ქეცბაიას ჩინებული დებიუტი - რას ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის კვიპროსის მიერ საბერძნეთის დამარცხება?

AutoSharing Option
ძმა ძმისთვისაო, საბერძნეთი კვიპროსისთვის, ქეცბაია საქართველოსთვისო...

ერთა ლიგის С2 ჯგუფში, მეხუთე ტურში კვიპროსის ნაკრებმა, რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში თემურ ქეცბაია, ლარნაკაში საბერძნეთი 1:0 დაამარცხა. გოლი მე-18 წუთზე "კანზას სიტის" 21 წლის ნახევარმცველმა მარიოს ციონისმა გაიტანა. ელადელებმა მიმდინარე ტურნირზე პირველად გაუშვეს გოლი.

ქეცბაიას გუნდი С დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 სექტემბერს დასკვნით ტურში პრიშტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლით მეოთხე პოზიციაზე ჩრდილოეთ ირლანდიაა.

С დივიზიონიდან ჯგუფების გამარჯვებულები საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის ნაკრებები
გახდნენ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ და მხოლოდ ისაა გასარკვევი, რომელი გუნდი რომელს შეხვდება და რომლები იქნებიან მასპინძლები.

საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეოთხე შედეგის მქონეს, ხოლო მეორე და მესამეს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. თუ ამ ოთხეულიდან რომელიმემ ევროპირველობის საგზური შესარჩევი ციკლიდან მოიპოვა, მის ადგილს პლეი-ოფში ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს.

ამჟამად ამ გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ

თურქეთი - 13 ქულა (ბურთების შეფარდება 17:3).
საქართველო - 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 12 ქულა (7:1).

ასე რომ, დღეის მდგომარეობით ნახევარფინალში ყაზახეთს ვმასპინძლობთ.

ბოლო, მეექვსე ტური

25 სექტემბერი
ფარერები - თურქეთი
აზერბაიჯანი - ყაზახეთი

26 სექტემბერი
გიბრალტარი - საქართველო

27 სექტემბერი
საბერძნეთი - ჩრდ. ირლანდია

მკითხველის კომენტარები / 53 /
ქცევას უდიდესი მადლობა!!! ერთადერთი მასპინძლის სტატუსი იქნება მაგარი თორე ჩემთვის სულერთია ვის შევხდებით. პირიქითაც ძლიერს თუ მოვუგებთ ნახევარფინალს ფინალში უფრო დარწმუნებულები ვიქნებით საკუთარ თავში!!!
ბოკინიო
25 სექტემბერი 2022 01:46
2
იმენა ძმაა ქეცბა... რა ქნას მეტი
რა მაფიაა?
25 სექტემბერი 2022 01:22
2
გეუვნები რა
gio
25 სექტემბერი 2022 04:08
0
რა პოსტზეც არ უნდა მუშაობდეს, გულიც საქართველოსთვის უძგერს და საქმესაც ქართულს აკეთებს ეს კაცი. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ღირსების ორდენი არ ასცდებოდა. ძმობაც სამაგალითო იცის - სადაც არ უნდა იყოს, სოსო ჭედია მუდამ უმშვენებს გვერდს.
ქომაგი
25 სექტემბერი 2022 06:52
3
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს, თურქეთი საბერძნეთს. კარგია!
ყოჩაღ თემურ!
25 სექტემბერი 2022 00:50
2
გილოცავ თქმური, ყოჩაღ. ამიტომ ვწერდი გუშინ, მე პლეი ოფში ყველასთან იმედით ვარ მეთქი. აგერ საბერძნეთი და თურქეთმა სახლში ლუქსემბურგთან 3 ბურთი გაუშვა. მთელი თამაში აგებდა. ყაზახეთიც მათზე უკეთესი გუნდი არაა. ჩვენ უნდა დავიჯეროთ და ბიჭებიც დავაჯეროთ რომ პლეი ოფში გავიმაჯვებთ. არავინ მაქედან ბუა არაა ჩვენთვის, პირიქიტ ბუა გვყავს ჩვენ ბრილიანტა მაგგათვის და ვიცი ეგენი რიდით გვეთამაშებიან ყველანი.
G.LA
25 სექტემბერი 2022 12:05
0
ეგ არის, რომ პლეიოფი 2024შია. ახლა ყოფილიყო, კი ბატონო. იქამდე ბევრი რამე შეიცვლება და დიდ გუნდებს დიდი რესურსიც აქვთ
რეზო
25 სექტემბერი 2022 12:47
5
რა მაგარი კაცი ხარ თემურ! ყოველთვის იყავი და ხარ ჯიგრიანი ქართველი! ღმერთმა ხელი მიგიმართოს!
Bv
25 სექტემბერი 2022 05:42
0
და რა პონტში გგონიათ რო ჩვენთან თამაში ვინმეს ეიოლება უკვე და ისინი ჩვენს აცილებას არ ეცდებიან??? :)))
mirosan
25 სექტემბერი 2022 02:52
1
მოკლედ.ბერძნები კაი პონტში არიან იმიტომ რომ ბოლო დღეს თამაშობენ და ეცოდინებათ ვინ როგორ იქნება. ახლა ჩვენთვის ყაზახეთის თამაში უფრო საიბტერესო გახდა ვიდრე თურქეთის. მე მაინც მგონია რომ ყაზახეთი ვერ მოუგებს აზერბაიჯანს აზერბაიჯანში. თუ ყაზახეთმა მოიგო, საბერძნეთის თამაში აზრს კარგავს. ყველა ვარიანტში მეოთხეა. აქედან გამომდინარე ჩვენ ახლა გბაწყობს ყაზახეთის მოგება აზერბაიჯანში, რაც იმას ნიშნავს რომ გიბრალტარს მშვუდად მოვუგებთ და თურქეთმა და საბერძნეთმა დახოცონ ერთმანეთი. მოკლედ ვგულშემატკივრობთ ყაზახეთს აზერბაიჯანში და ამ ლოგიკით თურაეთსაც ავცდებით და ყაზახეთსაც. ყაზახებსაც იგივე ენდომებათ ალბათ, თურქებთან თამაშშ ჩვენთან თამაში ურჩევნიათ და ღავს მოიკლავენ მოსაგებად. ასე რომ ძალიან საინტერესო გახდა. ისე სილქის კომენტატორები მგონი მათემატიკასთან ცუდად არიან. ფრე რატო ერჩივნათ საბერძნეთის მე მაინც არ მესმის წაგებას.
ანზ
25 სექტემბერი 2022 01:37
1
ხო მარა თურქეთმაც უნდა მოიგოს უეჭველი . ერთი დეტალი გრჩება. აზერბაჯანის საშინაო თამაში ყოველთვის ყველაზე ადრეა და შესაბამისად თურქეთს ყაზახეთის ანგარიში ეცოდინება. თუ ყაზახეთმა მოიგო,მაგას თურქეთიც გამოითვლის რომ ბოლო ადგილოსან საბერძნეთზე გადის და ისმის კითხვა : მოიგებს თავის თამაშს? ყაზახეთის მოგების შემთხვევაში თურქეთი ეცდება რომ ჩვენ გაგვატაროს პირველზე ) და თუ არ მოიგო, მერე ჩვენც რომ არ მოვიგოთ უკვე ყაზახეთი გადის პირველზე )
დავითი
25 სექტემბერი 2022 01:52
1
დავით თურქეთი აუცილებლად მოიგებს თავის თამაშს, იმიტომ რომ არ მიგების შემთხვევაში მოედნიე უპირატესობას დაკარგავს
ანზ
25 სექტემბერი 2022 14:56
0
რა მნიშვნელობაა, ვის შევხვდებით ნახევარფინალში? ევროპაზე გასვლა თუ გვინდა, მაინც ნებისმიერს ამ სამეულიდან უნდა ვაჯობოთ. მთავარი ამოცანაა: გიბრალტარს რომ მოვუგოთ და ნახევარფინალი თბილისში ვითამაშოთ. ბურთი მრგვალია, რა იცი გიბრალტარის სტადიონზე საითქენ გაგორდება. ფეხბურთია. აქ, რაგბისთან განსხვავებით, ხანდახან სენსაციებიც ხდება.
ასე რომ, მოვუგოთ გიბრალტარს და მერე დაველოდოთ თბილისში უფრო სერიოზულ მოტოქეს.
კოტე
25 სექტემბერი 2022 04:29
0
მადლობა ქეცბაის რომ პლეიოფში სახლში თამაში 90 პროცენტით გაგვინაღდა, მაგრამ ყაზახეთს არამგონია შევხდეთ. სუ ბოლოს საბერძნეთი თამაშობს ,ყაზახეთის ანგარიშიც ეცოდინება ,თურქეთისაც და საქართველოსიც. შესაბამისად ისიც ეცოდინება უკვე პირველ ადგილზე ვინ იქნება, ვინ მეორეზე. დიდი ალბათობით ისტორიულ მტერთან თურქეთში თამაშს საქართველოში თამაშს ამჯობინებს და როგორც დაჭირდება ისე ითამაშებს ბოლო ტურში. თუ საქართველო პირველზე იქნება, საბერძნეთი თავის თამაშს არ მოიგებს,მეოთხეზე გავა და ჩვენთან დაწყვილდება,თუ საქართველო მეორეზე იქნება, საბერძნეთი სახლში მოუგებს ჩრდილო ირლანდიას და ისევ ჩვენზე გამოვა.
დავითი
25 სექტემბერი 2022 01:33
4
ყაზახეთმა მოიგოს აზერბაიჯანში და ჩვენ გადავწყვეტთ გიბრალტარში იმას თუ ვინ ვისთან ითამაშებს
ანზ
25 სექტემბერი 2022 01:43
0
ჯერ ერთი აზერბაჯანში მოგება ყაზახეთს გაუჭირდება და მეორე, რომც მოიგოს ყაზახეთმა, ეგ თურქეთსაც ეცოდინება თავის თამაშამდე
დავითი
25 სექტემბერი 2022 02:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული