აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "პერსეპოლისმა" "ისტიკლოლი" საკუთარ კედლებში 2:0 დაამარცხა.
გიორგი გველესიანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მშვენიერი შეხვედრაც ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელი დაცვის ხაზში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ 63-ე წუთზე მთავარი არბიტრისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, მე-7 წუთზე სტუმრებს დაწინაურება შეეძლოთ, თუმცა სემინ სებაიმ პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა. ამის შემდეგ კი საეიდ სადეღიმ 44-ე და 71-ე წუთებზე ტაჯიკური გუნდის კარი ორჯერ აიღო და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.
რაც შეეხება "პერსეპოლისს", გამართული 3 მატჩის შემდეგ
6 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს, ლიდერ "ალ ნასრს" 3 ქულით ჩამორჩება, მესამე და მეოთხეადგილოსან "ალ დუჰაილსა" და "ისტიკლოლს" კი 5 ქულით უსწრებს.
ეს გუნდები 7 ნოემბერს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.