საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩშიც იმარჯვა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ბოლო ტურში სტუმრად ბელგია 7:4 დაამარცხა.

თალესმა და ბრუნო გომესმა დუბლი შეასრულეს. თითო გოლი გიორგი ღავთაძის, ბრუნო პეტრის და სიმი საიოტის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ოთხივე მატჩი მოიგო, პირველი ადგილი დაიკავა და ელიტ-რუნდში გავიდა.

გადამწყვეტი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 5 ივლისს გაიმართება. ელიტ-რაუნდში გასული 20 გუნდი ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო მეორეადგილოსნებს კი პლეი-ოფში ექნებათ საგზურის მოპოვების შანსი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გილოცავთ!
გიზოგ
23:22 08-03-2023
0
ნაკრებში მეტი ქართველი ფეხბურთელი გვინდა, რომ გვყავდეს? ამიტომ ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს იმ დონის მაინც ჩვენი მეტოქეების დონეს რომ შეეფერება. სხვაგვარად ყოველთვის დავიჩაგრებით.
ზაზა
21:56 08-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული