უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს "დილა" წინა ევროტურნირებზე ნორმალურად გამოიყურებოდა, მიზნის მისაღწევად კი რაღაც სულ აკლდებოდა. კარგია, რომ გარკვეული შედეგები ამ გამოცდილებამაც გამოიღო. დასაფასებელია ის ბრძოლისუნარიანობა, რაც შოტლანდიელი სპეციალისტის მიერ დამოძღვრილმა "ტორპედომ" გვაჩვენა. იქნებ
კონფერენს ლიგა
ქუთაისის "ტორპედოს" შანსი აქვს, ყაზახურ კლუბებთან მკვეთრად უარყოფითი ბალანსი შეცვალოს, მით უმეტეს, "აქტობესთან", რომელსაც კარგი "ქართული" გამოცდილება გააჩნია. ბოსნიაში გიორგი არაბიძის რესურსი ვნახეთ. მას იქნებ ბოლო შანსი აქვს, იმ მოლოდინების შესაბამისად ათამაშდეს, რაც მასზე იყო გაცემული. ამხელა ნიჭის მქონე ფეხბურთელს უკეთესი კარიერა უნდა ჰქონდეს. ქუთაისელები პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ და სტუმრად უკეთესი ფორით უნდა ჩავიდნენ, ვიდრე ეს ბოსნიაში გააჩნდათ.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ-უკრაინული დაპირისპირებაც გველის. პოლტავის "ვორსკლა" პოლონეთში გვიმასპინძლებს. ვიქტორ სკრიპკინის გუნდს ბევრი არ გააქვს, მაგრამ ცოტასაც უშვებს. მთავარი გამტანი ალბანელი ტაულანტ სეფერია. მარჯვენა ფლანგზე 27 წლის ბრაზილიელს, ფელიპე როდრიგესს გამოვარჩევთ. გორელთა თავკაცი საკუთარი ქვეყნის გუნდს შეხვდება.
პროგნოზებისგან თავს შევიკავებთ, ისე კი, გადაულახავი ბარიერები ნამდვილად არ გვაქვს!..
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
კლიაიჩის გმირობა - "ტორპედომ" თითქმის წაგებული მატჩი შემოატრიალა და მეორე ეტაპზე გავიდა [VIDEO]
ყოჩაღ - "დილამ" დაკ-ი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა! [VIDEO]
ვიცით, რომ გაუშვა დიდი პერიოდი, მაგრამ ჯერ ხომ 25 წლის არის და ნაკრებში იმ პოზიციებზე სადაც არაბიძეს გამოსდის თამაში უკეთესი ბევრი არის?
კი ძუნწია პასებში, მაგრამ როდესაც პასს იძლევა აბა ნახეთ იმ პასის სიზუსტე. თითემის 100%-იანია მისი პასები. კი ხადახან აყოვნებს ბურთს, მაგრამ აბა ერთი დაასახელეთ ქინქლაშის შემდეგ, რომელსაც არაბიძესავით შეუძლია დაიჭიროს ბურთი, როდესაც დაციდან ვვერ ამოდის გუნდი და სულ პრესინგის პანიკა გვაქვს. ან საჯარიმოს ვინ ურტყამს უფრო ზუსტად?
ცოტა ობიექტურად შეაფასეთ და არა პირადი სიმპათია-ანტიპათიით
ქართველი მწვრთნელების ხელში გუნდებმა (დინამოებმა) პოზიტიური (პერსპექტიული) შედეგები მიიღე პირველ თამაშებში და წააგეს საბოლოო ჯამში.
უცოელების ხელში ბუნდებმა (დილამ და ტორპედომ) მეორე შეხვედრები და გავიდნენ.
ხომ ცხადია რატომ მოხდა ასე? ქართველმა მწვრთელებმა ვერ გაქაჩეს მოორე შეხვედრები, მოწონააღმდგეების მწვრთნელებმა აჯობეს. აბა რას გავდა დინამოების მორე ტამაშები საკუთარ მიდორზე - სრული ქაოსი.
კვალიფიკაცია არ აქვთ ხომ ფაქტია