გაგვასწრო ესტონეთმა, მალტამ და ფარერებმა - საქართველომ უეფას განახლებულ რეიტინგში საშინელი შედეგი დააფიქსირა

AutoSharing Option
მიმდინარე კვირაში უეფას სამი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალური მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობაც გაირკვა.

დღეს კი ევროპულმა ფეხბურთის მართველმა ორგანომ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კატასტროფული მაჩვენებელი აქვს.

თავად განსაჯეთ - უეფას წევრი 55 ქვეყნიდან საქართველო 7.000 ქულით 47-ე ადგილს იკავებს. ჩვენ უკან შემდეგი ქვეყნებია - ჩრდილოეთ მაკედონია, ლიხტენშტაინი, უელსი, გიბრალტარი, ისლანდია, მონტენეგრო, ანდორა და სან მარინო.

ჩვენზე კარგი შედეგი დააფიქსირეს წელს მალტის, ესტონეთისა და ფარერის კუნძულების კლუბებმა, რის გამოც რეიტინგში გადაგვასწრეს.

საქართველოზე წინ 6 საფეხურითაა ჩვენი მეზობელი
სომხეთი, რომელიც 41–ე პოზიციას იკავებს. აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი კი ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ წარმატებებით განებივრებულია და "ყარაბახი" სულაც ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფშია გასული.

ამის წყალობით, ჩვენი მეზობელი ქვეყანა რეიტინგში ძალიან კომფორტულადაა და 26–ე ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე წელს საქართველოს ბათუმისა და თბილისის "დინამოები", ასევე გორის "დილა" და "საბურთალო" წარმოადგენდნენ.

შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ "საბურთალომ" შეძლო, რომელიც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში "სტიაუასთან" დამარცხდა. ბათუმის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე "სლოვანთან" წააგო, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც პოლონურ "ლეხთან" ვერაფერი გაახერხა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ცოტა, სულ ცოტა დაიცადეთ!!!
თენგო
13 აგვისტო 2022 09:27
0
47ე ეგეც ბევრია ჩვენთვის მაგდენი რომ მოვახერხეთ
Giorgi
13 აგვისტო 2022 00:19
4
ასე მიიღება გასაოგნებელი გაოგნების გარეშე!
Giorgi-ს
13 აგვისტო 2022 01:19
2
არაუშავს ზატო გლდანი აყვავდა რაც კობი მოვიდა
გოგა
12 აგვისტო 2022 22:14
4
:დდდდდდდ
ილია
13 აგვისტო 2022 01:15
3
ვაი ფედეაცია ტტტტტტტტტტტტტ
o o n
12 აგვისტო 2022 20:24
3
იბერია მაგარია აი სიმართლის კაცი.
IBERIAS
12 აგვისტო 2022 19:15
0
მადლობა ფედერაციას ერთგულებისა და სწორად გაწეული სამუშაოსთვის! დალშე საიუზის ჰიმნი მოყვება))
Путин В.В.
12 აგვისტო 2022 18:13
8
ისიც სათქმელია, რომ მალტა ესტონეთი ფარერები ერთ ზონაში თამაშობენ ერთმანეთს უგებენ და ამის ხარჯზე უგროვდებათ რეიტინგი. ჩვენ კიდევ რუმინეთი პოლონეთის სლოვაკეთის ძლიერ გუნდებს გვახვედრებენ.... უფრო სამართლიანი იქნება თუ უეფა ტერიტორიულ პრინციპს გააუქმებს კენჭისყრის დროს.
გიორგი
12 აგვისტო 2022 18:00
18
ხო კიდევ 1 საკითხი. პრობლემა კიდე ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება. არაკვალიფიცირებული მწვრთნელები გვყავს. ფულს არუნდა იხდიდეს ბავშვი. უნდა იყოს ისე რომ მხოლოდ ნიჭიერს ტოვებდნენ გუნდში და უვლიდნენ უფასოდ. ეხლა კიდე ისეა ვისაც კუში აქ იმას მეტი შანსი აქ. გული უცრუვდება ბევრს და ანებებს.
levan
12 აგვისტო 2022 16:52
0
ეს ბავშვთა ფეხბურთი მესმის უკვე 25 წელია და ვთვლი,რომ არ უნდა იყოს ბავშვთა ფეხბურთზე დამოკიდებული კერძო კლუბი,რომელსაც ევროტურნირზე გასვლა აქვს მიზნად.ფიფიამ რაც ფული დახარჯა აკადემიაზე,მაგ ფასად 5 ძლიერ ლეგიონერს ან უკვე გამზადებულ მოთამაშეს იყიდდა და 1 ხელ მაინც გავიდოდა ევროტურნირზე.რამდენი ბავშვი გაიზარდა აქ მაგრამ გაჩერდა ვინმე აქაურ კლიბებში?ხო ხედავთ გარბიან დაბალი დობის კლუბებშიც კი რადგან მეტი ხელფასია იქ და თუ ფული არ არის,იძახეთ ბავშვთა ფეხბუღთი,ბავშვთა ფეხბურთი.
qomagi
13 აგვისტო 2022 02:20
6
ბატონო ზურაბ, ერთი პატიოსნად გვითხარით, სტადიონზე დაბრძანდებით ?
ქიტესა
12 აგვისტო 2022 16:51
12
ამ ქვეყანაში რაც ხდება შეიძლება ყველაფერში რაღაც ჩემი დანაშაულიც დავინახო, მაგრამ ფეხბურთთან მართლა სუფთა ვარ:))) რა შუაშია სტადიონზე სიარული?! ანუ ხალხმა უნდა დაიწყოს სიარული და მერე დაიწყებენ ესენი კარგად თამაშს?! ე ბიჭო კვარაცხელიამ რამდენიმე თვე გაატარა აქ და გადაივსო სტადიონები, ანუ ხალხს არ ეზარება სიარული, ჩვენ ფეხბურთელებს ეზარებათ სირბილი და ყველაფერი მაგის ბრალია. ფედარაცია მარტო ეროვნულ ნაკრებზე აგებს პასუხს? ეროვნული ლიგის დონის ამაღლება ვის ეხება, მარტო კლუბების პასუხისმგებლობაა?
ქიტესას
12 აგვისტო 2022 23:12
3
და რატო უნდა დაბრხანდებოდეს ვინმე ეროვნული ჩემპიონატის სტადიონზე?
თქვენ სვარკის საყურებლად დაბრძანდებით მშენებლობებზე?
Superman
12 აგვისტო 2022 17:24
3
ეს რისი ბრალია იცით? კობიაშვილი, თან რომ გლდანის მაჟორიტარია და თან ფედერათის მცოდნე სჭირდება. ტიპს ყველა ძმაკაცი ფედერაციაში ჰყავს დასაქნებული. ნორმალური ფეხბურთელი არ ნიშნავს რო კარგი საფეხბურთო მენეჯერი ხარ.
levan
12 აგვისტო 2022 16:49
3
კანონით აკრძალულია 2 სამსახურში მუშაობა და ეგ რანაირად მუშაობს საინტერესოა .. + ამას ამხელა ფედერაციის მართვა და ყველაზე დიდი უბნის მაჟორიტარობა.. პურის ცხობა ხომ არაა არა??? მაგიტომ ვართ იქ სადაც ვართ. არ მიკვირს ))
ილია
12 აგვისტო 2022 18:20
2

სიახლეები პოპულარული