მსაჯის საეჭვო მოქმედებები საქართველოს ჩემპიონატში - ეს მხოლოდ ქართულ ფეხბურთს დააზარალებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მე-3 ლიგის მატჩში ტყიბულის "მეშახტე" "კოლხეთი 1913"-თან 1:2 დამარცხდა. მატჩის მსვლელობისას შეხვედრის მთავარი არბიტრის, თეიმურაზ კალაძის ორმა მოქმედებამ კითხვის ნიშნები დატოვა.

"მეშახტემ" საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ვიდეო გაავრცელა და მსაჯი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

ანგარიში 1:1 იყო, როცა მეკარესთან პირისპირ გასული საბა ბაღდავაძე იაროსლავ კოტლიაროვმა წააქცია. წესით, ამ ეპიზოდში მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა და ფოთელთა გოლკიპერი მოედნიდან გაეძევებინა, თუმცა რეფერიმ არც ერთი გააკეთა, არც მეორე, არა და დარღვევა აშკარაა. 

მეორე ეპიზოდი 5 წუთის შემდეგ მოხდა: მეკარესთან ისევ ერთიერთზე გასული ბაღდავაძე ბექა ხარშილაძემ წესების დარღვევით შეაჩერა,
თუმცა თეიმურაზ კალაძემ ეს მოქმედება "ბოლო იმედის ჯარიმად" არ შეაფასა და "კოლხეთის" მცველს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა. 

ამ ორი მომენტის გარდა, შეხვედრაში ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო. ველოდებით, რომ მსაჯთა კორპუსი დეტალურად შეისწავლის არბიტრის მოქმედებებს და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ძველი წელთაღრიცხვის ათენის და რომის ამფითეატრები უკეთესადაა შენახული, ვიდრე ტყიბულის და საქართველოს სხვა რეგიონის სტადიონები. 30 წელია პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას
თენგაბი
12:37 28-10-2022
2
რა ტრიბუნა, რა მინდორი, რა ფედერაციის პრეზიდენტი და ... მასჯიც იგივე...
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული