თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს

AutoSharing Option
"დინამო აკადემიის" აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს შორის კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს.

ლუკა პარკაძე "დინამოს" აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული "თურანის" წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Sportall.Ge

რაც შეეხება ახალგაზრდა
ნახევარმცველის სანაკრებო კარიერას, პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 შეხვედრა და სამი გოლია.

"დინამო თბილისი" ჩვენი აკადემიის აღზრდილ, კიდევ ერთ ნიჭიერ, ფეხბურთელს მომვალ საფეხბურთო კარიერაში წარმატებას უსურვებს.

FC Dinamo Tbilisi
მკითხველის კომენტარები / 35 /
Buba sadxar gamartlda sheni danapirebi es ambavi igulisxme?es erti da sxva mravali!!!dzalian baraqiani satransfero periodi daudga qartul fexburts warmatebebi bichebs!!!
Givi
18 აგვისტო 2022 17:20
1
არადა კარგი ხუმრობა გამოგივიდაო მეუბნებოდი
ბუბა
18 აგვისტო 2022 22:12
0
წარმატებები ლუკა!
ბათუმი
18 აგვისტო 2022 17:22
0
ანუ დინამოს აკადემია თუ ნორმალურ ნიჭიერ ფეხბურთელს გაზრდის უნდა გააჩუქოს ასე და 19-20 წლამდე მაინც არ უნდა ითამაშოს ძირითად გუნდში?! ანუ დინამოს წარმატებულ მომავალზე არც ვიოცნებოთ?!
ტარიელ მაღალდაძე
18 აგვისტო 2022 20:09
6
ხო ეგრე მსჯელობენ. ანუ საკლუბო ფეხბურთის არსი სრულად უგუვებელყოფილია. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ჩვენ ქართული ჯლუბების და მერძოდ დინამოს გულშემატკივარს ამით რა? მაშინ კლუბების გულშემატკივრობას რაღა აზრი აქვს. ჩავეხსნათ ევროტურნირებს, სირცხვილს მაინც აღარ ვჭამთ...
დათო
18 აგვისტო 2022 21:39
0
მამარდას და ხვიჩას წარმატებებმა,საქართველო კვლავ სკაუტების ყურადღების არეში მოაქცია.ვინც ეძებს,პოულობს კიდეც და უკვე რამდენი სასიამოვნო სიახლე გვესმის.წარმატებებს ვუსურვებ ლუკას.დღევანდელი ახალგაზრდების მენტალიტეტი უკვე საკმაოდ შეცვლილია,მათ უკვე იციან რას მოთხოვენ დასავლეთში და ამისათვის ფსიქოლოგიურად საკმაოდ მომზადებულები არიან.ეს კი,შემდგომი წარმატებების იმედს გვიზრდის.ბაიერნის კლუბში ახალგაზრდის გადაყვანა,ძალიან ბევრს ნიშნავს. ის მაინც ნაღდია,რომ ძალიან მოუმატებს ფიზიკურად და პროფესიონალად გამოზრდიან.გინდაც ბავარიის ძირითადამდე ვერ გაქაჩოს(თუმცა რატომაც არა!),იმდენად მაინც მოუმატებს,რომ საკმაოდ ძლიერ კლუბში გადავიდეს და ალბათ საქართველოს ნაკრებსაც გამოადგეს.ეს,ყველაზე მინიმალური მოლოდინია.უკეთესის სურვილს კი,საზღვარი არა აქვს.დიდ წარმატებებს ვუსურვებ ლუკას.
სოსო
18 აგვისტო 2022 17:56
1
სოსო თქვენი კომენტარები 99% მომწონს, მარა ამაში ვერ დაგეთქნხმებით. თავიდან მეც გამიხარდა, მაგრამ ეს კომენტარი რომ როგორც მინიმუმ მინიმუმი მაინც იქნებაო და ნაკტებს მაინც გამოადგებაო არ მგონია სწორი. ასე ვერავინ ვერაფერს მიაღწევს. პირიქით ან ძირითადი გუნდისთვის უნდა იყიდონ ფეხბურთელი და მინიმუმ რაღაც გარანტია მისცენ, ან საერთოდ არ შეიძლება ამ ასაკში გაყიდვა , თუ მისი ბედი გაურკვეველია. საქართველოს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია და ბავშვების ასე ადრე კლუბებში დარიგება გარანტიებია გარეშე არ მგონია სწორი. იგივე ჭანტურია და ბარსელონა აიღეთ, თავში აუვარდა მაშინ ლამის და მერე არც ნაკრებს გამოადგა. ასე რომ არაა ეგრე მარტივად
კაპიტან გარდენბურგი
18 აგვისტო 2022 22:31
1
კარგად ნათქვამია.
100%
18 აგვისტო 2022 21:46
1
ყველა გამოხმაურება
არადა რომ ჩამოვთვალე ტოპ 5 ლიგის ჩემპიონი და აქედან ერთ-ერთში ქართველი გადავა თქო ყველას ხუმრობა გეგონათ, ნუ მესმის ახლა ასეთი რამის დაანონსება ჩემგან ყველასთვის არასერიოზულად აღიქმებოდა, თუმცა დღეს როგორც არასდროს ისე ამოტივტივდა ევროპულ ფეხბურთში საქართველოს სახელი.

როდესაც ასეთი გრანდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება, ვათიატოთ რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა და მერე ბაიერნის :))
ბუბა
18 აგვისტო 2022 22:18
2
ახლა გაგვიმხილე შენ ვინ ხარ ბუბა, საიდან გაქვს ეს ინფორმაცია ყველას გვაინტერესებს. ასევე სხვა რა სიახლეებია. დავითაშვილი სად დაიკარგა საერთოდ ხომ არ იცი?
ვანჩოპე
19 აგვისტო 2022 10:17
0
ტრეზორას და ვანჩოპეს
აუ არაფერი ვიცი და მაგრად მწყდება მაგ ბიჭზე გული, იმედია გასცდება "გაზპრომის" გუნდებს!

ერთი ტრანსფერებში კარგად ჩახედული ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ რომელსაც დიიდი სანაცნობო წრე ჰყავს როგორც აგენტებში ასევე ფეხბურთელებში და ხანდახან დიდი ტრანსფერების ეპიცენტრშიც ხვდება ხოლმე სხვადსახვა ფორმით :))
ბუბა
19 აგვისტო 2022 15:54
0
ყველა გამოხმაურება
რაც რუსული სალობიე საფეხბურთო ბაზარი დაიკეტა, ფანჯარა ევროპისკენ გაიხსნა, რაც ძალიან კარგია.
kaxa
18 აგვისტო 2022 22:17
0
ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ნახევარმცველიო რომ წერთ, საყრდენია, შემტევია თუ ფლანგელი, ეს რომ ქომაგს დააინტერესებს, არ უნდა იფიქროთ?
ქომაგი
18 აგვისტო 2022 19:37
1
კვარას სტილში და ადგილას თამაშობს,ვინგერია რაც ვნახე
ზეზვა
19 აგვისტო 2022 15:12
0
ძალიან კარგია, მაგრამ იმედია ყველა ხვდებით რომ ამ ბიჭის ბაიერნის ძირითად შემადგენლობაში თამაში დაახლოებით 1% უდრის.ვიცი შეიძლება ბევრს არ მოგეწონოთ ეს ჩემი კომენტარი, მაგრამ ესე იქნება უდიდესი ალბათობით
!!
18 აგვისტო 2022 20:03
7
ალბათობა იმისიც არსებობს, რომ ზეგ დედამიწას მეტეორი დაეცემა და შეწყვეტს არსებობას. ,,ბავარიაშიც,, მინდა ქართველი. მიდი ლუკა, თავი არ დაზოგო და დაგიფასდება!
100%
18 აგვისტო 2022 21:50
0
კი მარა ასეთი მაგარი თუა მთავარ გუნდში როგორ არ უნდა ეთამაშა აქამდე?
ნოდო
18 აგვისტო 2022 17:52
0
რაც ის საღორეთის წუმპე დაიკეტა ჩვენი ბიჭები ნელ ნელა ევროპისკენ დაიძრნენ. თუ ყველაფერში მოვახარხებთ მაგ საღორეთან ჩამოშორებას ესეც მთლიანად ქვეყანას წაადგება განვითარებისათვის. მაგადზე გამობმა რამე სახით მითომეტეს ახლა კატასტროფის ტოლფასია.
G.LA
19 აგვისტო 2022 10:36
1

სიახლეები პოპულარული