18-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგში მიემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვასილ მაისურაძის გუნდი 14 და 16 თებერვალს გასვლაზე ლუქსემბურგის 19-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება. მეტოქე ქვეყნის ერთი წლით უფროსი თაობის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ფორმაციის გუნდი წელს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით, 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩები შემოდგომაზე, რუსთავის აკადემიის ტექნიკური ცენტრის მოედანზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა, სადაც ერთი მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ერთი ჩვენმა ასაკობრივმა მოიგო. ლუქსემბურგთან ტესტ-მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

U18 | შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რეზი კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: გიორგი
ნიკოლაიშვილი (საბურთალო), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), თენგიზ გობეშია (დინამო თბილისი), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), სანდრო ლომინაძე (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: საბა მაცაბერიძე (საბურთალო), ნიკოლოზ კანტიძე (საბურთალო), ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ყველაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ნინიძე (საბურთალო), გივი ხაჩიძე (საბურთალო), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა ფრიდონიშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი).

14 თებერვალი | ლუქსემბურგი V საქართველო | 18:00
16 თებერვალი | ლუქსემბურგი V საქართველო | 18:00

nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
Legionerebi ar gvkavs?
Givi
19:54 08-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული