საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ესპანურ "ლა ლიგაში"? - სავარაუდო ტრანსფერი

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველ სანდრო ალთუნაშვილით ესპანური "ლა ლიგის" ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული - ამის შესახებ "ფეისბუქგვერდი" "90 წუთი" წერს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები არ ვრცელდება.

25 წლის ალთუნაშვილი მინდვრის ცენტრში როგორც დაცვით, ასევე შეტევით ოპერაციებში კარგად გამოიყურება. სანდროს ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების კარი გაუღო.

ალთუნაშვილი ბათუმელთა რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა, მანამდე კი "საბურთალოში" გამოდიოდა. თუკი ტრანსფერი განხორციელდება, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, ესპანურ მთავარ ლიგაში ეროვნული ლიგიდან კიდევ ერთ ფეხბურთელს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, ბათუმის "დინამოს" ორი ფეხბურთელით, ირაკლი აზაროვითა და ზურიკო დავითაშვილით
იტალიის სერია "ა"-ს კლუბები დაინტერესდნენ - ამის შესახებ მათმა საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა (გადაცემაში "სპორტი იმედზე") განაცხადა.

altსაკლუბო ქაოსი, რომელიც სანაკრებო წარმატებას ხელს არ უშლის და პირიქით - ხვიჩასა და ტრანსფერების მნიშვნელობა

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს!!!
tngh
18:15 30-07-2022
0
Kidev erri zgapari
Levani
17:13 30-07-2022
15

სიახლეები პოპულარული