"ბათუმის "დინამოს" არაფრის შექმნის უფლება არ მივეცით" - "ლეხის" მწვრთნელი

AutoSharing Option
სეზონის სტარტზე განცდილი რამდენიმე მარცხის შემდეგ "ლეხმა" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამოს" საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად სძლია (5:0), პოზნანური გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა შვებით ამოისუნთქა და პრესკონფერენციაზე გახარებულმა ისაუბრა:

"როგორც იქნა, ისე ვითამაშეთ, როგორც ჩემპიონებმა. ჩემი გუნდით ვამაყობ. ფეხბურთელები შემიძლია მხოლოდ შევაქო, რომლებმაც ასეთი მაღალი ტემპერატურისას ესოდენ რთულ მატჩში კარგად ითამაშეს. ვფიქრობ, მთელი პოლონეთი კმაყოფილია ჩემპიონის ასპარეზობით.

მოწინააღმდეგეს თავიდანვე მაღალი პრესინგი შევთავაზეთ. ამან შედეგი გამოიღო და გოლები გავიტანეთ. ერთი გოლის გატანით არ დავკმაყოფილდით, ძალები არ
დავზოგეთ, მეტოქეს კი არაფრის შექმნის უფლება არ მივეცით. ბოლო წარუმატებლობებზე კარგი რეაგირება მოვახდინეთ. დღეს სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი არ იყო, მაგრამ ვინც მოვიდა, შეუძლია თავი გამარჯვებულად იგრძნოს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული