გიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს

AutoSharing Option
"ჰამრუნ სპარტანსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ისაუბრეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ვფიქრობ, "ასტანასთან" ორი მატჩის ჯამში მარცხი საფეხბურთო უიღბლობა იყო. დამსახურებულად დამარცხებისას, არ გაქვს სანერვიულო, გაჯობა მეტოქემ და ეგუები შედეგს. ამ შემთხვევაში კი ცოტა რთულია განწყობა შეინარჩუნო, რადგან ჩვენთვის "ასტანას" ბარიერის დაძლევა პრიორიტეტი იყო. ამიტომ მარცხის შემდეგ ვცდილობთ სტრესიდან გამოვიდეთ. წინ მნიშვნელოვანი თამაშია, იდეალური განწყობა არავის გვაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს უიღბლობა გადავლახოთ...

"ჰამრუნთან" პირველი თამაში
ცუდი იყო, ვაღიარებ, მაგრამ არის მომენტები, როცა არ გიმართლებს. თასის თამაშის გადადების შანსი იყო, "ლოკომოტივიც" თანახმა იყო, მაგრამ არ მინდოდა ტონუსიდან ამოვარდნა, ვფიქრობდი, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა გვეთამაშა.

წინა თამაშზე ბევრი ვერ მიხვდა, რომ მაისურაძე და ტაბიძე ტრავმების გამო შევცვალე. ასეთ დროს, დაცვაში ორი შეცვლა არ კეთდება, თუ იძულებითი არ არის. აღიარება არ მერიდება, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი ჩანაფიქრი. ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ...

დღეს "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს. ერთი ვიცით, რომ მუშაობით, სწორი მიდგომით, ამ გუნდს მომავალი აქვს. ევროტურნირებზე ვხედავთ ჩვენს რეალურ ძალას: საქართველოს ჩემპიონატში ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ევროტურნირებზე ჩანს, რომ ძლიერი არ ვართ. ეს არ არის კარგი რეალობა, ამიტომ ჩვენს თავს უნდა გადავახტეთ, რომ შედეგი ვაჩვენოთ. არ ვართ ისეთი გუნდი, რომ ასეთ დონეზე რაღაც წინასწარ დავგეგმოთ.

ვიმედოვნებ, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა, რადგან მათ შეუძლიათ დიდი მუხტის მოცემა, შეუძლებელი შეგვაძლებინონ. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქომაგი იყოს სტადიონზე".

ზორან მარუშიჩი: "გუნდში კარგი განწყობაა, თასის თამაშმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ხვალ იმაზე უკეთ თამაშს ვგეგმავთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. ვიცით, რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს, მთელი გუნდი ვემზადებით, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ".

მომზადებულია თბილისის "დინამოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 55 /
არ შეიძლება რომ ამ ფიფიამ დაანებოს თავი დინამოს და ვინმე სხვა პატიოსანმა შეიძინოს?
Gio
03 აგვისტო 2023 23:58
0
ეს არის სამარცხვინო და დამამცირებელი განცხადება მწვრთნელისგან,მაგრამ რა გასაკვირია ჭიაბრიშვილი და დოლიძე შეთანხმებულად ანგრევენ დინამოს
Gia
03 აგვისტო 2023 21:54
0
ვიღაც მდიდრდება სადღაც აზიურ ტოტალიზატორშიიი, იუვენტუსს რომ დასდევს უეფა ამას ვერ ხედავს?
???
03 აგვისტო 2023 21:53
0
აგერ დაიმახსოვრეთ, ჭიაბრიშვილი წავა როცა იქნება,სხვა მოვა,მერე კიდევ სხვა უკეთესიც მოვა, მაგრამ ესენი რა კრეტინებიც არიან,იგივე კრეტინები იქნებიან. მწვრთნელის რა ბრალია, ფეხბურთელები იდიოტები იყვნენ. საერთოდ თამაშს უყურებთ,ამ ბრძნულ კომენტარებს რომ აკეთებთ?
დევდარიანი
03 აგვისტო 2023 21:17
2
მომეჩვენა თუ კიდე სტრესი ახსენა? ამის კომენტარის მოკლე შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერს ხ......ო ზნაეტო რა
დინამიტი
03 აგვისტო 2023 21:06
0
რა ჭირს ამ .... დინამოს, მართლა ტოტალიზატორზე ხომ არ თამაშობს?
irakli
03 აგვისტო 2023 20:51
0
რაც მეტს ილაპარაკებ , მეტ სიიულელეს იტყვი.რაებს ბოდავ ?! მორჩი უაზრო თავისმართლებას.ფსიქოლოგიურად სპობ გუნდს შენი თავის პასუხისმგებლობისაგან გამოძრომის მიზნით . ვინ დაგაბრალა მწვრთნელობა არ ვიცი . დინამოდან იძულებული იქნება ფიფია მალე აგახვევინოს ( იძულებული, თორემ მტერი არაა , მაგას მაინც ესმოდეს რაიმე ) , მაგრამ ლაპარაკი რომ ისწავლო ( მწვრთნელობის რა მოგახსენო ) ერთს გეტყვი : ,, ლომების პრაიდს , რომელსაც სათავეში ყავთ კურდღელი , ამარცხებს კურდღლების ჯოგი , რომელთაც სათავეში ყავთ ლომი "- შენი საუბრიდან კურდღლად მოსჩანხარ , საკუთარ თავს მაინც გაუფრთხილდი .
gpi
03 აგვისტო 2023 18:18
2
თამაშის წინ გუნდის მწვრთნელი ასეთ სისულელეს (სათაურში გამოტანილ ციტატას) რომ იტყვის ის მინიმუმ გუნდიდან უნდა წავიდეს!!! ჩვენ კი ვხედავთ რა საცოდავ დღეშია დინამო, მაგრამ მატჩის წინ საკუთარი ფეხბურთელების ასე დაკნინება საერთოდ როგორ ჯდება სამწვრთნელი ლოგიკაში?! თევზი თავიდან ყარსო, ხოდა დინამოს მთავარი პრობლემა=ფიფია+ჭიაბრიშვილი!!! მართლა ბოლომდე გაგვიბანძეთ საყვარელი გუნდი, ვერ გამიგია დინამოს ვეტერანები საერთოდ როგორ იტანთ ამ მდგიმარეობას??? ხმა ამოიღეთ თუ ასე დაკნინდით და გათითოკაცდით რიმ გროშების გამო პირში წყალი ჩაგიგუბებიათ?! ამათი მარაზმის ყურებით დაგვაწყდა ნერვები!!!
პაატა
03 აგვისტო 2023 17:27
2
ამ ჰამრუნ სპარტანსს შარშანდელ კონფერენც–ლიგაზე სამი წრე გაუვლია და მესამე წრეში თვით სოფიის ლევსკი დაუმარცხებია, მაგრამ რა ხეირი. ლევსკი და დინამო დღეს მხოლოდ სახელებია.
მახსოვს, 1984 წელს მოსკოვის დინამომ ჰამრუნი 5:0 და 1:0 დაამარცხა თასების თასის მერვედფინალში
სტალინი
03 აგვისტო 2023 17:10
0
დავიჯერო იმ მეთევზე-ელექტრიკოსებმა უკეთ იციან თამაში და უფრო ნიჭიერები არიან? ან ზიდანი წვრთნის? არა, ისენი ფულის გულისთვის იმდენად არ თამაშობენ რამდენადაც ფეხბურთი და მოგება უყვართ, მოსწონთ, თქვენთვის კიდე არც სიამოვნება მოაქვს და არც მოგებაზე გიჟდებით, სამსახურია რა, სადაც არაფრისთვის ფულს გიხდიან. თუ საქართველოს ჩემპიონატ-თასს რამედ თვლით - იმკურნალეთ
???
03 აგვისტო 2023 16:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული