სალომე ხუბულურის გუნდი ჯგუფის მასპინძელ კოსოვოს ასაკობრივ გუნდს შეხვდა. თამაში მეტოქის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 9 ოქტომბერს, სომხეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, A ლიგაში, B ლიგიდან ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.
Nakrebi.ge