ფრე "ლეხთან" - ბათუმის "დინამომ" ევროტურნირი მოგების გარეშე დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამო“ სახლში „ლეხს“ დაუზავდა - 1:1.

პოზნანში 0:5 განადგურებულ „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ ჰქონდა და მხოლოდ ის იყო გასარკვევი, შეძლებდა თუ არა დღეს გამარჯვების მოპოვებას. აჭარულმა გუნდმა თავიდანვე შეუტია, ფლამარიონს გატანა რუდკომ არ დაანება. შემდეგ დავითაშვილმა ის მეკარეს პირისპირ შეჰყარა და ბრაზილიელმა ისევ ვერ იმარჯვა. მერე ფლანგზე აზაროვმა გაამწვავა თამაში და ხიფათი მოწინააღმდეგის მცველმა განმუხტა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი უგოლოდ მიიწურა. მიუხედავად დიდი მონდომებისა და არაერთი მცდელობისა, ქართულმა გუნდმა პოლონელების
კარი ვერ აიღო.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერეს. ტეიდმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო 64-ე წუთზე აზაროვის ჩაწოდებას ვაწაძე გამოეხმაურა და ბრწყინვალე თავურით ბათუმელები დააწინაურა. 76-ე წუთზე კი ანგარიში შორიდან დარტყმით შეცვლაზე შესულმა ჩერვინსკიმ გაათანაბრა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ლეხი 1:1
გოლები: 1:0 ვაწაძე (64), 1:1 ჩერვინსკი (76)

დინამო (ბთ): ალავიძე, მამუჩაშვილი, კობახიძე, რეხვიაშვილი, აზაროვი, რადინი (ბიძინაშვილი 72), ტეიდი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 78), დავითაშვილი (ჩაბრაძე 89), ფლამარიონი (ფანცულაია 78), ვაწაძე (ჯიღაური 72)

ლეხი: რუდკო, რებოჩო, დუგლასი, შატკა, პერეირა (პინგოტი 82), ველდე (წიტაიშვილი 61), კვეკვესკირი, კალსტრიომი, სკორაში (მარჩვინსკი 61), ამარალი (ჩერვინსკი 73), ჟიმჩაკი

მკითხველის კომენტარები / 36 /
ფიზიკაში აქ ვერ ავარჯიშებენ და უცხოელსაც არ იწვევენ
1.2.3.4.5.
14:21 29-07-2022
0
ბათუმს ორი წელია ახალ სტადიონზე; საერთაშორისო ოფიციალური თამაში არ მოუგია
გია
13:36 29-07-2022
0

სიახლეები პოპულარული