მოისწრაფიშვილის სამსახურით საფრანგეთის თასის მფლობელი დაინტერესდა

AutoSharing Option
ფრანგული lesviolets-ი ესპანურ Revelo-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თბილისის "დინამოს" 21 წლის შემტევი ნახევარმცველით, გიორგი მოისწრაფიშვილით, "კოპენჰაგენი", "ლუდოგორეცი", "ბაზელი", "სასუოლო" და "ტულუზა" არიან დაინტერესებული.

გამოცემა წერს, რომ მოისწრაფიშვილს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული და მის თამაშს ყურადღებით აკვირდება "ტულუზა".

"ტულუზამ" გასულ სეზონში საფრანგეთის თასი მოიპოვა (ფინალში "ნანტი" 5:1 დაამარცხა), ლიგა 1-ში მე-13 ადგილზე გავიდა და ახალ სეზონში სერიოზულად გადახალისდება. ქართველი კიდევ 12 ფეხბურთელთან ერთად სატრანსფერო სიაშია.

მოისწრაფიშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 21-წლამდელთა ევროპირველობისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სტატია 2-ით 10-ზე რა უბედურებაა. უმრავლესობას არ გაუხარდა მოისწრაფიშვილის ტულუზით დაინტერესება?!
ლაშა
15 ივნისი 2023 21:06
0
იმედია აცნობიერებენ რამხელა შანსიაქვთ თავის გამოჩენის და ტოპ ჩემპიონატში გადასვლის უბრალოდ მაგრად უნდა ითამაშონ ბოლომდე დაიხარჯონ უ21
beqa
13 ივნისი 2023 11:35
3
კარგია, კარგი. ამჟამად, ისიც უდიდესი წარმატებაა, ევროპის ჩემპიონატზე რომ ვართ თუგინდ მასპინძლის სახით. მთავარია ჯგუფურ ეტაპზე (და არამარტო) წარმატებით გამოვიდეთ და უფრო შორს გავიდეთ და მერე გაცილებით უკეთესი კლუბები გამოჩნდება. მთავარია მოთმინება, რადგან არსებობს ანდაზა:
ვინც მოითმენს, ის მოიგებსო.
ლაშა
13 ივნისი 2023 10:29
2
უბრალოდ სირცხვილია ასეთ არასერიოზულ სტატიებს რომ წერთ, ლესვიოლეტს ან რეველო რას დაწერს ეგ როგორ შეიძლება რომ წყაროდ გამოიყენოთ. რამე სეროოზული გამოცემა ესპანურო ან ფრნაგული რო წერდეს კი ბატონო.
მერე ამ ბავშვსაც არსაწორ წარმოდგენას უქმნით, გულშემატკივარსა და საერთოდ რისი მომტანია ასეთი უავტორიტეტო გამოცემების ნაბჟუტურები.
გიორგის წარმატება ევროპაზე და ასეთ სტსტიებს ყურადღება არ მიაქციოს ვურჩევდი. აგენტების უაზრო ხელწერას გავს
ლადო
13 ივნისი 2023 10:04
3
აბა თვითონ არაყავთ ჟურნალისტი რამე რო გაარკვიონ დაწერონ ავტორიტეტი მოიპოვონ ესკლუზივით უფროსი რასაც ეტყვით მორჩილად აკოპირებენ რაქნან?!
giorgi
13 ივნისი 2023 11:37
0
ლუდოვორეცს გონია რომ დ.თ ზე მაგარი გუნდია?
გიო
13 ივნისი 2023 09:09
2
ლუდოგორეცი არა ტირასპოლის შერიფი კიდევ!
მეზღვაური
13 ივნისი 2023 00:12
2

სიახლეები პოპულარული