ეს "ნაპოლიმ" უნდა ნახოს - კვერნაძემ "შტურმს" დიდებული გოლი გაუტანა და ბათუმის "დინამოს" ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამო" ამხანაგურ მატჩში "შტურმს" დაუზავდა - 2:2.

აჭარული გუნდი ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ ლუკა ქაფიანიძემ თავურით ანგარიში შეამცირა, ხოლო შემდეგ გიორგი კვერნაძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის კვერნაძით "ნაპოლია" დაინტერესებული.

ბათუმის "დინამომ" აქამდე ორი სპარინგი გამართა და ორივეში დამარცხდა - პოლონეთის "ვიძევთან" 2:4 და კოსოვოს "მალიშევასთან" 0:1.

გრაცული გუნდის განაცხადში არ იყო ოთარ კიტეიშვილი, რადგან დღეს პირველ საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დინამო (ბთ) (სასტარტო): ჩიჩკანი, კობახიძე, ქაფიანიძე, ბაგრატიონი,
მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ვიდაკოვიჩი, ზარია, იაკობსენი, ჯოვინო, კაპანაძე

მკითხველის კომენტარები / 20 /
კაცურად რა არ ჩამითვალოთ რაღაც ცუდ ტონში, მთელი პატივისცემით, გაგებით , უბრალოდ ამდენი პირჯვრის წერა გოლის მერე იქნებ მაინც არ იყოს საჭირო. ტამაშის მერე , თამაშის წინ გასაგებია, ან კამერები რომ არ იღებენ , მარა ასე ყველას დასანახად გოლის მერე, რაღაც არ არის ლამაზი მე მგონი. ვიმეორებ ურწმუნობაში და მაიმუნობაში ნუ ჩამომართმევთ. უბრალოდ ეს ძალიან პირადული რამეა და ასე სახალხოდ არ ვიცი, არ ვიცი
კაპიტან გარდენბურგი
00:09 27-01-2023
15
ბათუმის დინამოს დაცვა პირველი გოლის დროს.დ.დ. ევრო თასების ჯგუფზე რო აქვთ პრეტენზია.დ.დ. გუნდი კი არა ანეგდოტია.დ.დ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული