უეფა გულშემატკივრებს კალაძეს ახსენებს [PHOTO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი თამაშით მთელი საფეხბურთო ევროპა აღფრთოვანებულია. ახალი თაობის გულშემატკივრებში, თუნდაც იტალიაში, ბევრს შესაძლოა, არც კი სმენია, რომ ქართველი მცველი კახი კალაძე "მილანის" ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა და სხვა უამრავ ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიპოვა.

Sportall.Ge

უეფას ჩემპიონთა ლიგის "ფეისბუქგვერდი" "მილანის" 2002-23 წლების შემადგენლობას გვთავაზობს. ეს ის გუნდია, რომელმაც უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ფეხბურთის ფინალში "იუვენტუსს" პენალტების სერიაში აჯობა და ჩემპიონთა ლიგა მოიპოვა. ფოტოზე მხოლოდ მარცხენა მცველის ადგილია გამოტოვებული და ნომერი ოთხი ჩანს, გულშემატკივრებმა კი უნდა გაიხსენონ, თუ ვინ
აკლია ფოტოზე. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და ამჟამად თბილისის მერის ამოცნობა ბევრს არ უნდა გაუძნელდეს.

იმ დროის "მილანში" მართლაც შეუდარებელი ფეხბურთელები თამაშობდნენ. მხოლოდ მალდინის, ნესტას, პირლოსა თუ შევჩენკოს ჩამოთვლა რად ღირს.

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"როცა პოლიტიკაში ხარ, ასეც უნდა იყოს" - შოთა არველაძე კალაძესა და კობიაშვილზე საუბრობს...

მკითხველის კომენტარები / 31 /
ძალიანაც კარგი თუ უეფა ახსენებს გულშემატკივარს კახას. მე კახა ფეხბურთელის საწინააღმდეგო არასოდეს არაფერი მქონია და პირიქით მეამაყებოდა კახა მილანის მოთამაშედ. მაგრამ კახა არაა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, კალაძე არის ტიტულოვანი ფეხბურთელი ჩემპ. ლიგის და სერია A-ს ჩემპიონი. ბევრი ფეხბურთელია მსოფლიო ჩემპიონიც ვინც არაფერს წარმოადგენს ფეხბურთის ისტორიაში, ისინი მოედანზეც არ გასულან ჯილდო ისე მიიღეს. რადგან მსოფლიო ჩემპიონია არ ნიშნავს რომ ის საუკეთესოა. კახას წილი კი დიდია იმ მილანის გამარჯვებებში, მაგრამ საუკეთესო არც მილანში იყო და არც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია. ესეა სიმართლე.
G.LA
19:15 24-01-2023
2
მართლაც დიდ შედეგს მიაღწია.ორჯერ მოიგო ლიგა.ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს ა.შევჩეკოს არ მოუგია ორჯერ.
არა მგონია პოტსაბჭოთა სივრციდან კიდევ ვინმემ გაიმეოროს ეს შედეგი.ხვიჩას გარდა.მას მართლაც აქვს შანსი და წელსვე დაიწყოს.
ჯუჯი
00:06 25-01-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული