ყოჩაღ - "დილამ" დაც-ი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილამ“ სახლში დაც-ს 2:0 სძლია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დუნაისკა სტრედაში 1:2 დამარცხების შემდეგ „დილამ“ გორში თავიდანვე შეუტია. სანტოსის დარტყმული ბურთი მეკარე პეტრასმა მოიგერია, გეილის მცველმა. გეილი ძალიან აქტიური იყო, ისევ შექმნა მომენტები, ჯერ გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი მასთან პირისპირ გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა. სტუმრებმა მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ მოახერხეს მეტოქის ნახევარზე აწევა, თუმცა უხიფათოდ შეუტიეს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი დაც-მა უკეთ დაიწყო, ორი მომენტი ვერ
გამოიყენა, საპასუხო იერიშისას სამიოდ მეტრიდან ფარულავას პეტრასმა არ გაატანინა და რამდენიმე წუთით სტადიონზე შუქი ჩაქრა. 85-ე წუთზე კი სანტოსმა თქვენი მოწონებული გაიტანა. ცოტა ხანში სლოვაკებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, როდესაც კუჩერენკოს კარი ძელმა იხსნა და "დილამ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ეტაპზე "დილა" უკრაინის "ვორსკლას" დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დაც 2:0
გოლები: 1:0 გეილი (33), 2:0 სანტოსი (85)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 44 /
ეს არის გუნდი!!! გუნდი რომელსაც თავისი სტილი და ხელწერა აქვს, გუნდი რომელიც საქართველოში ყველაზე ლამაზ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს, და თან ამ ყველაფერს 15 კაცით აკეთებს უკვე მესამე წელია. და მთავარი გუნდს ყავს მთავარი ვარსკვლავი ანდრეი დემჩენკო!!! მწვრთნელი კი არა ჯადოქარია, ამას მხოლოდ დღევანდელი მოგების გამო არ ვიძახი, წლებია დილა სამეულშია. ვინც დღევანდელი თამაში ნახა დამეთანხმება რო დილას მინიმუმ 4 გოლი უნდა გაეტანა. მოგება სასიხარულოა მარა თამაშითაც რო მოუგებ ეგ ორჯერ უფრო მაგარია. გილოცავთ გორელ გულშემატკივარს უმაგრესი გუნდი გყავთ!!!
dogi
01:28 21-07-2023
0
ვორსკლა უნდა გაიაროთ ტიპიური უკრაინული უტექნიკო გუნდია. ფიზიკაში კარგად არიან. ჩვენი კოზირი დემჩენკოს უკრაინელობა და ტექნიკური სწრაფი გუნდია. წარმატებები გორს
რაბუ
23:56 20-07-2023
1

სიახლეები პოპულარული