უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს "დილა" წინა ევროტურნირებზე ნორმალურად გამოიყურებოდა, მიზნის მისაღწევად კი რაღაც სულ აკლდებოდა. კარგია, რომ გარკვეული შედეგები ამ გამოცდილებამაც გამოიღო. დასაფასებელია ის ბრძოლისუნარიანობა, რაც შოტლანდიელი სპეციალისტის მიერ დამოძღვრილმა "ტორპედომ" გვაჩვენა. იქნებ
კონფერენს ლიგა
ქუთაისის "ტორპედოს" შანსი აქვს, ყაზახურ კლუბებთან მკვეთრად უარყოფითი ბალანსი შეცვალოს, მით უმეტეს, "აქტობესთან", რომელსაც კარგი "ქართული" გამოცდილება გააჩნია. ბოსნიაში გიორგი არაბიძის რესურსი ვნახეთ. მას იქნებ ბოლო შანსი აქვს, იმ მოლოდინების შესაბამისად ათამაშდეს, რაც მასზე იყო გაცემული. ამხელა ნიჭის მქონე ფეხბურთელს უკეთესი კარიერა უნდა ჰქონდეს. ქუთაისელები პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ და სტუმრად უკეთესი ფორით უნდა ჩავიდნენ, ვიდრე ეს ბოსნიაში გააჩნდათ.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ-უკრაინული დაპირისპირებაც გველის. პოლტავის "ვორსკლა" პოლონეთში გვიმასპინძლებს. ვიქტორ სკრიპკინის გუნდს ბევრი არ გააქვს, მაგრამ ცოტასაც უშვებს. მთავარი გამტანი ალბანელი ტაულანტ სეფერია. მარჯვენა ფლანგზე 27 წლის ბრაზილიელს, ფელიპე როდრიგესს გამოვარჩევთ. გორელთა თავკაცი საკუთარი ქვეყნის გუნდს შეხვდება.
პროგნოზებისგან თავს შევიკავებთ, ისე კი, გადაულახავი ბარიერები ნამდვილად არ გვაქვს!..
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
კლიაიჩის გმირობა - "ტორპედომ" თითქმის წაგებული მატჩი შემოატრიალა და მეორე ეტაპზე გავიდა [VIDEO]
ყოჩაღ - "დილამ" დაკ-ი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა! [VIDEO]
ყველას არ ვერჩი მაგრამ აღარ გვინდა ეს წვერმოშვებული მწვრთნელები გაღეღილი საროჩკებით და რუსული ტერმინებით, ზაპასი, ზამენა, პადკატი, უგლავოი, კრაი და ა.შ; მეტი ინტელექტი და მეტი განსწავლულობა გვინდა სამწვრთნელო შტაბებში...
გუშინწინ დინამოს თამაშის წინ ტელევიზიაში გუცაევი, ცხადაძე და ჩიხრაძე ჰყავდათ მოწვეული, ესე იგი ამდენი სისულელე საბავშვო ბაღის მერე აღარ მომისმენია, რაღაც პონტში მე შემრცხვა ისეთებს ამბობდნენ, ვის ხელშია ჩვენი ფეხბურთი და ვის ეკითხებინ აზრს...
ნამდვილად თუ სიმართლე გვინდა ვაღიაროთ, ერთადერთი მოქმედი მწვრთნელი, რომელსაც გამოცდილება უმაგრებს ზურგს არის ომარ თეთრაძე!