გიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს

AutoSharing Option
"ჰამრუნ სპარტანსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ისაუბრეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ვფიქრობ, "ასტანასთან" ორი მატჩის ჯამში მარცხი საფეხბურთო უიღბლობა იყო. დამსახურებულად დამარცხებისას, არ გაქვს სანერვიულო, გაჯობა მეტოქემ და ეგუები შედეგს. ამ შემთხვევაში კი ცოტა რთულია განწყობა შეინარჩუნო, რადგან ჩვენთვის "ასტანას" ბარიერის დაძლევა პრიორიტეტი იყო. ამიტომ მარცხის შემდეგ ვცდილობთ სტრესიდან გამოვიდეთ. წინ მნიშვნელოვანი თამაშია, იდეალური განწყობა არავის გვაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს უიღბლობა გადავლახოთ...

"ჰამრუნთან" პირველი თამაში
ცუდი იყო, ვაღიარებ, მაგრამ არის მომენტები, როცა არ გიმართლებს. თასის თამაშის გადადების შანსი იყო, "ლოკომოტივიც" თანახმა იყო, მაგრამ არ მინდოდა ტონუსიდან ამოვარდნა, ვფიქრობდი, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა გვეთამაშა.

წინა თამაშზე ბევრი ვერ მიხვდა, რომ მაისურაძე და ტაბიძე ტრავმების გამო შევცვალე. ასეთ დროს, დაცვაში ორი შეცვლა არ კეთდება, თუ იძულებითი არ არის. აღიარება არ მერიდება, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი ჩანაფიქრი. ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ...

დღეს "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს. ერთი ვიცით, რომ მუშაობით, სწორი მიდგომით, ამ გუნდს მომავალი აქვს. ევროტურნირებზე ვხედავთ ჩვენს რეალურ ძალას: საქართველოს ჩემპიონატში ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ევროტურნირებზე ჩანს, რომ ძლიერი არ ვართ. ეს არ არის კარგი რეალობა, ამიტომ ჩვენს თავს უნდა გადავახტეთ, რომ შედეგი ვაჩვენოთ. არ ვართ ისეთი გუნდი, რომ ასეთ დონეზე რაღაც წინასწარ დავგეგმოთ.

ვიმედოვნებ, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა, რადგან მათ შეუძლიათ დიდი მუხტის მოცემა, შეუძლებელი შეგვაძლებინონ. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქომაგი იყოს სტადიონზე".

ზორან მარუშიჩი: "გუნდში კარგი განწყობაა, თასის თამაშმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ხვალ იმაზე უკეთ თამაშს ვგეგმავთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. ვიცით, რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს, მთელი გუნდი ვემზადებით, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ".

მომზადებულია თბილისის "დინამოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 55 /
აუჰ,რას ამბობ ფეხბურთელები ხომ გლიჯავენ ყველაფერს რააა. ეს მაგარი ვიცით,სხვის გადაბრალება, ან მწვრთნელს უნდა დავაბრალოთ,ან ამინდს,ან კიდევ მსაჯს და რეალურ პრობლემას ვერავინ ვერ ხედავს თუ შეგნებულად არ ამბობთ,გაუგებარია. საქართველოში ,საკმარისად იმდენი ბიზნესმენია, რომ ჩადოს ფული, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე,მაგრამ ეს ხომ საქართველოა? ხვალ გოჭი და ხიზილალა არ უნდა შეჭამონ?
რეზი ბაგრატიონი
03 აგვისტო 2023 15:54
3
ჯერ მწვრთნელებს უნდა ვუმკურნალოთ,რომ დამარცხებულის ფსიქოლოგიიდან გამოვიყვანოთ, ფეხბურთელები თავად მორჩებიან მწვრთნელი,რომ გამოჯამრთელდება
სვანსკი
03 აგვისტო 2023 15:01
1
ჭიაბერაშვილიდან ჭიაყელაშვილამდე გზა გაიარა ტიპმა
ოლივიე ჟიღუუ
03 აგვისტო 2023 15:01
2
თუ ასეთი პრინციპულია, მაშინ წავიდეს! გასდის ფიფიასაც რამდენი წელია! კიდევ რას ველოდოთ?
მერაბი
03 აგვისტო 2023 14:21
0
ალბათ, დინამოს მოუხდება მწვრთნელად სოსო უჩიაშვილი. არ ვიცი, ამჟამად რომელი გუნდის ტრენერია, კარბურატორის თუ სტარტერის.
ბ. დილანიშვილი
03 აგვისტო 2023 14:19
5
Dekanosidze sheiyvane didi maestro
Lasha
03 აგვისტო 2023 13:11
0
სიმართლე თქვენ არ გინდილარიენ, ჰოდა იმიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ. კაცმა სიმართლე თქვა, ისეთი გუნდი არ ვართ, რომ პროგნოზი გავაკეთოო. ატეხეს ერთი ამბავი, წაგებულის ფსიქოლოგიაო, ამის და ფიფიას ბრალია ყველაფერიო, თორემო, ჩვენა ვართ რაცა ვართო. ვაი თქვენს პატრონს.
პ.ს. ერთი კვირის წინ დავწერე ქუთაისის გასვლის შანსი არის 20-80 თან თქო. სულ არაქართველი და ბოროტი მეძახეს. არადა სიმართლე ვთქვი. ტორპედოს კი არ ვერჩოდი, ქართული ფეხბურთია უკან-ში.
პ.ს.ს. ჩემი პროგნოზით დინამოს გასვლა 20-80-ზეა, მაგრამ ტრენერის განწყობით თუ ვიმსჯელებთ, სიურპრიზია მოსალოდნელი.
მწარე
03 აგვისტო 2023 13:09
3
დინამოს გასვლას რაც შეეხება 99% გავა. პირველივე ტაიმში თან. საქმე სხვა რამეშია აქ. ზუსტად ტრენერის და ფიფიას ბრალია , ფიფიას ფულის დახარჯვა არ უნდა, ხოლო ჭია ხმას არ იღებს და ნორმალური ფეხბურთელის მაგივრად გუნდში მარგველაშვილი მოყავს. მარგველაშვილს რომ მივიყვან გუნდში - იქ დამთავრებულია ყველაფერი. ტიპიური მოყვარულია , არც მოძრაობები აქ ფეხბურთელის და არც აღნაგობა... მე პირადად პირველად არ მივალ სტადიონზე დინამოს თამაშზე...(ევროსარბიელს ვგულისხმობ)
Gambler
03 აგვისტო 2023 16:20
0
ფარერის კუნძულების გუნდი რომელიც ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა ძლიერიააა?!!!! დაამარცხა რა ფერენცვაროში უნგრეთის ჩემპიონი და შვედეთის ჩემპიონი! როგორ არის ეს მწვრთნელი?!
.
03 აგვისტო 2023 12:36
2
კი ძლიერია, საქმის ხალხი მუშაობს იქ და პროფესიონალები როგორც ჩანს... მუშაობას როცა ვისწავლით მერე შედეგიც მოვა, ფეხბურთელებსაც ვგულისხმობ, მმწვრთლელსაც, მასაჟისტსაც და მენეჯერსაც...
დათო
03 აგვისტო 2023 16:42
1
დილას თამაში აჩვენეთ ფეხბურთს მაინც ვუყურებ. ამათი მოგებაც და წაგებაც ერთნაირი საცოდაობა იქნება დღეს. შეიძლება ვაი ვაგლახით გაცდნენ და წავა მერე ტრაბახი სანამ ფერენცვაროში გაგვხევს.
რაბუ
03 აგვისტო 2023 11:24
0
ასეთი მწვრთნელები საერთოდ უმუშევრები უნდა იყვნენ
simartle
03 აგვისტო 2023 11:20
0
ვიᲦაცა სოსიაᲨვილზე "ხუმრობდა",უᲩა მარᲗლაც დიდი მწვრᲗნელი და Ღირსეული ადამიანია
Avto
03 აგვისტო 2023 16:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული