გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:

"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altმეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

მკითხველის კომენტარები / 65 /
შარშან ეგ რო დავწერე მომიცვინდენ ვითო ფეხბურთის ფანები და მაგი მეორედ ართქვაო და იყავით ეხლაბცხვრები ხართ ვინმეს თქვენი აზრი არაინტერესებს ბერიძე და ჯუღელი ფყლებს აკეთებს ბიზნესია მათი ბალაძე დვალიშვილი ყუმარს აგვარებენ გეგუჩაძეს ვინმე რამეს არეკითხება.
samartali
25 ივლისი 2023 21:38
1
გეგუჩაძეზე უკეთესს ვის მოიწვევთ, საინტერესოა?! თუ ფიქრობთ, რომ გვარდიოლას დონის მწვრთნელები დათანხმდებიან საქართველოში მუშაობას?!
N
25 ივლისი 2023 15:08
12
აუჰ.,,რას ამბობ, თორემ სხვა მწვრთნელი ამოქაჩავს? ხალხნო ფეხზე არ უყურებთ მოთამაშეებს? რა დონეა? ჩემი აზრით, აფრიკიდან , ლათინური ამერიკიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან რამოდენიმე იაფფასიანი ფეხბურთელი, რადიკალურად შეცვლის და სტრატეგიულად გარდაქმნის მიმდინარე სიტუაციას. ვიმეორებ, ეს ჩემი აზრია.
დევდარიანი
26 ივლისი 2023 01:11
0
აბა ამდენი შენობა რითი ვაშენო?ბიზნესია ეს ჩემი და არაა თქვენი საქმე
ბერიძე
25 ივლისი 2023 21:39
1
Კაცურად სიმართლე თქვი-ბადრი ხარ შუბლაძე?
G.LA -ს
25 ივლისი 2023 17:32
0
მოითმენთ და მერე როგორ...
კ ო მ ბ ლ ე
26 ივლისი 2023 01:45
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული