"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება

AutoSharing Option
Crystalsport-ის youtube არხზე "საგოლე გადაცემის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც ქართული კლუბების ევროსარბიელზე დაფიქსირებულ შედეგზე ისაუბრა:

"მოდი ასე ვთქვათ... ჩვენს ქვეყანაში არ არის ჯერ ის შემოსული, რომ მე რადგან თბილისის "დინამოს" გულშემატკივარი ვარ, ბათუმს ან სხვა გუნდებს არ უნდა ვუქომაგო და მათი წარმატება არ უნდა მიხაროდეს...

ცოდვა გამხელილი სჯობს და შესაძლოა, ჩემთვის გია გეგუჩაძე სასურველ მწვრთნელთა კატეგორიაში არ იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დავაფასე მისი მუშაობა და რამდენჯერმე წარმატებაც ვუსურვე. ნამდვილად გამიხარდებოდა, რომ კიდევ ერთხელ ჯგუფში შესულიყო...

ერთ
წრეზე ვტრიალებთ... ესე იყო ბადრი პატარკაციშვილის "დინამო", ესე იყო ფიფიას "დინამო", "ამერი" და კიდევ რამდენი გუნდი ჩამოვთვალო...

ვიღაცას თანხის გადახდა უნდოდა და მერე უცბად ამის სურვილი უქრებათ... სულ ვამბობთ, რომ დასანანია, აი აქ, რომ ეს გაგვეკეთებინა, იქ, რომ ის მომხდარიყო... ვტრიალებთ ერთ წრეზე... სირცხვილია რა... გადახედეთ ერთი, რა გუნდებია დარჩენილი ევროტურნირებზე უნდა ამომეწერა და წამომეღო, მაგრამ ისეთი გუნდებია, სახელები ვერ დავიმახსოვრე...

ისლანდიური და მალტის გუნდები რამდენი არიან გასულები?! - არ გადამრიოთ, ყველამ ჩვენზე უკეთ იცის თამაში?! არავინ არ მითხრას კიდე ცხოვრების დონე და ა.შ...სამხრეთ ამერიკული კლუბი ეხლა ვერ მოუგებს ამ გუნდებს? ვენესუელის გუნდი სადაც დაიჭერს, იქ მოუგებს მაგათ.

გვიჭირს ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები... სულ რაღაც სხვა ფაქტორებს ვეძებთ... იქ მსაჯი, ამინდი, არ გაგვიმართლა... ეხლა რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კუპატაძის ბრალია ყველაფერი?!

ვერავინ დამაბრალებს, რომ სადმე კუპატაძეს ვლობირებდი... პირიქით, სულ ვკითხულობდი, ნაკრების მესამე მეკარე სულ ეს ბიჭი, რომ არის-თქო, სხვას არ უნდა მიეცეს შანსიო?! ღმერთმა გაუმარჯოს ლაზარეს და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვერავინ ვერ დამწამებს, რომ კუპატაძის გამო ვამბობ ამას.

ცოტა უხერხული არ არის, რომ წაგებული თამაშის მერე 1 კვირაში ბიჭი გააგდო გუნდიდან? გავიგე, რომ იქ ლამაზად ეწერა, რომ ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე წავიდა და რაღაც...

კარიუსს და ვალდილ პერესს რა აქვთ გაკეთებული? - სიმენსმა თასების მფლობელთა თასების ფინალში მაროკოელმა ფეხბურთელმა მაროკოდან, ცენტრის იქიდან, მსაჯს, რომ უკვე სასტვენი ჰქონდა ჩადებული და დასამთავრებლად ემზადებოდა, დაურტყა და ისე გაუტანა გოლი...

და მერე რა ქნეს, გააგდეს?! ვისწავლოთ ცოტა რაღაცეები... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ბიჭი ყოფილა ყველაფრის თავი და თავი. 

კი მარა, კუთხურზე თუ არ იდგა კარში, დაეძახა ვისმეს - კაპიტანს, მწვრთნელს, ან წინა ძელთან კაცი რო არ იდგა ისიც კუპატაძის ბრალია?!

გუნდია რა, გუნდმა წააგო ეს თამაში... რაღაცა ცუდი ჭორებიც მოვისმინე ლაზარეს წასვლაზე და მსგავსი სიბინძურეების გაგება არც კი მინდა.

ვფიქრობ, სანამ გლობალურად არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს და არ შეგვეშინდება ჩვენი შეცდომების დანახვის, მანამდე წარმატება ვერ გვექნება.

ფაქტია, 30 წელი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მოვა ვიღაც სხვა, ფულიანი კაცი, გადაჯგუფდებიან გადმოჯგუფებიან და მერე დავიწყებთ ილუზიებს... გამოვა მერე "პარტიზანი" და "ლოკომოტივი" და ვიტიროთ, რომ აი ცარიელ კარში ავაცილეთ და ა.შ... არ დავიღალეთ ამით?!

ცოტა უფრო გაუმჯობესებულად კი არ არის მუშაობა საჭირო, რადიკარულად სულ სხვანაირად არის მუშაობა საჭირო.

ერთ მაგალითს მოვიყვან... რინატ ახმეტოვი იცის ყველამ, "შახტიორი" მისი გაკეთებულია და 25 მილიონი ჩადო ფეხბურთში, თუმცა ვერც ევროტურნირებზე შედიოდნენ და ვერაფერი...

მერე ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, ალბათ, ნანობთ, ამდენი ფული რომ ჩადეთო... კი არ ვნანობ, იდიოტი ვარ, 50 უნდა დამერხარჯა, წარმატებისთვის რო მიმეღწიაო, გაისად დავხარჯავ და ევროსარბიელზე შევალთო...

მართლაც დახარჯა - უეფას თასიც აიღო, სტადიონიც ააშენა და "შახტიორი" ახლა საფეხბურთო რუქაზე, რომ არის მისი დამსახურებაა. 

ანუ, რისი თქმა მინდა... ჩვენ ის უნდა დავინახოთ, რომ განა ეს წარუმატებლობა მეკარის, მცველის, ან ვინმე "აუტჩიკის" ბრალია, საერთოდ ყველას ბრალია, რადგან საქმეს არასწორად ვაკეთებთ...

გვგონია, რომ ეს საკმარისია და შედეგს ველოდებით, რომელიც არ დადგება. ვინ არის ბრატისლავის "სლოვანი"?! დაიწყეს, ასეთი გუნდია, ისეთი გუნდია... თუ არ გაქვს ამბიცია, რომ "სლოვანს" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გახვიდე, საერთოდ რატომ მოდიხარ და რისთვის დებ ფეხბურთში ფულს?!

ამ საქმეს რომ იწყებ, "იანგ ბოიზის", "ზალცბურგის", და ეგეთი გუნდების მოგება უნდა გინდოდეს, ისე ვერ შეხვალ ევროტურნირებზე, ან თუ შეხვალ რა გესაქმება?!.

ვერ მივდივართ სწორი გზით ხალხო... გაისადაც იგივე იქნება და მე ეს უკვე გამოვლილი მაქვს", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 48 /
Ეგ რაც ეხლა შენა თქვი დიდი ხანია ჩვენ ვიცით უბრალო ხალხმა.შენ ახალი თქვი რამე,ახალი ჯიგარო.უშენოდაც კარგად ვიცით რო სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ-გამოვლენ გუნდები, პირველივე წრიდან გამოვარდებიან და გამოხვალ მერე შენ და იძახი იმას რაც ეხლა თქვი.ყველას იქით მიგყავთ საუბარი რო მეტი ფული ჩაიდოს ფეხბურთშიო. Ასე რო იძახით მე ვფიქრობ თქვენ ის გაინტერესებს რო მეტი ფული მოიტეხოს და სხვა არაფერი.
Სახელმწიფომ მეტი ფულით კი არ უნდა დააფინანსოს გუნდები,ისიც უნდა მოუხსნას რასაც აძლევს.სულაც არა მაქ სურვილი ამ პლანაქეშებს ჩემი გადასახადებიდან აფინანსებდნენ.
Გუნდები კი არ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ,საფეხბურთო აკადემიები უნდა დააფინანსოს რო ბავშვებმა ღარიბი ოჯახებიდან ივარჯიშონ ფეხბურთზე და აკონტროლოს ფინანსები ისე როგორც კონტროლდება რაგბში.
Აბა მერე ნახეთ რა თაობა წამოვა.სპორტში წარმატებას ახწევენ ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან. Მეტი ,,დუხი" აქვთ იმიტომ!!! Არა გჯერათ? Ალილო და ხვალეო...
jordan beli
11 აგვისტო 2022 16:53
1
აბსოლიტურად ყველაფერში მართლია ლევან სალუქვაძე. თუმცა მის გადაცემა "ბურთი და მოედანი"-ში ერთიდაიგივე სტუმრები საქართველოს ჩემპიონატის ქებადიდებაში რომ არიან, ჩვენი ჩემპიონატის დონის მომატებაზე რომ საუბრობენ, რატომ არ ეკამათება ლევანი?

ჩემი აზრით საქართველოს ჩემპიონატის ყოველი მომდევნო სეზონი წინაზე დაბალი დონისაა. ნოდარ ახალკაცი უმცროსის დროს მე დავდიოდი ჩემპიონატის თამაშებზე, იმ დროს ქილიკით გუბერნატორების ჩემპიონატს ეძახდნენ, იგივე ადამიანები დღევანდელ დონეზე ხმას რატომ არ იღებენ - ძმაკაცები დაუსაქმეს თუ ოჯახის წევრები?
დააT
11 აგვისტო 2022 15:45
1
როგორი მახინჯი სისტემაც მაშინ იყო, ისეთივე მახინჯი სისტემაა ახლაც. სახელმწიფოს რა ესაქმება კერძო კლუბების ფინანსებთან?! მარა, ვინც მაშინ ყვიროდა, ახლა დაძღა და რატომ ამოიღებს ხმას?! ეს ვეტერანებიც, ვინც ორ კაპიკს გადმოუგდებს, იმას უჭერენ მხარს. ესაა მთავარი პრობლემა და არა კუპატაძის შეცდომა ან ყბადაღებული ბავშვთა ფეხბურთი. სიცრუე, სიყალბე, მაამებლობა, კომფორმიზი ღუპავს ქვეყანას. ლევანსაც და ბიძინასაც, განა არ ესმით?! მაგრამ გადაცემაში მოიყვანენ რომელიმე ფუნქციონერს და მიდის ურთიერთმაამებლური ეპითეტების რახარუხი.
ციციკორე
12 აგვისტო 2022 10:01
0
ნუთუ ვერ ხვდებით რო ეს ყველაფერი სუყველას ბრალია აგერ შეხედეტ ყარაბახს 4.5 აზერბაიჯანელი თამაშობს და როგორ გუნდათ ჩამოაყალიბეს ამით ყველაფერია ნათქვამი ჩვენ არ ვართ პროფესიონალები და ვიბრალებთ გუნდში რო მოგყავს ფეგბურთელი 2 თავით უნდა სჯობდეს ქართველს ამათ ჩამოყავტ მოყვარული ფეგბურთელები და მერე ხან მეკარეს დააბრალებენ ხან მწვრთნელს მაფიაა ქართული ფეგბურთი
დავით
11 აგვისტო 2022 14:16
1
ყველაფერი კუპატაძის ბრალი ნამდვილად არ არის, ამაზე უარესი შეცდომებიც დაუშვიათ უფრო გამოცდილ მეკარეებს, მაგრამ კუთხურიდან რომ გაგიტანენ გოლს მეკარის ბრალი არარის აბა მაყურებლის ბრალია?!
???
11 აგვისტო 2022 16:32
4
მოიცა, ლევან, შენ არ იყავი ფიფიას მარჯვენა ხელი დინამოში? გაგეკეთებინა, თუ რამე ისეთი იცოდი, ვინ გიშლიდა? ზოგადად ლაპარაკში რა ყველა პროფესორია ჩვენს ქვეყანაში, კონკრეტული გვითხარი რამე, თორემ სადღეგრძელოების მთქმელი, მათ შორის ფეხბურთის თემაზეც, არ დაილევა ჩვენთან არასოდეს.
ისე, რჩევისათვის, ერთ რამეს გეტყვით - შეეშვით ამ საერთო ჭრილში ქართული კლუბების ევროთასებზე გამოსვლის შეფასებას. ან იმ ევროთასებზე რა დაგრჩენიათ, ან ჯგუფში რომც გავიდეს რომელიმე გუნდი, იქ რა უნდა აკეთოს, დაფიქრებულხართ? ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო, ასეა ჩვენი საქმე - ჩემპიონატში ყველამ იმ გუნდის პრობლემებში ჩაიხედოს, რომელსაც გულშემატკივრობს, თორემ "შიდა ჩემპონატს არ ვუყურებ" ფრაზით საკლუბო ფეხბურთთან რომ საერთოდ შეხება არ აქვს ადამიანს, მხოლოდ ის მოჩანს და იმ ევროთასებზე მოლანდებით ფიქრს არ ვეშვებით, რომლებზეც ჯერ არაფერი გვესაქმება. ვიდრე ამ საბჭოთა ფეხბურთის აჩრდილიდან არ გამოვალთ, არ იქნება ქართული ფეხბურთის საშველი!
დათა თუთაშხია
11 აგვისტო 2022 21:02
2
ბევრი დაიწერა და ითქვა მაგრამ კუპატაძე რომ იმ მომენტში სხვა პლანეტაზე იყო რად უნდა თქმა მაგას, ტიპს დაავიწყდა რომ მეკარე იყო.
juve
11 აგვისტო 2022 15:13
1
დაქცეული ფეხბურთი, ყველა თავის გამართლებაზეა გადასული და ხალხს აბუჩად იგდებენ. მეკარეზე ჯოხის გადატეხვა ხომ საერთოდ, ლოგიკის ზეიმი.
მართლა როგორ გაუშვეს კუპატაძე. მასეთი მიდგომა სპორტსმენებთან, ადამიანებთან როგორ შეიძლება.
წლებია, რაც სისტემური კატასტროფაა ფეხბურთში და მოთამაშეებზე ტყდება ჯოხი. ვინები, რა გუნდები გავიდნენ, ტყუილად კი არ აღნიშნა. იმედია რაღაცა სასიკეთოსკენ შეიცვლება, თორემ ყოველ წელს ახალი სირცხვილის და იმედგაცრუებების წინაშე ვდგებით გაწბილებული გულშემატკივრები.

ლევანი
11 აგვისტო 2022 14:39
1
როცა კობიაშვილი გყავდა მოწვეული და დავარცხნილ კითხვებს უსვამდი მაშინ უნდა გეთქვა ეგ ყველაფერი.
როკო
11 აგვისტო 2022 18:24
8
კლუბების წარმატება არ წარმატებასთან რა კავშირია კობიაშვილი? კლუბის მფლობელია,სპორტული დირექტორი თუ მწვრთნელი
SS
11 აგვისტო 2022 20:10
3
აბა ვინაა შუაში?! მასე, კლუბებისთვის ფულის დარიგებაც არაა ფედერაციის საქმე, მაგრამ კი ურიგებს ჯიგრულ პონტში. შედეგი? პაიდე გაგდებს უკვე.
SS-ს
12 აგვისტო 2022 09:56
0
შესაძლებელია საქართველოში კარგი გუნდის გაკეთება, გაცილებით ადვილი და იაფია ვიდრე აზერბაიჯანში და სომხეთში. უბრალოდ თავი ხომ მოგვაქვს ძაან მაგრებად და ერთი გუნდი ვერ შევქმენით რომელიც ამ კონფერენს ლიგაზე რომ მაინც ითამაშოს. სირცხვილი ჩვენ, უკუდო ამპარტავნები! ბოლო ათი წელი რომელი ქვეყნის გუნდი ვერ მოხვდა ევროტურნირებზე კიდე, ძაან საინტერესოა
ზურა
11 აგვისტო 2022 16:46
0
ლაშას ეშლება-- კუპატაძეს ერთ თამაშში შეეშალაა? მცველი რომ თამაშობს უკან მეკარის იმედათ ხომ უნდა იყოს.30 წელუ რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ ეგ სხვაა და კუპატაძე(არა მარტო) დაბალი კლასის მეკარეებია--ჩბენში არაა მეკარეების გაზრდის სკოლა.დავვა და თავდასხმა არის-- მეკარეების არაა და არც გაბელიაა ბუფონის კლასის.
მიმინო
11 აგვისტო 2022 13:58
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული