მატჩის დღე! დროა, თბილისის "დინამომ" შეძლოს - პირველი ეტაპისა და ყაზახური ბარიერის დაძლევა ძალიან გვჭირდება!..

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, ჩვენი დროით 18:00 საათზე, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და ყაზახურ "ასტანას" ესტუმრება. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, ევროტურნირების წინ ქართველი გულშემატკივარი მუდამ იმედიანადაა. ზოგჯერ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა ამბიციის გარეშე ყოფნაც არ შეიძლება. ამ ეტაპზე კი მთავარი ისაა, თბილისურმა კლუბმა პირველი ეტაპის ბარიერი გადალახოს, რაც კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ გზას უფრო იოლად ხსნის. თავი არ მოვიტყუოთ, ყაზახური "ასტანა" იოლი მეტოქე არ იქნება!..

სამწუხაროდ, ყაზახური კლუბებისგან მწარე გაკვეთილები გვახსოვს და ეს როგორც თბილისის "დინამოს", ისე სხვა
ქართულ კლუბებს უგემიათ. ამით უფრო "აქტობე" გამოირჩეოდა, რომელმაც ფაქტობრივად, ყველა ჩვენებური კლუბი დაამარცხა, რომელსაც შეხვდა. მაშინ ამ გუნდთან უშანსო მარცხი "დინამოში" სერიოზული გადახალისების საფუძველი გახდა. გვესმოდა, რომ ყაზახეთში სეზონი ზაფხულში მიმდინარეობდა და მათთან ამის გამოც გვიჭირდა. ახლა ეს არგუმენტი გამოცლილია - უნდა შევძლოთ, პირველი ეტაპი დამაჯერებლად გავიაროთ და ყაზახებს ჩემპიონთა ლიგისკენ გზა გადავუჭრათ!.. სხვათა შორის, პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ქუთაისის "ტორპედოს" სწორედ "აქტობე" ელის.

Sportall.Ge

რაც შეეხება "ასტანას", ამ გუნდმა მოკლე ისტორიის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონობაც მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა და ევროპა ლიგისაც. ფაქტია, ბოლო წლებში მათ ამ მასშტაბის წარმატება არ აქვთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისეთივე ძლიერები აღარ არიან. მიმდინარე ჩემპიონატში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ პირველობა "ორდაბასს" დაუთმო. ამ გუნდთან ახლახან თასზე 120-წუთიანი დრამა ჰქონდათ და ფინალის საგზურიც გადააბარეს. ისე ჩანდა, თბილისელებთან მატჩზე უფრო გადმოერთნენ. 

ასტანურმა კლუბმა იცის, რომ პირველ მატჩში მაქსიმალურად ბევრი უნდა გაიღონ, რადგან მათი ჰავა თუ ხელოვნური საფარი ის უპირატესობაა, რის გამოყენებასაც ეცდებიან. მთავარი მწვრთნელი ბაბაიანი დაბალანსებულ სპეციალისტად მიიჩნევა. "დინამოს" მოწინააღმდეგე ყველა რგოლში კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. აქაა მცველი ბაისბეკოვი, რომელიც ხსენებულ სათასო მატჩში გააძევეს. გუნდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უკანახაზელია ჩრდილომაკედონიელი ამანოვიჩი. გუნდშია სერბი ნახევარმცველი იოვანოვიჩიც. ყაზახებს ორი შედეგიანი ფორვარდი ჰყავთ, აიმბეტოვი და უკვე 35 წლის ხორვატი, კაპიტანი მარინ ტომასოვი, რომელიც წლებია, მთავარი "გამტანია".

გიორგი ჭიაბრიაშვილის გუნდი აფრიკელი ლეგიონერებით გაძლიერდა. მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ პრობლემური პოზიციები გააძლიერა. თბილისელები ქვეყნის სუპერთასს დაეუფლნენ და კარგ ხასიათზე არიან. ახლა ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - როგორ ფორმაში არიან ისინი, რომლებმაც 21-წლამდელთა ევროპირველობაზე ითამაშეს და ასევე, მათი სატრანსფერო საკითხი რამდენად აქტუალურია. სამწუხაროდ, ანზორ მექვაბიშვილი ტრავმირებულია. დანარჩენს შეხვედრა გამოაჩენს. ის ვიცით, რომ სრული კონცენტრაცია, ფიზიკურად კარგად მომზადება, ორთაბრძოლებში შესვლა და საკუთარი საგოლე შანსების კარგად გამოყენება გვმართებს. მწვრთნელების დუელი საინტერესო და ბევრის განმსაზღვრელი იქნება.

Sportall.Ge

შეხვედრას რუმინული წარმოშობის ავსტრიელი არბიტრი კრისტიან-პეტრუ ციოჩირცა განსჯის, რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრიის ბუნდესლიგაში შესაძლო თამაშგარე მდგომარეობიდან გოლის ჩათვლის გამო სკანდალში გაეხვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი გადაწყვეტილება VAR-მა დაადასტურა.

ამ ეტაპზე მაინც, არ გვსურს იმაზე საუბარი, მარცხის შემთხვევაში "დინამო" ვის შეიძლება დაუპირისპირდეს, გამარჯვებულს კი ზაგრების "დინამო" ელის.

სავარაუდო შემადგენლობა: ლორია - მალი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური - ოსიყმაშვილი, ხარაიშვილი, ომარი - ოსეი (ან მოისწრაფიშვილი), სხირტლაძე (C), კამარა.

altქართული ფეხბურთი უკეთესია თუ ალბანური? - საუკეთესო ფლამარიონი და წიტაიშვილით გაძლიერებული ბათუმელები...

altთბილისის "დინამომ" ორი აფრიკელი ფეხბურთელი დაიმატა

altრას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

მკითხველის კომენტარები / 35 /
დარწმუნებული ვარ არ დაბეჭდავთ. სიმართლე არავის უყვარს. წესით ყაზახეთის ჩემპიონატი ჩვენსას ჯობია, იმიტომ გვიგებენ. ფულიც მეტი აქვთ. სწორ ფეხბურთს თამაშობენ, ცდილობენ. ბურთს არ ათრევენ. ფიზიკურად უფრო მზად არიან. ჭკვიანი ტრენერი ყავთ. ბოლო ბოლო, ჩვენზე მეტი ფული აქვთ.
ეხლა თქვენ ჩამოთვალეთ, დინამოს რაში აქვს უპირატესობა.
მწარე
11 ივლისი 2023 12:28
3
არაფერს არ თამაშობენ კაზახები. სადაც გავიდნენ ერთი თამაშიც ვერ მოიგეს . საშუალოზე დაბალი დონეა კაზახეთი. საერთო დონით გვჯობნიან ისისც ფულით მაგრამ შორსაც არ არიან ჩვენგან. ასე რო ბრძოლით და მონდომებით თუ ითამაშებენ ჩვენები სახეს გააძრობენ კაზახებს.
გიოსვანი
11 ივლისი 2023 14:15
9
ფიზიკურად ამდენი წელია ვერ მოუმატეს თორე რაღაც შედეგს დადებდენ
მწარეს
11 ივლისი 2023 13:48
0
ყველა გამოხმაურება
კიდე გჯერათ ზღაპრების? ხვალ პირველივე თამაშში გარკვეული იქნება რო ასტანა შემდეგ ეტაპზეა. საცოდავი გუნდია დინამო თბილისი
levan
11 ივლისი 2023 22:34
13
რატომ არ
წერთ კრიტიკულ სტატიებს ფიფიაზე და ბერიძეზე??? რისი იმედი
გაქვთ?
პროფესტო
11 ივლისი 2023 22:30
5
ტემპის მომატება ისწავლეთ და პირველი ეტაპიც და ჯგუფურიც შეგიძლიათ ახალგაზრდულმა ისეთი შედეგი აჩვენა
1.2.3.4.5.6.
11 ივლისი 2023 11:45
3
წარმატებებს ვუსურვებ დინამოს და ყველა ქართულ კლუბს! იქნებ და გაიხარონ და გაგვახარონ. ერთი კი მწყინს ნამდვილად. ყოველ წელიწადს ერთი და იგივე - ფეხბურთელებს იმატებენ მატჩამდე 1 კვირით ადრე! რატომ????? ზოგადად ლეო ან კრიშტიანო საუკეთესო წლებში ახალ კლუბში პირველ მატჩებში თავისი შესაძლებლობების 10-20% ზე მეტს ვერ აჩვენებდნენ (მესის საერთოდ ჩაუვარდა პირველი წრე პსჟ-ში). ეს აფრიკელები რაღაა არიან? ეეეეჰ....
alexandre
11 ივლისი 2023 11:32
1
"დროა, თბილისის "დინამომ" შეძლოს" - რატომ უნდა შეძლოს? რამეს სწორად აკეთებს, თანმიმდევრულია თუ რამე შეცვალეს, მეტს ხარჯავენ თუ რატომ უნდა შეძლონ წელს? პირობას გაძლევთ ვერც წელს ვერ "შეძლებენ". ყველაფერი ლოგიკურია.
სადღეგრძელო
11 ივლისი 2023 11:25
1
ჩვენ ბიჭებს შეუძლიათ ყაზახების გაგდება. არაფერი გუნდები არ ყავთ მაგათ მითუმეტეს დინამოელებმა რომლებიც ახალგაზრდულში იყვნენ გაცილებით მაღალი კლასის მოწინააღმდეგებს ასროლინეს კუდით ქვა. კარგი იქნება თუ ჩვენი ჟურნალისტები მოეშვებიან ამ ყაზახური და პოსტსაბჭოთა გუნდების განდიდებას ჩვენები თუ ვერ ჯაბნიან ეს არ მეტყველებს მათ მაღალ დონეზე უბრლოდ ჩვენები არიან სუსტები.
გიოსვანი
11 ივლისი 2023 10:59
8
დააბრუნეთ გარსია! :-))) და ჩამოწერილი ესპანელები.

უცნაურია, მაგრამ ის გუნდი საინტერესო და ბევრად შედეგიან ფეხბურთს თამაშობდა.

ამ დინამოში ახალგაზრდულის ბიჭების მჯერა, დანარჩენი ბალასტია.
amberგ
11 ივლისი 2023 13:59
1
როცა ფეხბურთს პულსი აღარ ესინჯება, ქართველ სპორტულ ჟურნალისტებზეა ყველაფერი დამოკიდებული. თეთრს თეთრი დაარქვით, დასვით დიაგნოზი, ხმამაღლა ისაუბრეთ ყველაფერზე. ის რაც ჩვენ საკლუბო ფეხბურთს სჭირს, უდიდესი სირცხვილია. ფარერების 6-1 მერე ფიფია ქუჩაში ვერ უნდა დადიოს და დღეს ისევ დგახართ და რაღაც უტოპიაზე საუბრობთ. სად წავიდა ხვიჩას გაყიდვით მიღებული 10 მილიონი? ყველამ ვიცით სადაც, მაგრამ ამაზე რატო არ იღებს არავინ ხმას?
ლადო
11 ივლისი 2023 13:26
5
რომელ ფეხბურთზე ლაპარაკობთ საერთოდ? რისი მომგები არის საქართველოს რომელიმე კლუბი?
1. როდესაც კაზინოს სახელობის გაქვს ეროვნული ლიგა
2. როდესაც ქართული კაზინო გაფინანსებს(რომელ პატიოსან თამაშზე არის საუბარი)
3. როდესაც არანაირი დისციპლინა არ გააჩნია ფეხბურთელს(შინაგანი საფეხბურთო კულტურა).
4. ის ფეხბურთელი რა ვთქვი და იმის ტვინში ჩამახედა, რომელიც საქართველოში ჩამოდის სათამაშოდ.( ხომ წარმოგიდგენიათ ის რა დონის ფეხბურთელია, რომ აქ ჩამოდის ? :D:D:D:D:D)

ბოლო-ბოლო სირცხვილია, როდესაც აცხადებ რომ მოუგებ კლუბს, რომელიც ამხანაგურ მატჩებში კლუბებს შორის გამოდის და თამაშობს რეგულარულად(ევროპისლიგას რომ თავი დავანებოთ).

მწვრთნელის ამბავიც იგივეა, საქართველოს ნაკრებს და ასევე ქართულ კლუბს, მხოლოდ არშემდგარი მწვრთნელი თუ დათანხმდება მათ გაწვრთნას.

ასე რომ იოცნებეთ , მეტი არაფერი შეგვიძ₾ია.
ვორმიზდუხტ ურიადმყოფელი
11 ივლისი 2023 11:42
18
Სიმართლე მარტო ჟურნალისტებისგან კი არა აქ კომეტარების 90% ცაში დაფრინავს უკვე თუ კი სადმე რამეს გავიფაფხურებთ. Ღმერთი არ უნდა გაგიწყრეს და ვინმე არ უნდაა გააკრიტიკო-ჩეგქოლავენ.კაი დედისა და მამის შვილი ხარ და ვინმზე თქვი სიმართლე.
Მე კი არა გუცაევმა თქვა ტელევიზიით სიმართლე ოღონდ ცოტა რბილად.გუცაევი კი არა მე ვიცი ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელებიც ზუსტად ისე ფიქრობენ როგორც გუცაევი.
Ამასწინ წიტაიშვილის ბათუმში ტრანსფერზე დავწერე მაფიოზური სქემა ამუშავდა მეთქი.იგივე მოხდა კვერნაძის ტრანსფერზე. Და ვიღაცეებმა დამიწერეს შენ რა საგადასახადოდან ხარ შენთვის რა მნიშვნელობა აქ ვის ჯიბეში წავა ფული ბიჭი ხო თამაშებს ნაპოლშიო.
Მნიშვნელობა ის აქ რო ტრანსფერიდან წამოსული ფული უნდა მოხმარდეს გუნდს რომელმაც გაზარდა ესა თუ ის ფეხბურთელი რო მეტი სტიმული ჰქონდეს გუნდს რო კიდევ ვინმე გაზარდოს ან ვინმე ლეგიონერი მოიყვანოს და არა ჯუღელის,ბერიძის და უსმანოვის ჯიბე გასქელდეს.
Ნახეთ როგორ გადაერთო ბერიძე ფულის შოვნაზე და დინამო ბათუმი დააპაუზა.ურჩევია ჰყავდეს რაღაც დონეზე მიმზიდველი გუნდი,გაუამხანაგდეს ვიღაც მაფიოზ აგენტს და რაღაც ხრიკებით აწაპნოს გუნდებს ფეხბურთელში გადახდილი ფული.
Არ გამკვირდება კი არა ველოდები კიდევ სხვა ფეხბურთელების ტრანზიტით ბათუმის დინამოში,გაყიდვას საზვარგარეთის გუნდებში.
ეჰ ჩემო ლადო
11 ივლისი 2023 16:04
4
ბათუმი ვერაფერს მიიღებს წიტაიშვილის ტრანსფერში კიევის დინამოს საკუთრებაა და ბათუმში იჯარით არი. კვარა ფიფიამ ისე გააგდო თბილისის დინამოდან ერთი თამაშის შანსიც არ მისცა ასევე აზაროვიც გამოაგდო პრაქტიკულად აბა რაზე გვაქვს პრეტენზია სადაც გამოზარდეს და მისცეს შანსი ამ ბიჭებს ფულიც იმათ მიუვიდათ ასე რო თქვენი მოსაზრება უსამართლოა.
გიოსვანი
12 ივლისი 2023 09:59
0

სიახლეები პოპულარული