ლაშა ნოზაძე: ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ

AutoSharing Option
ალბანური "პარტიზანის" დამარცხებისა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ კლუბის ოფიციალურ საიტთან გააკეთა:

"პირველ რიგში, ვულოცავ "საბურთალოს" გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს და ყველას ამ გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ.

პირველ მატჩში გვქონდა გარკვეული შეცდომები, შეიძლება რაღაცები მეც ისე იდეალურად ვერ გავაკეთე, თუმცა მეორე მატჩში გამოვასწორეთ ბევრი რამ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

ტირანაში მრავლად შევქმენით საგოლე მომენტი. შეიძლებოდა ამ თამაშის 90 წუთში ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტა, თუმცა ისე მოხდა, რომ გამარჯვებული
თერთმეტმეტრიანებმა გამოავლინა.

"საბურთალო" ახალგაზრდული კლუბია, რომლის რიგებში ბევრი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობს. იმედი მაქვს, ახალგაზრდები გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად “საბურთალოს” წინსვლას და ბევრ სიხარულს მოუტანენ.”

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავ საბურთალოსა და მის ყველა გულშემატკივარს! ჩემთვის ეს იყო ქართული კლუბებიდან ყველაზე მოულოდნელი და, მით უფრო, სასიამოვნო შედეგი! წარმატებები შემდეგ ეტაპ(ებ)ზე!!!
0
გულითადად გილოცავ საბურთალო!!!....
კობა
14:13 15-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული