ორი განსხვავებული ტაიმი - "დილა" "აპოელთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ თბილისში „აპოელთან“ 0:2 დამარცხდა.

მიუხედავად სიცხისა, შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. თამაში სანახაობრივი იყო. მე-10 წუთზე მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი გორულ გუნდს პირველ ტაიმში, 30-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც საჯარიმოდან ჩიტეიშვილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში მეკარე კუჩერენკომ ქვილითაიას დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კრესპომ გაიტანა.

შესვენების შემდეგ „აპოელმა“ მაღალ პრესინგს მიმართა, თამაშის ტემპიც დაეცა და მოწინააღმდეგემ ანგარიში გაზარდა - საჯარიმოდან ეფრემის დარტყმული
არგასაშვები ბურთი კუჩერენკომ გაუშვა. დარჩენილ დროში "დილა" უშედეგოდ ცდილობდა გატანას. ბოლოს მცველმა სანტოსმა წითელი ბარათი მიიღო და დემჩენკოს შეგირდებმა მარცხი განიცადეს.

აშკარაა, "აპოელი" "დილაზე" უკეთესად დაკომპლექტებული გუნდია და ეს საბოლოოდ შედეგზე აისახა.

საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს ნიქოზიაში გაიმართება.

თბილისი. „დინამო არენა“
დილა - აპოელი 0:2
გოლები: 0:1 კრესპო (45+1), 0:2 ეფრემი (64)
გაძევება: სანტოსი (87)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 46 /
სრულიად ალოგიკური შედეგი, თამშიდან გამომდინარე. დილამ.რომ გასვლაზე მოიგოს არ გამიკვირდება
Irakli Apkhaidze
23:59 10-08-2023
2
"დილას" წინა ჩატარებული თამაშებიდან გამომდინარე დღეს მეტის მოლოდინი გვქონდა თუმცა აპოელი აშკარად უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა ვიდრე დუნაისკა ან ვორსკლა. მეტი შეეძლო დილას, თითქოს საკუთარი ძალების ვეღარ ირწმუნეს გოლის შემდეგ. ქართულ გუნდებში ხო პრობლემები არ ილევა, ამ შემთხვევაში გორელებს მწირი სათადარიგო სკამი აღმოჩნდა, ვერ გაძლიერდა გუნდი სკამიდან, არ აქვს მეტი რესურსი და რაგინდა რო ქნას მხოლოდ დემჩენკომ.
დავითი
00:47 11-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული