"დანებებას არ ვაპირებთ! რამდენი მცდელობაც უნდა დაგვჭირდეს, "დინამო" აუცილებლად ითამაშებს ევროთასებზე" - აჩი ბერიძე

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" Facebook-გვერდი სოციალურ ქსელში კლუბის პრეზიდენტის, აჩი ბერიძის განცხადებას აქვეყნებს:

"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის და სამაგალითო ქომაგობისთვის. პირველ რიგში, მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, თითოეულ ბათუმელს. მუდამ ვამბობ და ვიტყვი: ეს გუნდი თქვენია და თქვენ საუკეთესოები ხართ!

მადლობა ფეხბურთელებს თავდაუზოგავი შრომისთვის, სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს და ყველას, ვინც "დინამო ბათუმის" წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს.

გასული 5 წლის მანძილზე ბევრი გამარჯვება ვიზეიმეთ და იმედგაცრუებებიც არ გვაკლდა, მაგრამ უკან არასდროს დაგვიხევია. არც ახლა ვაპირებთ დანებებას და ჩვენს ოცნებებზე უარის თქმას.

რამდენი მცდელობაც
უნდა დაგვჭირდეს, "დინამო ბათუმი" აუცილებლად ითამაშებს ევროთასებზე და ჩვენ ისევ დავწერთ ამ კლუბის ახალ ისტორიას", - ამბობს ბერიძე.
მკითხველის კომენტარები / 19 /
უჰ, შენ გენაცვალე ბიძიაბაბუა!!!

გაფრინდებიან-თქო ესენი მე თქვენ გეუბნებით და აჰა...
ოპტიმუს
17:24 17-07-2022
2
მოდით პირველ რიგში მადლობა უთხრათ არჩილ ბერიძეს მეორე რატომ გოგნიათ პოლონური გუნდი უფრო ძლიერი პოლონეთის ჩემპიონატი კი ჯობია მაგრამ ჩემის აზრით ბრატისლავის გუნდი უფრო კარგი ფეხბურთელიბით არის დაკოფლექტებული მასე რო ვიმჯელოთ აზერების ჩემპიონატი ხოარ ჯობია პოლონეთისას ამიტომ მგონია რომ თუ ჩვენი ფეხბურთელები ფსიქოლოგურად არ გატყდენ იმ უიგბლო თამაშში გადავლახავთ მაგ ეტაპს ეხლა მთავარია ბიჭებს დაუდგეთ გვერდით რაც მთავარია სამცუხაროდ მივიგედ გამოცდილება ბოლოში როგორ არუნდა მოვიქცეთ მე მჯერა რო გავივილით მაგ ეტაპს
iberia
19:56 15-07-2022
1

სიახლეები პოპულარული