების მუშაკებო, პროფესიით ფეხბურთში და სპორტულ ჟურნალისტიკაში (არა ყველა) დასაქმებულო პირებო, დაუკვირვებელო ფეხბურთის ქომაგებო! :))
....
14 ივლისი 2022 16:41
3
ყოველ წელს ერთიდაიგივე მეორდება! გაიხსენეთ საბურთალო – არარატ–არმენიას მატჩი! ცივი გონებთ მიდგომაა საჭირო და ყველაფერს მიხვდებით! დღეს არ გვაქვს სამართლიანი ფეხბურთი, ეს უნდა გავიგოთ ყველა ჩვენთაგანმა!
....
14 ივლისი 2022 14:08
1
ესეთი მძიმე თამაშის ესე წაგებას ბათუმი არ იმსახურებდა, მაგრამ რას ვიზავთ, მოკლე სკამი აქვს ბათუმს და ამანაც განაპირობა ინიციატივის დათმობა გოლის შემდეგ, მაინც ყველაფერს ფინანსებთან მივყავართ. დღევანდელ თამაშებზე რა ხდება? აჩვენებენ რამე თამაშს?
Giorgi
14 ივლისი 2022 13:25
2
დინამო ბათუმი გუნდია სხვა ქართული ტოპ გუნდუშკებისაგან განსხვავებით. იმედია ბათუმი საქართველოში ისე იქნება ფინანსურად და ისეც, როგორც პსჟ_ეა საფრანგეტში. შედეგსაც აუცილებლად დავდებთ ევროსარბიელზეც.
ika
14 ივლისი 2022 13:15
9
თუ ნატრულობ,ნორმალური მოდელი ინატრე. ერთი პესეჟემ დადო შედეგი ევროსარბიელზე და მეორე ბათუმი დებს. რომ არ ყავს დღეს ბათუმს კონკურენტი ეროვნულ ლიგაში,ზუსტად მაგიტომ აძლევს თავს უფლებას ეგეთი სათადარიგო სკამის ყოლის
დავითი
14 ივლისი 2022 13:53
5
სრულად ვეთანხმები.... მინდა ავღნიშნო;1. ბათუმი ნახტომია ქართულ ფეხბურთში, იმედია დიდ სხვაობა ევროპასთან შემცირდება, 2.ასევე რამდენიმე ბათუმელის კარგი თამაში,( მინუს ფლამარიონი, ორი მინუსი ვაწაძე-ბუტაფორია მინდორზე) რეხვიაშვილი? პირველდ ვნახე, ჩვენში იმ უიშვიათეს უნარს ფლობს- სწორედ საზღვრავს ბურთის ტრაექტორიას და დასწრებაზე ახერხებს თამაშს, აბა დამისახელეთ სხვები, გაგიჭირდებად...
გუსანი
14 ივლისი 2022 12:50
2
საინტერესო ფაქტებს დავწერ და იქნებ გამოაქვეყნოთ:

1. ვაისი პირველ თამაშამდე სულ წუწუნებდა კარგი მეკარის დამატება გვინდოდა და ვერ მოვასწარითო. რეალურად, მათმა მეკარემ მაღალ დონეზე ჩაატარა ორივე თამაში.

2. პირველი თამაშის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაისი კუპატაძის დამატებას აპირებდა. რეალურად, სლოვანი შემდეგ ეტაპზე კუპატაძემ გაიყვანა. არ დაიწყოთ ახლა, პირველი თამაშის სეივებზე საუბარი. ისეთი ბურთები აიღო, რომელიც ისედაც უნდა აეღო.

3. სავარაუდოდ კარგად ყავდათ შესწავლილი კუპატაძე და კუთხურიდან გოლის გატანა ვაისს წამებში არ მოუფიქრებია. სანახავია სხვა თამაშები. ვფიქრობ, კუპატაძეს კარი ასე დაუცველად პირველად არ დაუტოვებია.

4. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხსნა გეგუჩაძემ ფლანგის მცველები: ჩაბრაძე და აზაროვი, რომლებიც შესანიშნავად ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ჩაბრაძე რომ ყოფილიყო, იქნებ დაეფარა ძელი კუთხურის დროს და ეს კატასტროფა აღარ მომხდარიყო.

5. ორივე თამაშში ვაწაძის შემოყვანით გუნდს სარგებელი არ მიუღია, ვერც აპრესინგებდა, ვერც ბურთს ფარავდა და ვერც თავით მოუგო მეტოქეებს. ალბათ უფრო მოძრავი ფეხბურთელის შემოყვანა ჯობდა.

6. გაუგებარია რატომ შეცვალა ალთუნაშვილი ბოლო წუთებზე, პირიქით შუა ხაზი უნდა გაეძლიერებინა იმ ზეწოლის ფონზე, რაც ბოლო წუთებში იყო. მითუმეტეს ტეიდიც გაყვანილი ყავდა. მესმის, რომ შეიძლება დაიღალა, მაგრამ თუ 36 წლის ვაისმა 120 წუთი ითამაშა, ალბათ 20-23 წლის აზაროვი და ალთუნაშვილიც შეძლებდნენ.

7. მსაჯი ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა. აშკარა 11 მეტრიანი არ დანიშნა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტიც კი ყოფილიყო, აღარ ვამბობ არ მიცემულ ყვითელ/წითელ ბარათებზე. მაგალითად, აზატსკის, რომ განზრახ იდაყვი ჩაარტყეს სახეში ბოლო წუთებზე, გასაგდები იყო მათი თავდამსხმელი. 3 წუთის დამატებაზე ხომ საუბარიც არ ღირს.

პ.ს. დიდი ხანია ასე გული არ დამწყვეტია ქართული გუნდის წაგებაზე. გუნდზე, რომელიც უფრო იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. იმედია, ლეხთან ყურებს არ ჩამოყრიან და დაამტკიცებენ, რომ არავისზე ნაკლები გუნდი არაა. წარმატებები დინამო ბათუმს!
გელა
14 ივლისი 2022 12:42
4
ამ თამაშმა საბურთალოს წაგეგება გამახსენა სომხრბთან, საშინელი მარცხი იყო, არ ვიცი მეტი რა უნდა ვქნათ წარმატებისთვის.

მთელი თამაში ვდომინირებდით და ორი შეცდომა და ამდენივე გოლი 5წუთში, მსგავსი რამ სულ ჩვენ როგორ გვემართება, ბოლო წითზე გაშვებული გოლის კონკურსი რომ ტარდებოდეს ჩვენი გუნდები და ნაკრები პირველზე გავა.

ლაზარზე კარგი მეკარეა, დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ თავი უნდა ასწიოს და განვითარება განაგრძოს.

კაშიას კომენტარი ამაზრზენი იყო, გასაგებია საკუთარი გუნდის წინააღმდეგ ვერაფერს იტყვის, მაგრამ კომენტარი არ გაეკეთებინა საერთოდ და მორჩა, შეიძლება ცხელ გილზე ვამბობ, მაგრამ ასეთი საქციელი კაპიტნობის ღირსი არ არის.
მენტალისტი
14 ივლისი 2022 12:41
9
მეორე მხრივ კაშიამ გაამახვილა ყურადღება ჩვენს ჩაბეტონებულ მინუსზე, ძირითადის ბოლო წუთზე რეალურად გადავრჩით, 2 მომენტი გვქონდა ჩვენს მაგრამ რად გინდა კარში დარტყმა არ ვიცით, ერთი მიქაუტაძეს აქვს ეგ უნარი რომ ყველა პოზიციიდან ცდილობს დარტყმას,
გუსანი
14 ივლისი 2022 13:11
1
tu shemdeg etapze gavedit ratkmaunda polonelebis mere viniqneba savaraudo metoqe district madlopt
Iberia
14 ივლისი 2022 12:16
2
გულდასაწყვეტი წაგება იყო ძალიან. ლელოში სათაურად წერია; 5 წუთში ქართუად წაგება, ზუსტად შეესაბამება. მთელი თამაში აჯობო და ასე გაანიავო ყველაფერი მარტო ჩვენ შეგვიძლია. კუთხურიდან ბურთს რომ გაგიტანენ აქ ყველაფერი ნათქვამია. დამცველი კართან (ძელთან) არ იდგა, მეკარ კართან არ იდგა....რაღა უნდა თქვა.
G.LA
14 ივლისი 2022 12:08
1
გეგუჩაძე არ აღმოჩნდა მზად ასეთი დონის მატჩისთვის, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ვერ გაუძლო და არასწორ ცვლილებებს მიმართა. გოლამდე ჩქარობდა ბათუმის დინამო თამაშში ბურთის შეყვანას და დაგეშილი იყო მეტოქის კარზე იერიშების მისატანად. როგორც კი გოლი გავუტანეთ, გეგუჩაძემ მოკლა მუხტი თავისი ცვლილებებით, მთელი თამაში მიჰყავდა ბათუმს და მეორე ნომრად ვერ გადაეწყო, ნავალოვსკიმ და ჯიღაურმა პანიკა შემოიტანეს მოედანზე და შედეგიც დადგა..!
სიმართლე
14 ივლისი 2022 11:58
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული