კლიაიჩის გმირობა - "ტორპედომ" თითქმის წაგებული მატჩი შემოატრიალა და მეორე ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედომ“ გასვლაზე „სარაევო“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ქუთაისში 2:2 დასრულდა. ბოსნიაში მასპინძლები მე-12 წუთზე ზილკიჩმა დააწინაურა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოდან არაბიძის ჩაწოდებულ ბურთს გიგაურმა თავით საჰინოვიჩის კარში მიუჩინა ადგილი და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

ექსტრა-ტაიმებში გუნდებს დაღლა დაეტყოთ, თამაშის ტემპი დაეცა. "ტორპედოდან" არაბიძე აქტიურობდა, რომელსაც ძალიან ეუხეშებოდნენ. "სარაევომ" კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც მეკარე კლიაიჩთან პირისპირ გასულმა კერემემ ბურთი მიზანს ააცილა, პენალტების სერიაში კი კლიაიჩმა ორი დარტყმა მოიგერია და "ტორპედომ" გაიმარჯვა.

Sportall.Ge

ტურნირზე ასპარეზობას სამი ქართული გუნდი გააგრძელებს - „ტორპედო“ ყაზახურ „აკტობეს“, თბილისის „დინამო“ მალტის „ჰამრუნს“, ხოლო „დილა“ უკრაინის „ვორსკლას“ დაუპირისპირდება. მატჩები 27 ივლისს და 3 აგვისტოს ჩატარდება.

სარაევო. „ასიმ ფერხატოვიჩ ჰასე“
სარაევო - ტორპედო 1:1 (პენ 2:4)
გოლები: 1:0 ზილკიჩი (12), 1:1 გიგაური (90+2)

მკითხველის კომენტარები / 59 /
მადლობა თითოეულ ფეხბურთელს ტორპედოსი!ბოლომდე დაიხარჯნენ!რაც შეეძლოთ არ შეეძლოთ მთელი 120 წუთი სული და გული ჩადეს და სჯეროდათ რომ გადალახავდნენ ამ ბარიერს!აი ეს არის უცხოელი მწვრთნელის ფსიქოლოგია!გამარჯვებულის ფსიქოლოგია და არა ჩვენი ვოთომ მწვრთნელების ჩა….ფსიქოლოგია!გაშვებული გოლოს შემდეგ რომ ამთავრებენ ყველაფერს!
შახრუდინი
02:49 21-07-2023
4
გუნდურობა, ბრძოლა, ჟინი და თავდაჯერებული სპეციალისტი✔️ ასე იგება წაგებული თამაშები. ტორპედო
ჩელენჯერი
02:46 21-07-2023
3

სიახლეები პოპულარული