კაცნაკლულმა "ტორპედომ" ყაზახეთში გაიმარჯვა, მაგრამ გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედომ“ გასვლაზე „აქტობე“ 2:1 დაამარცხა.

ქუთაისში 1:4 წაგების შემდეგ „ტორპედომ“ სტუმრად გამარჯვების მოპოვება შეძლო, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები სამოროდოვმა წინ გაიყვანა, შესვენების შემდეგ ყაზახეთის გუნდის კარი არაბიძემ და ბუღრიძემ დალაშქრეს, „ტორპედო“ დაწინაურდა, შანსი გაუჩნდა, მაგრამ მერე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სანდოხაძემ და საბოლოოდ ქუთაისელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

აქტობე. „კობლანდი-ბატირა“
აქტობე - ტორპედო 1:2
გოლები: 1:0 სამოროდოვი (31), 1:1 არაბიძე (58), 1:2 ბუღრიძე (66)
გაძევება: სანდოხაძე (78)

მკითხველის კომენტარები / 22 /
მოკლედ, თან ლუზერები ვართ, თან უკუდო ამპარტავნები.საშუალოზე დაბალი დონის კლუბმა აქტობემ აჯობა ტორპედოს, თანაც მაგრად აჯობა. არ შეგვიძლია ამის აღიარება? 4;1 რომ წააგებ საკუთარ მოედანზე,ამას რაც ქვია კი იცით. რაც შეეხება ბრძოლას,ტორპედოს წამყვან ფეხბურთელებს საქართველოს პირობებში ხელფასი თვეში 30 000 ლარი რომ აქვთ ,უნდა ირბინონ მაინც, თუნდაც უაზროდ და ერთი-ორს ხანდახან გაარტყამენ.
სიმართლე ნუ გაღიზიანებთ.
04 აგვისტო 2023 16:16
1
ასეტი ბოგმიანი კომენტარები არ დაყმსახურებია ტორპედოს, ბოლომდე იბრზოლენ და ევროტასებზე გირსეყლად გამოვიდნენ.მეტი რაუნდა ეკნა 2 ტვის გუნდს. მადლობა გამარჯვებისტვის და ბრზოლისტვის.
realoba
04 აგვისტო 2023 12:43
1
ტორპედოს ნამუსი მაინც აქვს, აი დინამოს კი, რა მოგახსენოთ.
Status quo
04 აგვისტო 2023 12:34
1
აქტობეს როგორც აწყობდა ისე ითამაშეს. და საერთოდ რა გუნდი აქტობეა ხალხო კარგით რა. ჭ კლასია ყველა ქართული გუნდი. საცოდაობაა ამათი ყურება, არადა ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ ტორპედოში. ყოჩაღ დილა, საოცრად მცირე ბიუჯეტით რასაც ახერხებენ.
რა გვეშველება, არც არაფერი
04 აგვისტო 2023 09:51
9
ძალიან დაბალი დონის გუნდები გვყავს.. ტიპი გაგდების ეპიზოდში იმენა გვამივით იყო.საზიზღრობაა ამ გამარჯვებით სიხარულის საფუძველი გვქონდეს. ტიპებმა 2 თამაშში 5 გოლი სიარულით გაგვიტანეს. მონდომება რომ ქონოდათ ერთ 5 გოლს კიდევ გაგვიტანდნენ. ისი მიდიოდა თამაში როგორც ყაზახებს აწყობდათ. სულ იდგნენ და მოგვიგეს ცოტა რომ ერბინათ რას გვიზავდნენ ქუთაისში კარგად გამოჩნდა 4 გოლი გაგვიტანეს და ერთიც მოგვართვეს რომ მოვინდომოთ ფარჩაკები ხართო გვითხრეს. ტფუი
roma bejanidze
04 აგვისტო 2023 01:52
17
ტორპედო ,პირველი მატჩის შემდეგ,უკვე განწირული იყო,გასავარდნად.მეორე მეტჩშიც პირველებმა გაუშვეს გოლი,მაგრამ ღირსებისათვის იბრძოლეს და შეინარჩუნეს კიდეც.
სოსო
04 აგვისტო 2023 01:31
3
ყოჩაღ ტორპედოს სახე შეინარჩუნა და რომ არა 2 ''ნაჩუქარი'' გოლი ქუთაისში, სხვა შედეგი იქნებოდა. იმედია ტორპედო გააგრძელებს შენებას და ჩამოყალიბდება საინტერესო გუნდათ. არაბიძე საგრძნობლად უმატებს, რაც სასიხარულოა და დრო მოვიდა ნაკრებში ვიხილოთ. მთლიანობაში ტორპედოსგან რასაც მოველოდი იმაზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა კომფერენც ლიგაზე. წარმატება ქუთათურებს.
G.LA
04 აგვისტო 2023 01:06
4
ეს კაცი მალე კარგ გუნდს დააყენებს.ეტყობა მწვრთნელის ხელი.არაბიძე კი სასწრაფოდ ნაკრებშია გამოსაძახებელი.მალე ,,კვარადონას" შეცვლის,რომელმაც საგრძნობლად მოუკლო.ვარსკვლავური შეეყარა.ჩვეულებრივი ქართული მენტალიტეტი.
ჯანაშია ვაგნერი.
04 აგვისტო 2023 00:51
12
Kai shedegia miuxedavad ro gundi axali shekrebilia is shotlandieli ar unda gaushvan.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
03 აგვისტო 2023 23:55
3
სანდოხაძეს რაც ბათუმთან ხელები იქნია და იფურთხა და აპატია მსაჯმა ისე ეგონა
გიუშა
03 აგვისტო 2023 23:25
2

სიახლეები პოპულარული