"დილა" ისევ დამარცხდა - ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილა“ გასვლაზე „აპოელთან“ 0:1 დამარცხდა.

თბილისში პირველ შეხვედრაში 0:2 წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გორული გუნდის გასვლის შანსი მინიმალური იყო, თუმცა მწვრთნელმა დემჩენკომ განაცხადა, რომ სიტუაციის შემობრუნებას შეეცდებოდნენ, რაც გასულ ორ რაუნდში მოახერხეს. სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მასპინძლები კი შეტევებს ორგანიზებულად იგერიებდნენ და სწრაფი კონტრიერიშებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას. პირველი სახიფათო მომენტი აქტიურმა გეილმა შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე ბელეცმა მოიგერია. „აპოელის“ რიგებში ქართველი ლეგიონერები დვალი და ქვილითაია გამოირჩეოდნენ, რომელთაც გატანის შანსები ვერ გამოიყენეს. ერთი
სიტყვით, თამაში კვიპროსული გუნდისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა.

შეცვლაზე შესულმა ნდონგალამ შესვენების შემდეგ თავურით დალაშქრა კუჩერენკოს კარი და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა, "აპოელმა" მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე და პლეი-ოფში "გენტს" დაუპირისპირდება. ამით ქართული კლუბების მორიგი მონაწილეობა ევროტურნირების შესარჩევ ეტაპებზე დასრულდა.

ნიქოზია. „Neo GSP“
აპოელ - დილა 1:0
გოლი: ნდონგალა (48)


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
უაზრო სტატიები და ბლაბლაბლა. მოაშორეთ ფიფია, მოითხოვეთ სიმკაცრე კლუბების მონიტორინგზე, შეაწუხეთ ე.წ. ვეტერანები და გასაკრიტიკებელი გააკრიტიკეთ ამ მაიმუნობას. სამარცხვინო ჩემპიონატია ფულის კეთება მარტო
Blablablabla
18 აგვისტო 2023 02:54
2
ყველგან არაპროფესიონალიზმია, გუშინ ამ გვერდმა სტატია დაწერა თენგიზ სულაქველიძეზე, ხალხს აგინებინა და ალანძღინა,თითქოს სულაქველიძე რუსეთს აქებს და ადიდებს,რამოდენიმე საათში საერთოდ გააქრეს სტატია გვერდიდან. ან ხალხს მოუხადეთ ბოდიში,რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეთ,ან სულაქველიძეს მოუხადეთ ბოდიში რომ არასწორი ინფორმაცია გაუვრცელეთ, ან თუ ყველაფერი მართალი დაბეჭდეთ,რატომ წაშალეთ?! მოკლედ ვისაც რაც უნდა იმას რომ აკეთებს თავის გემოზე,ამიტომაც ვართ ღრმად ჭაობში ყველა მიმართულებით და თან ერთმანეთს ვლანძღავთ და ჭკუას ვასწავლით.
საქართველო
18 აგვისტო 2023 07:01
2
მოაშორეთ რას ნიშნავს, ჩრდილოეთ კორეაა თუ რამე სახელმწიფო პოსტი უჭირავს და შეიძლება გადავაყენოთ?!!! რა მენტალობაა და რა აზროვნებაა საერთოდ?! შენ რომ შენს სახლს და მიწას ვერ უვლიდე (მიზეზებს რა მნიშვნელობა აქვს) შეიძლება რომ შენმა მეზობელმა ან დაინტერესებულმა ვინმემ მოგთხოვოს მოშორდი შენი სახლიდან და მიწიდანო?!!! ეხლა არ დამიწყო დინამო ყველასიაო და მსგავსი სისულელეები!!!! თუ თქვენია დინამო მიბრძანდით და რამე შემატეთ კლუბს, იყიდეთ წლიური აბონემენტები, კლუბის მაისურები, ატრიბუტიკა და ამის მერე იქნება თქვენი და გექნებათ პასუხის მოთხოვნის უფლება. ან ვეტერანებიო, რა წაიღეთ ტვინი ამ ვეტერანებით და რა დედოვშინური მიდგომაა ჯარი ხო არაა?!!!! რამის გაკეთება თუ შეუძლიათ გააკეთონ, თუ არა და რა ვეტერანები, რაშუაშია საერთოდ ეგ ხალხი თანამედროვე ფეხბურთთან?!!! რომელი ევროპული კლუბის ცხოვრებაში აქვთ გავლენა ე.წ. ვეტერანებს მითხარით ერთი?!!! რა სამარცხვინო აზროვნებითაც ვართ ერი იმ სამარცხვინო დღეშია ეს ფეხბურთიც და ჩვენ არაფერს არ ვაძლევთ უაზრო კრიტიკის გარდა და ფეხბურთისგან ვითხოვთ რომ ჯგუფში შევიდნენ ან რამე განსაკუთრებული გააკეთონ
ჰს!!!!!
18 აგვისტო 2023 11:08
6
სამარცხვინო შედეგი ქართული კლუბების
სად
18 აგვისტო 2023 00:06
2
მადლობა გორის დილას ბოლომდე ბრძოლის და გამართული ფეხბურთის თამაშისათვის.
ამ ბიუჯეტის და შესაძლებლობების პირობებში საკუთარ თავს გადაახტნენ ეს ბიჭები.
ზამენაზე რო მარტო მეკარე გიზის და და გუნდით, რომლის ყველაზე ძვურად ღირებული ფეხბურთელი რამდენიმე ათასი ღირს და ისიც ტრავმის გამო არ გყავს და აქამდე მიხვალ, ეს კარგი შედეგია.
გალანძღეთ ფიფია და ბერიძე.
დილას კი მადლობა!
Superman
18 აგვისტო 2023 09:27
0
ხვდებით მაინც სადა ვართ?
გეგი
18 აგვისტო 2023 01:22
1
იქ სადაც საქოცეთია
ვარლამი,პოლონეთიდან
18 აგვისტო 2023 03:12
20
დილა+ანორთოსისი -11წ+აპოელი+(0+2+0+1)+ფანტაზიები + დისლაიქები+ ურაპატრიოტიზმი+ეროვნული ჩემპიონატი +ფედერაცია =0 დღეს ესეთი მათემატიკური ფორმულაა.
დავით 67
17 აგვისტო 2023 23:24
11
ამ შემადგენლობით მაქსიმუმს მიაღწია დემჩენკომ , შეუნარჩუნონ შემადგენლობა და ერთი ოთხი ნორმალური ფეხბურთელი მომავლ წელს უკეთეს შედეგს დადებს , მწვრთნელი საუკეთესოა საქართველოს ჩემპიონატში
დავითი
18 აგვისტო 2023 10:02
1
კიდე ბევრს მივახწიეთ ფარერები რო გვაჯობებს აი მანდ უნდა მორჩეს ქართული ფეღბურთი.......
სიმართლე
17 აგვისტო 2023 23:18
13
შენ ის ვერ გაგიგია ფეხბურთია თუ ფეღბურთი და აქ რას აკეთებ საერთოდ?
Giga
18 აგვისტო 2023 03:04
2
ვანო მერაბიშვილის გორის დილა სულ სხვა გორის დილა იყო
qocebo
17 აგვისტო 2023 23:10
28
აბა რა ვანო ფეხბურთშიც მაგარი იყო. ეგ და ბერლუსკონი რაა )))))))
H
18 აგვისტო 2023 01:52
3
მიშა და ვანოს დრო ბევრს გვენატრება ავლაბარში.ეხხხ რა უქმეს ჩვენ ქვეყანას აღარც ფეხბურთო აღარც ქვეყანა :((((
Robert22
18 აგვისტო 2023 04:45
11
ყველა გამოხმაურება
ფიფია დაითრიე დემჩენკო სანამ დროა თორემ შესაძლოა საზღვარგარეთ წავიდეს. გორს შენარჩუნება გაუჭირდება. საქართველოში საუკეთესო მწვრთნელია. კარასკო შესანიშნავად ასრულებდა თავის საქმეს და იქ დააბრუნე სანამ აკადემიაც არ გაგიბანძებია. ან საეთოდ წადი მაქედან და ნუ შეგვაჯავრე ფეხბურთი. გორელები არ გამოგვეხმაუროთ ;)))
დინამო
18 აგვისტო 2023 12:08
3
ქვილითაია რო მოგიგებს!
ქუთაისი
18 აგვისტო 2023 10:55
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული