ფრანგული lesviolets-ი ესპანურ Revelo-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თბილისის "დინამოს" 21 წლის შემტევი ნახევარმცველით, გიორგი მოისწრაფიშვილით, "კოპენჰაგენი", "ლუდოგორეცი", "ბაზელი", "სასუოლო" და "ტულუზა" არიან დაინტერესებული.
გამოცემა წერს, რომ მოისწრაფიშვილს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული და მის თამაშს ყურადღებით აკვირდება "ტულუზა".
"ტულუზამ" გასულ სეზონში საფრანგეთის თასი მოიპოვა (ფინალში "ნანტი" 5:1 დაამარცხა), ლიგა 1-ში მე-13 ადგილზე გავიდა და ახალ სეზონში სერიოზულად გადახალისდება. ქართველი კიდევ 12 ფეხბურთელთან ერთად სატრანსფერო სიაშია.
მოისწრაფიშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 21-წლამდელთა ევროპირველობისთვის ემზადება.