"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ Calcionapoli24-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "კვარას" ტრანსფერზე "დინამოს" და "ნაპოლის" შორის მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა და მხარეები მალევე შეთანხმდნენ.

"მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა, ტრანსფერზე შეთანხმება მალევე შედგა. ტრანსფერში არაერთი პირი მონაწილეობდა, მათ შორის, ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში კრისტიან ძაკარდომ უდიდესი წვლილი შეიტანა.

აურელიო დე ლაურენტისთან პირადად არ მისაუბრია. მას მოვიკითხავ და წარმატებას ვუსურვებ. მინდა ვუთხრა, რომ ხვიჩას სახით დიდებული ფეხბურთელი ჰყავს.

რა არის ხვიჩას წარმატების
საიდუმლო? შრომა და რა თქმა უნდა, ნიჭიც.

ბათუმის "დინამოს" ქომაგები ოცნებობენ, რომ ბათუმში "ნაპოლისთან" ამხანაგური მატჩი ჩატარდეს. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ბერიძემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"რატომ ვერ ითამაშა მირანჩუკმა კვარაცხელიას დონეზე?" - სიომინმა უპასუხა

alt"შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხვიჩა და გიორგი რომ გვყოლოდნენ, მეოთხედფინალს მოვიგებდით, ან..." - დავით მუჯირმა კვარაცხელიასა და მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბათუმის ,,დინამოს" ქომაგების ოცნება ნაპილისთან თამაში კი არა, საყურებელი ფეხბურთის მთამაშებელი გუნდის ყოლაა. გუნდის, რომელიც ევროტურნირზე ღირსეულად იასპარეზებს. ოცნებაა რომ სწორედ კვარას წყალობით ციდან მოვლენილ უზარმაზარ რეკლამას კლუბი არ გაანიავებს, იზრუნებს გუნდის გაახალგაზრდავებაზე, მოიძიებს პერსპექტიულ ახალგაზრდებს( u21 საერთოდ რომ არ გვყავდა წარმომადგენელი, ალთუნაშვილი და ისიც გაუშვით) ჩამოიყვანს ადექვატურ ლეგიონერებს. და ბოლოს, ეს კლუბების მფლობელები სულ რაღაც მიზეზებზე რომ საუბრობთ ასეთი კითხვა მაქვს: რა უშლის ხელს ბათუმის დინამოს წარმატების მიღწევაში? დონის სტადიონი აშენდა, ხალხი ფეხბურთზე დადის, ქალაქი ნორმალურია. ბილეთის ფასი 25 ლარი ( 5 ლარიანები წუთებში ქრებოდა)გედოთ. არაა საკმარისი? მეტია საჭირო? რამდენია საკმარისი, იქნება გვითხრათ, იქნება ჩვენ არ ვიხდით საკმარისად და ჩვენივე ბრალია. პ.ს. კვერნაძემ რომ სერია ა გაქაჩოს, გეგუჩაძესთან საუბარი გექნებათ?
Amataki
15:18 10-07-2023
2
არ მეგონა თუ როდსმე ამს დავწერდი მაგრამ იგვე წრეზე ვტრიალებთ თავიდან ყვლფერი კარგად მიდოდა მერე კი უცრად ვიღცებმა გადწყვიტეს ფულის შეეჭამათ რატო არ იმტებთ კარგ ფეხბურთელებს რა ფული არააა ? ავთნაშვილი კვარაა დავთაშვილი გაყიდეთ აზროვიც ზედ დააყოლეეთ და ვინ მოყვანეთ ? მარტო წიტეიშველი უშველი ? ცოტა მეტი დაფასება უნდა ამ საქმეს და მეტი ძალსხმევა გეგუჩაძემ კი ვფქრობ დრომ მოჭამა და ახალ ეტაპზეა კლუბი გადასვლელი მან რესურისი ბოლმდე ამწურა და დროა იფქროთ მწვრთელის შეცვლაზე ასე არ შეძლება სავსე დინამო ბათუმი ყველას ნანახი ყავს და ახლა ეს გულშემტკივარი განწყენებულია ნუ დაშორდებით გულშემტკივრებს ასე არ შეიძლება
გიო
21:31 10-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული