ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება

AutoSharing Option
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებულ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ''გურიას" 100%-იანი წილი იყიდება. პირობიან აუქციონზე კლუბის გასაყიდი საწყისი თანხა 34 000 ლარს შეადგენს.

მყიდველმა ხელი უნდა შეუწყოს ფეხბურთის პოპულარიზაციას და განვითარებას, რაც გამოიხატება ახალგაზრდული გუნდების, ჯგუფების, კლუბების და მომსახურე პერსონალის განვითარებასა და დაფინანსებაში.

მყიდველმა ასევე კლუბში უნდა უზრუნველყოს 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად არანაკლებ 700 000 ლარის ოდენობით ინვესტირება.

თანხების არაუმეტეს 60%-მდე უნდა გაიხარჯოს კლუბის თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისა და ბონუსებისათვის, არანაკლებ 20% უნდა გაიხარჯოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის.

აუქციონი საიტ eauction.ge-ზე 22
ივლისის 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ისტორიული საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია'' ამ დროისთვის საქართველოს ლიგა 3-ის გათამაშებაში 21 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

წყარო: აჭარის ტელევიზია
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვისაც ფული აქვს ღირს ჩადება, პოლიტიკაში მაიმუნობას აქ არ სჯობია? თან ამართლებენ ქართველი ფეხბურთელები ბავშვობიდან თუ ხელს შეუწყობ, გურიაში კი ფეხბურთი სულ პოპულარული იყო.
irakli
11:31 18-03-2023
0
ფედერაციას...თქვე კაი ხალხო სტადიონს იქ აკეთებთ სადაც ბურთი არავის უნახავს და იქნებ ამხელა ტრადიციების კლუბსაც ამოუდგეთ გვერდით წლებია რომ სულს ღაფავს...
guriidan
19:35 19-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული