გიორგი ჭიაბრიშვილი: მე ბევრი შეცდომა დავუშვი - ვიმედოვნებთ, ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლში შევძლებთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად "ჰამრუნ სპარტანსთან" 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"რთული მატჩი გამოდგა. ეს პირველი თამაში იყო. ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლში შევძლებთ. მარცხის მიზეზებზე საუბარი, ვფიქრობ, არ ღირს, რადგან ბევრი რამ გაანალიზებული არ გვქვს, მაგრამ ვხვდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც თამაშზე აისახა.

ცვლილებების მომენტიც იყო, ბევრი ტრავმა, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, მთელი თამაში ჩემი დაგეგმილი იყო და არ გამომივიდა. ამიტომ შეხვედრა დავთმეთ.
ვეცდები, თბილისური მატჩი სხვანაირად დავგეგმო, შემოვაბრუნოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ".

მკითხველის კომენტარები / 59 /
ნამუსგარეცხილი და ქვეყნის შემარცხვენელი ხალხი ხართ.
sani
03 აგვისტო 2023 22:16
0
მეორე წრეში კი გავალთ, მაგრამ მერე აღარ მგონია რამე შეძლოს დინამომ. რა დრო დადგა, ამ დონის გუნდებს 10-0-ზე ვუგებდით! ფაქტია, არაფერი იცვლება, არც შეიცვლება, თუ ქალაქი არ დადგა დინამოს დასაცავად!
მერაბი
27 ივლისი 2023 14:01
1
ეცდები ??? რას ეცდები ბიჭო , შენს ,,მცდელობებს " გინდა გადაგვაყოლო ? შენ ეცადე ეხლა , რომ შენი კომპეტენციის შესაფერი სამსახური იშოვნო - შიმშილისათვის მტერიც არ მემეტება , შენ მით უმეტეს . არ დაიწყოთ ახლა შენ და ფიფიამ , თბილისური მატჩის წინ ცვლილება არ ივარგებსო . ნებისმიერი , ოდნავ ფეხბურთის მცოდნე , თავმოყვარეობადაუკარგავი მოუგებს მაგ თქვენს მძლეველ ბატის კვერცხების გუნდს ( ჩვენი ინდაურის კვერცხების გუნდია არა ბიჭების , არამედ დინამოს მესვეურების ,,დამსახურებით ").
Tedo
26 ივლისი 2023 18:32
1
ორივე დინამომ დაგეგმილად ცუდათ ითამაშა, ერთის მწვრთნელი ამბობს მე ვარ დამნაშავეო მეორეს მწვრთნელს 4 წელია მთელი ბათუმი ვაგინებთ უშვებთ და კიმენტარსაც არ აკეთებს, აზრზე ხართ რა მოგვარებული აქვთ? მეტი რამეს ვერ დაამატებ ისე თამაშობენ პრესკომფერენციაზე რა გულით ჯდებიან აზრზე არ ვარ
აჩი**
26 ივლისი 2023 17:11
1
მეცოდება ქართული ფეხბურთი და ყველაზე მეტად ის ათწლეულში ერთხელ დაბადებული ინდივიდუალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები მეცოდება, ვინც ვერასდროს გამოიჩენენ თავს, რადგან უმრავლესობა უდაბლესი დონის გუნდელები ეყოლებათ.
ამ ჭაობში ყველაზე მეტად გამორჩეულ ადამიანს გაუჭირდება, ჯერ რამხელა ზეწოლა ექნება და მერე ყველას გაფუჭებულს იმ ერთს რომ დააბრალებენ.
გულშემატკივარიც აქედან გინების მეტს არაფერს უგზავნის და აღარც ერთ ბავშვს ამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაში აღარ მოუნდება. ერთი მიზეზიც კი არ არის რატომ უნდა მოუნდეს.
ფეხბურთი სიამოვნებას უნდა განიჭებდეს მოთამაშესაც და მაყურებელსაც, ტანჯვა-წამებას კი არ უნდა ჰგავდეს.

:)
26 ივლისი 2023 16:54
1
ამდენის მოთმენა მართლა უკვე აღარ შეიძლება. დინამო არცხვენს თავის ისტორიასაც და ქვეყანასაც. ევროთასებზე აღარავის დამარცხება აღარ შეუძლია. ვინაიდან, კაპიტალიზმის პირობებში კერძო საკუთრება ხელუხლებელია და გუნდის მფლობელი კი დილეტანტი და უნამუსო, არსებობს ორი გამოსავალი:
1) გადაერქვას დინამოს სახელი, ისევე როგორც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე იბერია რომ გადაარქვეს ცოტა ხნით და დინამოს დიადი სახელი აღარ შეიბღალოს
2) კაპიტალისტური კონკურენციის პირობებში დინამო ისე დაძაბუნდეს კონკურენტებთან ბრძოლაში, რომ ვეღარ შეძლოს ევროთასებზე გასვლა, როგორც ამას ჩვენი მეზობელი სომხები აკეთებენ.
ერევნის არარატმა 1975 წელს, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში შინ თვით მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა.ამ დონეზე თამაში ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა; რამდენიმე წლის შემდეგ ლივერპულის გამოგდების შემდეგ, დინამო მერვედფინალში ჰამბურგერ შპორტფერაინმა გააჩერა, არადა, ვისღა ახსოვს დღეს დიდი არარატი, სომხეთის ღირსებას ევროთასებზე სულ სხვა კლუბები იცავენ. არარატ–არმენია ახლადშექმნილი გუნდია.
სტალინი
26 ივლისი 2023 15:52
1
ეს ჭიაბრიშვილი და დოლიძე დინამოს სპორტული დირექტორი ორივე შეთახმებულად დინამოს ანადგურებენ.დავიჯერო ფიფია ვერ ხედავს ამას?
გიგი
26 ივლისი 2023 15:39
2
იციტ რას ვრრ ვიგებ მიადგებიტ ფიფიას და ლანზხავტ ფიფია მწვრტნელია აგერ მაგალიტი ანორტოსისსი ლიგის ჯგუფი კონფერენს ჯგუფი ქეცბას დროს იყო ეხლა ქეცბა არარი გუნდსი მერვე ადგილი აიხო ვინარი გასალანზხი ტუ მიხვდებიტ
davit
26 ივლისი 2023 15:21
5
ფიფიაააააააააააააააააა
ღუტუნა
26 ივლისი 2023 15:51
2
ეს ვეღარ გაიზარდა როგორც მწვრთნელი საბურთალოს შემდეგ.გეგუჩაძეც ვეღარ ვითარდება კაი ხანია და გასაგებია რომ მაგარი დაკრიშულია ორივე,მაგრამ გულშემატკივრებს რას გვერჩით? როგორც რუსეთში ყველას უნდა ესმინა ალა პუგაჩოვა,კაბზონი და კირკოროვი, აქაც ყველამ უნდა ვუყუროთ ამ ორ გენიოს ტრენერს? და ჩვენ და ბათუმის გულშემატკივრებს რატომ გვაიგნორებთ ათი ათასობით ხალხს?ფიფიაზე რომ წერენ აკადემიას მიხედოსო, იცით იქ გახსნის დღიდან რა მექრთამეობა ტრიალებს? კითხეთ მშობლებს და მოგიყვებიან.ფიფიამ უნდა გაყიდოს ეგ გუნდი,თუნდაც პოსლეზე და გაეცალოს ქართულ ფეხბურთს.3 და 4 ბავშვი დინამოში კი არა, ყველგან იზრდებოდა ყოველთვის.კარგად შეფუთული ფარსია მთლიანად ეგ დინამო თავისი უცხოელი პერსონალით.უყურეთ მაგათ დუბლს,უ19 რა საშინელებას თამაშობენ და დარწმუნდებით.დიდ გუნდზე არაფერს ვიტყვი, შედეგები ფიფოს 13 წლის მუშაობის სახეზეა.უ21 ით ილუზიებს ნუ შევიქმნით, ქართული ფეხბურთი დიდ ჭაობშია და ეროვნულიც კვარას გარეშე რაცაა ბევრჯერ ვნახეთ.არაპროფესიონალიზმია ყველაფერში რაც ფეხბურთს ეხება,დაწყებული ჟურნალისტიკით, რომელიც არ გვყავს ან მიკერძოებულია და დამთავრებული მწვრთნელებით გუნდებში, რომლებიც უამრავ ბავშვს ღუპავენ. მარტო ინფრასტრუქტურა ვერ გვშველის,იმ ადამიანებშია პრობლემა რომლებიც ფეხბურთში არ უნდა მოღვაწეობდნენ. მოაშორეთ ასეთი ხალხი და ყველაფერი კარგად წავა.
ზეზვა
26 ივლისი 2023 14:22
2
ზეზვა ყველაფერში მართალი ხარ! ზოგადად ფეხბურთში სამწუხაროდ მენეჯერები არ გვყავს და რეალურად საქმის გამკეთებელი პროფესიონალები. ისინი ვინც არიან მოძველბიჭო ელემენტები და ფულის კეთებაზე გადასული დილეტანტები არიან, რომელთაც რაღაც მცირე კარიერა ჰქონიათ სპორტის ამ სახეობაში და თავი გენიოსები ჰგონიათ.
ირაკლი
26 ივლისი 2023 16:01
0
აქ მოვიგებთ.შემდეგ წრეში გავალთ.ეგენი არანაირი რიბაკები არ არიან.მთელი მსოფლიოდან მაღალი დონის ლეგიონერები ჰყავთ.მალტა ევროკავშირის წევრი ქვეყანა არის.და ხელფასებიც მაღალია.ჩვენსავით კი არაა.ოკუპანტს რო ვუძვრებით
რეზო
26 ივლისი 2023 13:54
16

სიახლეები პოპულარული