ფიროსმანი "ტორპედოს" მაისურზე, აზრთა სხვადასხვაობა, ახალწვეულები და მეორე ავღანელი...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ქუთაისურმა კლუბმა ახალი ფეხბურთელები და სათამაშო ფორმა წარადგინა. სოციალურ ქსელებში გუნდის მაისურებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Sportall.Ge

უმრავლესობა თანხმდება, რომ ქუთაისელებს ძალიან ლამაზი სათამაშო ფორმები აქვთ, რომლებზედაც ნიკო ფიროსმანის ნახატებია გამოსახული. ამავდროულად, ბევრისთვის გაუგებარია, გენიალურ ქართველ მხატვარს კონკრეტულად ამ ქალაქთან რა აკავშირებდა, რის გამოც მისი ნამუშევრები მაისურებზე გამოსახეს. მაინც შეგახსენებთ, რომ ნიკალა წარმოშობით დედოფლისწყაროდან, სოფელ მირზაანიდან იყო, მისი შემოქმედებითი საქმიანობა კი თბილისში მიმდინარეობდა.

Sportall.Ge

"ტორპედომ" 7 ახალი ფეხბურთელი წარადგინა. ორი გუნდის ყოფილი წევრია -
ანრი ჭიჭინაძე და გიორგი ფანცულაია, ერთი - სერია "ა"-ში საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე, სერბი ნიკოლა ნინკოვიჩი, ხოლო გუნდში ცოტა ხნის წინ ჩარიცხულ ავღანელს, რაჰმან აკბარს, კიდევ ერთი თანამემულე, 25 წლის ომრან ჰაიდარი შეემატა.

"ტორპედო" ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. სტივ კინის გუნდი ბოსნიურ "სარაევოს" 13 ივლისს, 21:00 საათზე დაუხვდება. შეხვედრის მთავარი მსაჯი ისრაელის წარმომადგენელი ლევი იქნება.

altმატჩის დღე! დროა, თბილისის "დინამომ" შეძლოს - პირველი ეტაპისა და ყაზახური ბარიერის დაძლევა ძალიან გვჭირდება!..

altსომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

მკითხველის კომენტარები / 42 /
მგონი ზედმეტის უფლებას აძლევენ თავს, ფიროსმანის გაშარჟებას უფრო გავს ეს, ვიდრე მის პატივისცემას
9
რა-აკავშირებსა-ფიროსმანს-ქუტაისტან?!ის-რომ-ყველა-ქარტველი-და-საქარტველოს-ღირსი-ყველა-მოქალაქე-სულიტ-ქუტაისელია!თბილისი-კი-ყველაზე-არაქარტული-მე-5-კოლონის-ქლაქია-აქ-არიან-მახროვი-მოღალატეები-შავი-გულებით!ასე-რომ-ბატონებო-ნიკალა-კახელი-ქუთაისელი-იყო-ანუ-ნამდვილ-ქარტველი!!1ფორმა-ნაღდად-ეროვნულია-აბა-თბილისში-კი-ვერ-მოიფიქრებენ-რაიმე-ეროვნულს!111
svano magarski
00:40 13-07-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული