ქეცბაიას ჩინებული დებიუტი - რას ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის კვიპროსის მიერ საბერძნეთის დამარცხება?

AutoSharing Option
ძმა ძმისთვისაო, საბერძნეთი კვიპროსისთვის, ქეცბაია საქართველოსთვისო...

ერთა ლიგის С2 ჯგუფში, მეხუთე ტურში კვიპროსის ნაკრებმა, რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში თემურ ქეცბაია, ლარნაკაში საბერძნეთი 1:0 დაამარცხა. გოლი მე-18 წუთზე "კანზას სიტის" 21 წლის ნახევარმცველმა მარიოს ციონისმა გაიტანა. ელადელებმა მიმდინარე ტურნირზე პირველად გაუშვეს გოლი.

ქეცბაიას გუნდი С დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 სექტემბერს დასკვნით ტურში პრიშტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლით მეოთხე პოზიციაზე ჩრდილოეთ ირლანდიაა.

С დივიზიონიდან ჯგუფების გამარჯვებულები საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის ნაკრებები
გახდნენ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ და მხოლოდ ისაა გასარკვევი, რომელი გუნდი რომელს შეხვდება და რომლები იქნებიან მასპინძლები.

საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეოთხე შედეგის მქონეს, ხოლო მეორე და მესამეს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. თუ ამ ოთხეულიდან რომელიმემ ევროპირველობის საგზური შესარჩევი ციკლიდან მოიპოვა, მის ადგილს პლეი-ოფში ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს.

ამჟამად ამ გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ

თურქეთი - 13 ქულა (ბურთების შეფარდება 17:3).
საქართველო - 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 12 ქულა (7:1).

ასე რომ, დღეის მდგომარეობით ნახევარფინალში ყაზახეთს ვმასპინძლობთ.

ბოლო, მეექვსე ტური

25 სექტემბერი
ფარერები - თურქეთი
აზერბაიჯანი - ყაზახეთი

26 სექტემბერი
გიბრალტარი - საქართველო

27 სექტემბერი
საბერძნეთი - ჩრდ. ირლანდია

მკითხველის კომენტარები / 53 /
ბუჯანგა ბუჯანგა უმადური რამდენია ეგრტი დდდდდდდდდდდდდდდ
pepe
25 სექტემბერი 2022 16:49
1
ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის...ფარერები 1-0 იგებენ.."))))
ბუჯანგა
25 სექტემბერი 2022 23:59
0
მაგარი ადამიანი და დიდი პიროვნება! ქართველი კაცი ამ სიტყვის სრული გაგებით!. ბევრი გააკეთა საქართველოსთვის და ქართული ფეხბურთისთვის! მადლობა!
ირაკლი
25 სექტემბერი 2022 15:57
0
ბერძნებმა მისცეს შანსი მოძმე კვიპროსელებს რომ ჯგუფში დასარჩენად იბრძოლონ..თუმცა არა მგონია კვიპროსმა კოსოვოს გასვლაზე მოუგონ როცა სახლში წააგენ 2-0..ისიც ვერ გავიგე რატომაა კვიპროსი ირლანდიაზე წინ..როცა ურთერთშეხვდრები ფრედ აქვთ ნათამაშები..ქულები ერთნარი გატანილი გოლები ირლანდიაზე უარესი..ალბათ სტუმრად გატანილი გოლების გამო..მეორეც ძალაინ მგონია რომ ბერძნები მოიგებენ...ამით კვიპროსსაც შეუნარჩუნებენ ადგილს.. აზერბაიჯანი ყაზახებთან სახლში არ წააგებს...მეორე ადგილის მოტივაცია აქვტ და ბოლომდე იბრძოლებენ..ასევე იბრძოლებს მაკედონიაც ბულგარეთთან...რაც თბილისში ითამაშა ისეთი თამაშით ბულგარეთს კი უნდა მოუგონ...თურქებმა სახლში ფარერებს 4 გოლი გაუტანეს...და წესით არ უნდა გაუჭირდეთ გასვლაზეც მოგება.ფარერებმაც ძაან მოუმატეს ამ ბოლოს თამაშს და რაგაც არ მგონია რომ ასე დიდი ანგარიშIთ წააგებენ თურქებთან....ჩვენ ალბათ ბოლო ძალები უნდა მოვიკრიბოთ..და რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ...ისე რომ გიბრლტარის კარების ბადე პირველივე ტაიმში გამოსაცვლელი გახდეს....და მისივე სრუტეს დაემსგავსოს..ნუ ცოტა გაფართოვებული"))..
ბუჯანგა
25 სექტემბერი 2022 14:08
15
ნახეთ რაა გაუკვირდათ რაა
გელა
25 სექტემბერი 2022 12:42
0
…ჩვენი სამშობლოს უზომოდ მოყვარული ქართველი!!!
დათო
25 სექტემბერი 2022 12:33
0
გილოცავ თქმური, ყოჩაღ. ამიტომ ვწერდი გუშინ, მე პლეი ოფში ყველასთან იმედით ვარ მეთქი. აგერ საბერძნეთი და თურქეთმა სახლში ლუქსემბურგთან 3 ბურთი გაუშვა. მთელი თამაში აგებდა. ყაზახეთიც მათზე უკეთესი გუნდი არაა. ჩვენ უნდა დავიჯეროთ და ბიჭებიც დავაჯეროთ რომ პლეი ოფში გავიმაჯვებთ. არავინ მაქედან ბუა არაა ჩვენთვის, პირიქიტ ბუა გვყავს ჩვენ ბრილიანტა მაგგათვის და ვიცი ეგენი რიდით გვეთამაშებიან ყველანი.
G.LA
25 სექტემბერი 2022 12:05
0
ეგ არის, რომ პლეიოფი 2024შია. ახლა ყოფილიყო, კი ბატონო. იქამდე ბევრი რამე შეიცვლება და დიდ გუნდებს დიდი რესურსიც აქვთ
რეზო
25 სექტემბერი 2022 12:47
5
ხირსების ორდენს უკვე ტუტხმეტი წელია ატარებს ხალხო ისიც არიციტ ამხანაგებო ეხლა აგმასენებლის ორდენი უნდა მისცენ სადარი ხალხი ტორე ამ ქვეყანასი გაიხარე ქეც წინ წინ
kaka
25 სექტემბერი 2022 11:38
1
საღოლ ქეცბო! კიდევ ერთხელ უჯიგრა საქართველოს! გაიხარე თემურ!
დათო
25 სექტემბერი 2022 11:01
0
აქ რომ წერთ რა მნიშვნელობა აქვს ვის შევხვდებითო!ჯერ ერთი თურქეთთან და ბერძნებთან შეხვედრას თბილისში ბევრად გვირჩევნია ყაზახეთთან თამაში რადგან ბევრად იოლი მეტოქეა ვიდრე ის ორი ეს ისტორიულად დამტკიცებულია,მეორე ის რომ ბერძნები და თურქები თუ ერთმანეთს შეერკინებიან იოლი თამაში არცერთს არ ექნება და შესაბამისად ბოლომდე დაიხარჯება არაა გამორიცხული წითელი ბარათები.მესამე ის რომ ერთი ძლიერის დამარცხება ბევრად შესაძლებელია ვიდრე ორის სამ ოთხ დღეში რომ გიწევს თამაში.
ასე რომ აზრი ძალიან დიდი აქვს,თან ფინალი კენჭისყრით არის სად გაიმართება და ეგეც თუ სახლში მოგვიწია ხო საერთოდ მაგარი.
ელადა
25 სექტემბერი 2022 10:18
1
Dgevandeli tamashebit bevri rame gairkveva ratqmaunda saxlshi kazaxetis migeba sjobs vnaxot erti sitkvit.
Givi
25 სექტემბერი 2022 10:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული