საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ესპანურ "ლა ლიგაში"? - სავარაუდო ტრანსფერი

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველ სანდრო ალთუნაშვილით ესპანური "ლა ლიგის" ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული - ამის შესახებ "ფეისბუქგვერდი" "90 წუთი" წერს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები არ ვრცელდება.

25 წლის ალთუნაშვილი მინდვრის ცენტრში როგორც დაცვით, ასევე შეტევით ოპერაციებში კარგად გამოიყურება. სანდროს ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების კარი გაუღო.

ალთუნაშვილი ბათუმელთა რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა, მანამდე კი "საბურთალოში" გამოდიოდა. თუკი ტრანსფერი განხორციელდება, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, ესპანურ მთავარ ლიგაში ეროვნული ლიგიდან კიდევ ერთ ფეხბურთელს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, ბათუმის "დინამოს" ორი ფეხბურთელით, ირაკლი აზაროვითა და ზურიკო დავითაშვილით
იტალიის სერია "ა"-ს კლუბები დაინტერესდნენ - ამის შესახებ მათმა საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა (გადაცემაში "სპორტი იმედზე") განაცხადა.

altსაკლუბო ქაოსი, რომელიც სანაკრებო წარმატებას ხელს არ უშლის და პირიქით - ხვიჩასა და ტრანსფერების მნიშვნელობა

მკითხველის კომენტარები / 10 /
იმედისმომცემი ამბებია. მთავარია სკამზე დასაჯდომად არ გაიმეტებენ ბიჭები საკუთარ თავს და მაქსიმალურად დაიხარჯებიან. წარმატებები ყველა ქართველს თავის საქმეში...
ვალერი
11:43 30-07-2022
1
კარგია,მაგრამ თუ კაპიკებში გაყიდეს,ემანდ ხელი არ შევუშალოთო,მყიდველის დამოკიდებულებაც "იყოს,იქნებ გამოგვადგეს"იქნება და სავარაუდოდ სკამზე დასვამენ.ეს არც სანდროს აწყობს,არც ბათუმს,არც ნაკრებს და არც გულშემატკივარს.ვფიქრობ "ოღონდ აქედან გავაღწიო"-ს პრინციპი,ბიჭებმა უნდა დაივიწყონ,რადგან უამრავ ნიჭიერ ბიჭს დაუნგრია კარიერა.სადაც თამაშის რეალური შანსები ექნებათ,რეალურ ფასად იქ უნდა წავიდნენ და მაშინ გაცილებით მეტი დაფასება ექნებათ.
სოსო
12:43 30-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული