Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ საკუთარ ფეხბურთელებს "სამტრედიასთან" (1:1) მატჩის შემდეგ გასახდელში აცნობა.

Geo Team-ის ინფორმაციით, გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებს მიმართა, რომ ასეთ სიტუაციაში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია, რამდენიმე მოთამაშისთვის კი მთავარი მწვრთნელის სიტყვები ძალიან ემოციური გამოდგა.

გამოცემის ცნობით, ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობამ გია გეგუჩაძის წინადადება დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ევროსარბიელზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბმა "შავი ზღვის მეკობრეებმა" განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც სანამ გია გეგუჩაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს არ დატოვებდა, ისინი გუნდის მატჩებს აღარ დაესწრებოდნენ. თუმცა კლუბის
პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის შეცვლა ბევრ პრობლემას გამოიწვევდა.

გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" 2018 წელს ჩაიბარა, ზღვისპირელები მისი ხელმძღვანელობით 2021 წელს ეროვნული ლიგის ჩემპიონები გახდნენ. 2022 წელს კი სუპერთასიც მოიგეს.

altგეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

altგია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

მკითხველის კომენტარები / 55 /
რატომ უჭირთ ასე ქართველ მწვრთნელებს და პოლიტიკოსებს წასვლა,გადადგომა??!!
ლია
20 აგვისტო 2023 13:02
3
აზრზე არაა მწვრთნელობის! ოთხ წელიწადში ერთხელ გახდა ჩემპიონი, რეალურად ყველაზე კარგი გუნდით ამ საცოდავ ჩემიპიონატსი თუ ქვია ამას ჩემპიონატი! წყალტუბოს ერთი წლის წინ მინდორი გამოუცვალეს ეხლა ჭაობია მინდორს მაინც მოუარეთ საერთოდ არფერს არ აკეთებენ გაძღომის გარდა
giorgi
20 აგვისტო 2023 12:30
3
დამიჯერეთ გია გეგუჩაძემ ამოწურა დინამო ბათუმში თავისი საქმე უცხოელი მწრთვნელია საჭირო გამოცდილი ლეგიონერებით ამ ეტაპზე დინამო სწორად მოიქცევა თუ გეგუჩაძეს მოყვანილ ფეხბურთელებსაც მის გზას გაუყენებენ
ბალეშიკ
20 აგვისტო 2023 13:04
7
რომოირგეთ კომფორტის ზონა. ჩამორჩით თანამედროვე ფეხბურთს, შეცდომებზე ვერ სწავლობთ კიდე უკმაყოფილო როგორ ხართ? რამე შედეგისთვის ხოუნდა გააკეთო ჩუმათ მიყუჩულები როხართ!!!!! ექვს წელიწადში ერთხელ გახდები საქართველოს ჩემპიონი კიდე პრეტენზიები როგორგააქ? ან ვის უნდა აქაური ჩემპიონობა :))) პრესტიჯი მაინც იყოს
beqa
20 აგვისტო 2023 12:24
3
კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი..ყოჩაღ პირატებს!
ზურიკო
20 აგვისტო 2023 16:02
5
დვალიშვილიც თან მიყვეს ბალაძე და ასშ
ბათუმელი
20 აგვისტო 2023 16:01
2
ჩემი აზრით უფრო ადრეცგასაშვებიიყო 5 წელში 2 ტიტული ცოტაა საქართველოს ჩემპიონატის დონეზე აღარაფერს ვამბობ ევრო შესარჩევებზე ძალიან სუსტი გუნდიიყო ....
ნიკა
20 აგვისტო 2023 12:14
5
ყოველ წელს ჩემპიონობა მოგინდათ, ბევრი ხომ არ მოგდით?
ახალი ამბავი
20 აგვისტო 2023 14:35
3
გეგუჩაძემ გუნდი მე-2 ლიგაში ჩაიბარაო და იმ წელსვე გადმოიყვანაო რომ წერ, იმას არ იტყვი რა შემადგენლობა ყავდა ლიგა 2-ში? ისეთი ფეხბურთელები ყავდა ზოგს უმაღლეს ლიგაშიც რომ არ ჰყავდა იმ დროს. ასე რომ ეგ ვერაფერ წარმატებად ჩაეთვლება. რაც შეეხება საპრიზო ადგილებს, ჩვენი პირველობის კვალობაზე საუკეთესო შემადგენლობა ყავდა მუშაობის მანძილზე, გამართული ინფრასტრუქტურა, კარგი ბაზა, ახალი სტადიონი, სავსე ტრიბუნები და მეტი რა უნდოდა? აქვე გკითხავ, რა გააკეთა განსაკუთრებული? ერთხელ გახადა გუნდი ქვეყნის ჩემპიონი.მაგ რესურსით რაც დინამო ბათუმს აქვს, ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი გახდიდა გუნდს ჩემპიონს. ევროთასებზე სულ ჩაფლავდა გუნდი, სულ.
ასე რომ, მან ამოწურა საკუთარი თავი ამ კლუბში.
ეხლა აუცილებლად უნდა მოვიდეს გუნდში უცხოელი და რა თქმა უნდა კვალიფიციური სპეციალისტი.
მამუკა-ს
20 აგვისტო 2023 14:57
4
ცოტა ადრე უნდა წასულიყო თუმცა არაუშავს. ასეა ჩემო ბატონო, გულშემატკივარი არის ფეხბურთის მამოძრავებელი ძალა და მათ წინააღმდეგ წასვლა კარგს არაფერს მოიტანს. როცა მაყურებელმა გუნდს ზურგია აქცია და დაუსვა პირობათ მწვრთნელის გაშვება, კი დაფაცურდა ხელმძღვანელობა, არ იმჩნევდნენ თუმცა მაინც. გუშინ 1000 კაციც არ იქნებოდა ბათუმის ტრიბუნებზე, ეს ფაქტორი კი არანაირად არ აწყობს კლუბის ხელმძღვანელობას.
ამ გუნდს კი აქვს იმის რესურსი რომ, უცხოელი,კვალიფიციური მწვრთნელი მოიყვანოს.
წარმატებები დინამო ბათუმს!
ქობულეთიდან
20 აგვისტო 2023 14:21
4
ბოლშევიკებსაც თავი მართალი ეგონათ ყველაფერში . . .
ე.წ. ძალა ყოველთვის არ ნიშნავს სიმართლეს.
ბათუმში აშკარად უფრო ღრმად ჩამარხული პრობლემაა, ვიდრე გეგუჩაძე
არა მართლა
21 აგვისტო 2023 07:35
0
სერთაშორისო სარბიელმა გვაჩვენა ჩვენი პირველი პრობლემა მწვრთნელებია და რა თქმა უნდა ნორმალური ლეგიონერები. უკრაინელი მწვრთნელი მოიყვანეთ ბათუმში, გაცილებით უკეთეს გუნდს დააყენებს. უკრაინელი მწვრთნელი თუ ჩამოვა, თვითონ გამოიყოლებს 2-3 ნორმალურ ფეხბურთელს.
G.LA
20 აგვისტო 2023 13:28
12
ცოტაა უკრაინელი ბათუმში და კიდე გინდა? არაა საჭირო ამდენი სლავი ამ პატარა ქვეყანაში.
Gambler
20 აგვისტო 2023 14:18
12

სიახლეები პოპულარული