"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე

AutoSharing Option
FC Dinamo Batumi - News-ის "ფეისბუქგვერდი" მათე ვაწაძის "ლეხთან" საშინაო (1:1) შეხვედრის შემდეგ მცირე ინტერვიუს აქვეყნებს:

"ძნელია მიზეზის თქმა, თუმცა, ჩემი აზრით, "სლოვანთან" განცდილი მარცხის გამო ემოციებისგან დაცლილები ვიყავით.

ის ეიფორია მაინც გადმოგვყვა "პოზნანთან" პირველ თამაშში, რაც სამწუხაროდ, ანგარიშშიც აისახა - ძალიან დიდი სხვაობით დავმარცხდით გუნდთან, რომელთანაც ვფიქრობ, რომ ამხელა სხვაობა, როგორიც ანგარიში იყო, არ არის.

რა თქმა უნდა, "პოზნანი" კარგი გუნდია, წარმატებებს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ვუსურვებ. იქ ქართველებიც თამაშობენ.

მეორე თამაშში ყველაფერი ვცადეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მაინც ვერ გავიმარჯვეთ.

მადლობა გულშემატკივარს, რომ მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები - მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის თითოეულ ფეხბურთელს", - მათე ვაწაძე.

შეგახსენებთ, ბათუმელები კონფერენს ლიგას გამოეთიშნენ, "ლეხი" კი კონფერენს ლიგის მესამე წრეში გავიდა. პოლონური გუნდის შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მე მირჩევნია დინამოშ ითამაშოს 9 ლეგიონერმა და 2 ნიჭერმა ქართველმა და დაიდოს შედეგი ვიდრე იყვნენ სულ ქართვლები რომლებიც პირველივე ეტაპიდან გამოვარდებიან ჩუნგა-ჩანგა გუდნებთან სამარცხვინოთ შეარცხვენენ გუნდსაც ქვეყანასაც და ხალხსაც მოუშლიან ნერვებს.
გოჩა
14:21 29-07-2022
4
ლეხთან თამაშის წინა ღამით რომ დაიმხეთ თავზე ყოლიფერი და მარიხუანაზე და ალკოჰოლზე მისვლამდე რო არაფერი დაიკელით ეს რა სპორტია ან რამაფიაა?
და ლაზარე რატომაც გაუშვეს გუნდიდან ეგეც ხომ იცით თანაგუნდელებმა?
იმედია ჭკუის სასწავლებელი იქნება!?
მიყვარხართ და წარმატებები!
ბათუმელი ექსპერტი
14:08 29-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული