ოქრიაშვილი, ყაზაიშვილის მსგავსად, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
სამხრეთკორეულმა გუნდმა "ჯეონბუკ ჰიუნდაი მოტორსმა" გვაუწყა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი დაიმატა.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა, ჩვენებური კი "აპოელიდან" წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო.

როგორც იცით, სამხრეთ კორეაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ირჯება, რომელიც "ულსან ჰიუნდაის" მაისურს ირგებს.

რაც შეეხება "ჯეონბუკს", ის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და სწორედ ყაზაიშვილის კლუბს ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ისე რამდენიმე წელია კორეის ჩემპიონის ვინაობა ამ ორ გუნდს შორის ვლინდება და აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც რეგულარულად თამაშობენ.ჩემი აზრით კვიპროსის და პოლონეთის ჩემპოინატებს კი ჯობია.წესით კარგი ფინანსებიც არის.წარმატებები ოქრისაც და ვაკოსაც.
ალექსი
13:11 15-07-2022
1
მაგარი ქვეყანაა, სამოთხეა. მთები, ზღვა, ოკეანე. სიმშვიდე და კაი ცხოვრება. მოვლილი ქვეყანა-დაბანილ-დავარცხნილი. მშვიდი და მშრომელი ხალხით, განვითარებული ეკონომიკა და კულტურა. და რა თქმა უნდა ფეხბურთშიც კაი ფული ტრიალებს. ხელფასი კაი ექნება. წელიწადში 3-4 თამაშსაც გამაზავს და რა გინდა მეტი. საამურია ცხოვრება. ასეა, რავა დაღუპა ამერიკამ სამხრეთ კორეა? აბა, გადადით და ნახეთ ჩრდ. კორეა როგორ ჰყვავის. პირდაპირ ფეხზე დააყენა რუსულმა გავლენებმა. მართლმადიდებლობა ვერ გაავრცელეს ჯერ მარააა. სხვამხრივ ყოველნაირად გამართეს თურმე. მეტი შედარება რა გინდა. თლათ ბნელი უნდა იყო კაცი, ამას რომ ვერ მიხვდე.
ლევან მაღლაკელიძე
14:34 15-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული