"ასტანას" მწვრთნელი: გადაწყვეტილი არაფერია, შანსები 50/50-ზეა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსთან" ნამატჩევს (1:1) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ასტანას" მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა ისაუბრა.

"ჩახუთული ჰაერის გამო თამაში ძნელი იყო, თუმცა გვქონდა კარგი პირველი 15 წუთი - გოლი გავიტანეთ, მაგრამ იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. გარკვეული პერიოდი მომენტები არ იქმნებოდა, შემდეგ ინიციატივა დავთმეთ. მთლიანობაში პირველი ტაიმი ჩვენი კარნახით წარიმართა.

მეორე ტაიმში, რიგ ეპიზოდებში, მთლად წარმატებულად ვერ გავისარჯეთ, გოლი გავუშვით და მოწინააღმდეგის ზეწოლას ვცდილობდით. როდესაც ორრაუნდიან დაპირისპირებაში იმყოფები, უკან მოხედვით თამაშობ, ვინაიდან გაშვებულმა გოლმა შეიძლება ბრძოლიდან გამოგთიშოს. ამიტომ დაცვაში ვცდილობდით მკაცრად გვემოქმედა. მომენტები გვქონდა, მაგრამ
სამწუხაროდ, მათი რეალიზება ვერ შევძელით.

რთული მატჩი იყო და გადაწყვეტილი არაფერია. შანსები 50/50-ზეა. ვნახავთ, როგორი პრობლემები აქვთ ტრავმირებულებს. თბილისურ შეხვედრას ოპტიმალურ მდგომარეობაში უნდა შევხვდეთ.

მინდა ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ასეთ ატმოსფეროში თამაში სასიამოვნოა", - ციტირებს ბაბიანს vesti.kz.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენებს შეეძლოთ მოგება, მაგრამ ეს მანდრაჟი ვერ მოვიშორეთ!
კამარა კი ვერ აკმაყოფილებს მარცხენა გარემარბის კრიტერიუმებს აშკარად. მთლად პროფესიონალობა არ არის აუცილებელი, რომ ასეთი ორი საგოლე შანსი გაუშვა ხელიდან!
კლუბებმა ამიტომ უნდა იფიქრონ აკადემიებიდან ბიჭების დაწინაურება, რადგან ყაზახები ვერ უნდა გებლატავებოდნენ დინამოს წარსულის მქონე კლუბს!
ლაშა
22:43 12-07-2023
0
ასტანის ,,ჰაესტანს" აქ უნდა მოვუგოთ და მივხედოთ მერე ჩვენ საქმეებს. ბურთის ამოიტანა გვიჭირს როცა მჭიდროდ გვეთამაშებიან, საფიქრალია ეგ რატომ და როგორ უნდა გამოსწორდეს ან გადაფაროს ეგ სისუსტე. მწვრთნელის საფიქრალი!
ქორ-პარიკმახერი
01:34 13-07-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული