საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩშიც იმარჯვა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ბოლო ტურში სტუმრად ბელგია 7:4 დაამარცხა.

თალესმა და ბრუნო გომესმა დუბლი შეასრულეს. თითო გოლი გიორგი ღავთაძის, ბრუნო პეტრის და სიმი საიოტის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ოთხივე მატჩი მოიგო, პირველი ადგილი დაიკავა და ელიტ-რუნდში გავიდა.

გადამწყვეტი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 5 ივლისს გაიმართება. ელიტ-რაუნდში გასული 20 გუნდი ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო მეორეადგილოსნებს კი პლეი-ოფში ექნებათ საგზურის მოპოვების შანსი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ ბიჭებო. გოლოცავთ. ყველანი დადექით ჩვენ გვერდში. რუსები უნდა გვაყაროთ მთავრობიდან.
G.LA
01:25 08-03-2023
20
Gilocavt dzalian magaria bichebo
Kakhaber
01:04 08-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული