გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:

"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altმეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

მკითხველის კომენტარები / 65 /
ქართველი "ულტრასები"! წააგებს გუნდი მწვრთნელის ბრალია, ფეხბურთელები არაფერ შუაშია, მოიგებს გუნდი ყოჩაღ მთ. მწვრთნელო! ასეთი მიდგომა ღუპავს გუნდს.
პირატ, ვაი გულშემატკივრებს.
25 ივლისი 2023 12:52
20
Თქვენ ისეთი ისტორიული და ისეთი მიხწევების გუნდი ხართ მინიმუმ კლოპი უნდა მოიყვანოთ ან ანჩელოტი.აბა კონტე და პოჩეტინიოს ხო არ მოიყვანთ,რა თქვენი საკადრისია?
ბათუმს ქათქათას
25 ივლისი 2023 12:32
40
შენ რა წაიგე ტვინი ეეეე, პატარა დალაგებულად ილაპარაკე, თორე დაუკრეფავში გადადიხარ უკვეე
batigoli
25 ივლისი 2023 13:52
2
გეგუჩასვით მაგარი მწვრთნელი მეორე არ დაიარება ქართულ სივრცეში.... დაფიქრდით... დასკვნის გამოტანა ძალიან ადვილია.....
Guja
25 ივლისი 2023 16:56
25
გეგუჩაძის ძლიერება რაში გამოიხატება?
თემო
25 ივლისი 2023 17:15
1
Xelfasebidan ro bichebs wilebs axevs g nabichvari, davijero aqamde ar icis direqtorma da tqven bichebo, ro Wilshire uzis da procentebs igebs ,batumlebi imito ar chirdeba klubshi ar Unda mag nabichvars gabazreba, geguchadze vici ro amas kitxulob sheni ampartavani dedashevecit. Gaajmevinet mag yles
Vato
25 ივლისი 2023 16:38
1
ბათუმის წვალება არც მე მომეწონა, მაგრამ...
ვთქვათ, წავიდა მწვრთნელი, გათენდა მეორე დღე და რას ვშვებით?
ვინმე უკეთესი მოგვყავს?
ვინ არის მერე უკეთესი?
ან იმ უკეთესს რამდენ ხანს აცლით?
თუმცა ისიც მართალია, რომ ამ რესურსით უკეთესი თამაში შეიძლებოდა.
mamuka09ze
25 ივლისი 2023 15:12
6
Geguchadze 1 wlis ujan iyo gasagdebi magram soflis gundu ro xar da fexburtis gartymashi ro ar xar mere aseti shedegi modis. Yvelam kargad icis geguchadze tu darcha ra iqneba momsval sezonsji evrotasdbze. Isev ertidaigive. Kacma es Kobsxidze ver moicilaa da us ukraineli gaushves . Mokled Batumi narto saqartvelos soflis chrmpionatdhi ty izsms rames am mvrtneltan ertad. Goris Dila jer gamoiyureba ertaderti dalagebuli dzlieri da shekruli gundi. Danarchenebi tabashoben ezos fexburts
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
25 ივლისი 2023 13:17
3
შენ ეხლა ისე ნუ გამოგყავს გორის დილა, გეგონება ლივერპული გყავდეთ.ისე იძახი სულ გიგებთ გორიო, შარშან 4 თამაშიდან 3 ბათუმმა მოუგო დილას და წელს ჯერ 2 იყო მხოლოდ და აქედან ერთში მოიგეთ. ასე რომ ძაან ნუ აგივარდება თავში. მე პირადად ძალიან ვგულშემატკივრობ დილას და გამიხარდება თუ გადალახავს ვორსკლას ბარიერს.ისე რომ იცოდე ცოტა ობიექტურობა არ გაწყენდა.
გორელს
26 ივლისი 2023 21:01
0
Bichebisgan xelfasidan ro wilshia xo yvelam icit tu aqamde rogor ver gaigo direqtorma, ro fulebs texavs , wavides unda
Gig
25 ივლისი 2023 16:39
2
ბათუმის დინამოს გულშემატკივრებო დემჩენკო მოგინდათ? ისე გუნდები რო გავცვალოთ არ გინდათ? თან წერთ არაფრით გამორჩეული დილაო. გაგახსენებთ რო არაფრით გამორჩეული დილას ფეხბურთელებით სავსეა დინამო და არაფრით გამორჩეული დილაა სადაც დაგიჭერთ იქ რო გიგებთ. ბათუმის დინამო რო გორის დილას ბულკია ეს მთელმა ქვეყანამ იცის.
გორელი
26 ივლისი 2023 17:12
5
საქართველოს ჩემპიონატია წუმპეში, ამ უკონკურეციო ჩემპეონატში ისევ ბათუმი თამაშობს დინამიურ ფეხბურთს, ნახეთ თბილისის დინამოს და ქუთაისის თამაში, დამდგარი ფეხბურთი, მუდმივი განივი და უკანა პასები, სვარკა.არავითარი ჯიგარი.
ამ წუმპეში ნათელი წერტილი ისევ გეგუჩაძეა, დარწმუნებული ვარ ამ მალტის გუნდს კარგად მოუგებდნენ.
ბათუმელი არა ვარ, თბილისის დინამოს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ
მამუკა
26 ივლისი 2023 01:57
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული