ეს "დილაა" - გორულმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილამ“ სახლში „ვორსკლა“ 3:1 დაამარცხა.

პოლონეთში 1:2 წაგების შემდეგ „დილა“ საკუთარ მოედანზე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, შეუტია და პირველი ტაიმის დასასრულს ფარულავამ დააწინაურა. თამაში მეორე ტაიმშიც მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო. კარგი მომენტი გომისმა ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, 71-ე წუთზე გამოიყენა კოვტალიუკმა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთს პოლტაველთა კარში მიუჩინა ადგილი. სტუმრებმა მალევე მოახერხეს სტეპანიუკის გოლით ანგარიშის შემცირება. თუმცა 86-ე წუთზე გეილმა ძოწენიძის გრძელი პასი მიიღო, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, გაიტანა და "დილა" გათამაშების
მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

"დილამ" მიმდინარე ტურნირზე საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა. ისევე, როგორც დაკ-თან, "ვორსკლასთანაც" წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ გაიმარჯვა და მესამე ეტაპზე იასპარეზებს.

ყოჩაღ დემჩენკოს და მის შეგირდებს - აი, სწორედ ასეთ გუნდს სჭირდება მეტი დაფინანსება და თანადგომა!

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ვორსკლა 3:1
გოლები: 1:0 ფარულავა (45), 2:0 კოვტალიუკი (71), 2:1 სტეპანიუკი (74), 3:1 გეილი (86)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 83 /
მართლა საღოლ დილას. აბას ბათუმის ან დინამლს ბიუჯეტი მიცა და დემჩენკო ევროპალიგაზე მაინც გაიყვანდა კარგი სპეციალისტია ლეგიონერებიც ნორმალური.ბრავო დილა
დილა გორი ბრავო
23:02 03-08-2023
2
შეადარეთ გორის დილას შესაძლებლობები და დინამო თბილისის, ბრავო გორის დილას. ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს და ლეგიონერებიც ხარისხიანი. ეხლა უყუროს ფიფიამ, თურმე შეიძლება სლოვაკეთის ერთ-ერთი საუკეთესო და უკრაინული კლუბების დამარცხება და არა უშანსოდ მალტის ჩემპიონთან დამარცხება.
zaza
22:59 03-08-2023
0

სიახლეები პოპულარული