
საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის გამარჯვებულმა ჩხოროწყუს "სამეგრელომ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურნირზე, სლოვენიაში, ადგილობრივი "მურა" პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "სამეგრელოს" ფეხბურთელებმა 5:4 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღეს ანა პავლიაშვილმა (86) და მაიკო ბებიამ (96).
9 სექტემბერს, ნახევარფინალში, გივი კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდი კვიპროსის "აპოლონს" შეხვდება, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიის "ლიუბოტენი" 9:0 გაანადგურა.
მურსკა-სობოტა. „ფაზანერია“
მურა- სამეგრელო 0:0 (პენ 4:5)
სამეგრელო: ნევეში, მილხევსკა, ახობაძე, ჰარვეი, ვილეგასი, ჯესიკა, ენჯიბაძე,
ჩიქოვანი (პავლიაშვილი 52), ჯანიკაშვილი (ბებია 37), მწყერაშვილი, ბუხრიკიძე
გაძევება: პავლიაშვილი (86), ბებია (96)
მურა- სამეგრელო 0:0 (პენ 4:5)
სამეგრელო: ნევეში, მილხევსკა, ახობაძე, ჰარვეი, ვილეგასი, ჯესიკა, ენჯიბაძე,
გაძევება: პავლიაშვილი (86), ბებია (96)