"ვორსკლასთან" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ (1:2), კომენტარი "დილას" მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ გააკეთა:
"მე ჩემი ბიჭები თავიდანვე გავაფრთხილე, რომ მეტოქეს კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს და ძლიერი გუნდია. მინდა გითხრათ, დღეს ძალიან გაგვიჭირდა. "ვორსკლამ" ინიციატივა დაგვითმო და თავს ჭკვიანურად იცავდა. ფლანგები ჩაგვიკეტეს და ძალიან გაგვიჭირდა.
უკრაინული გუნდი ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული. ისინი დაახლოებით 75 წუთი მოლოდინის რეჟიმში იყვნენ. გოლის გასატანად შანსები კონტრშეტევაზე ჰქონდათ. ასეთი ტაქტიკა აირჩია მწვრთნელმა. ბოლოს ფიზიკური კონდიციები არ გვეყო. ამიტომ გავუშვით ორი გოლი".
პ.ს. აქ დაცვაში ჩადგებიან და კონტრშეტევაზე ითამაშებენ. ეს საერთოდ უკრაინული ფეხბურთის დამახასიათებელია. თან კარგადაც გამოსდით. ჰოდა, თუ ხარ ტრენერი მოიფიქრე რამე.